Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ვიღაც, არავინ, ასი ათასი
ვიღაც, არავინ, ასი ათასი
ვიღაც, არავინ, ასი ათასი
Ebook369 pages6 hours

ვიღაც, არავინ, ასი ათასი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

1927 წელს გამოქვეყნებული რომანი ყველაზე მეტად ტიპიურია დიდი იტალიელისთვის. ვიტანჯელო მოსკარდა უეცრად აღმოაჩენს, რომ ადამიანი "ერთი" არ არის, ის "ასი ათასია" ანუ იმდენი, რამდენ ადამიანთანაც აქვს ურთიერთობა. ხოლო ის, ვინც ამ აღმოჩენას აკეთებს, ხდება "არავინ", რადგან იმასღა ხედავს, თუ სხვათა წინაშე როგორ წარმოდგება. ამ განსჯის შედეგად ჯენჯე გადაწყვეტს, რომ საკუთარი ცხოვრება გაანადგუროს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 27, 2018
ვიღაც, არავინ, ასი ათასი

Related to ვიღაც, არავინ, ასი ათასი

Related ebooks

Related categories

Reviews for ვიღაც, არავინ, ასი ათასი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ვიღაც, არავინ, ასი ათასი - ლუიჯი პირანდელო

    ლუიჯი პირანდელო - ვიღაც, არავინ, ასი ათასი

    Luigi Pirandello - Uno, Nessuno e Centomilla

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ქართველს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წიგნი პირველი

    1. ჩემი ცოლი და ჩემი ცხვირი

    2. თქვენი ცხვირი?

    3. ამას უწოდებენ „მარტო ყოფნას"?

    4. რას ნიშნავდა ჩემთვის „მარტო ყოფნა"

    5. უცნობის თვალთვალი

    6. როგორც იქნა!

    7. ორპირი ქარი

    8. მაინც რა?

    წიგნი მეორე

    1. ვარ მე და ხართ თქვენ

    2. რა ვაკეთოთ?

    3. თქვენის ნებართვით

    4. მაპატიეთ და, კიდევ ერთი სიტყვა

    5. გაყინული ხატები

    6. არა, ახლავე გეტყვით

    7. რა შუაშია სახლი?

    8. ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე

    9. ღრუბლები და ქარი

    10. ფრინველი

    11. ქალაქში დაბრუნება

    12. ო, ეს ძვირფასი ჯენჯე

    წიგნი მესამე

    1. უნებური გიჟმაჟობა

    2. აღმოჩენები

    3. ფესვები

    4. თესლი

    5. სახელწოდების თარგმანი

    6. კეთილი, მაგრამ ახირებული ბიჭი

    7. აუცილებელი ფრჩხილები, ერთი ყველასთვის

    8. ტონით ქვევით

    9. დავხუროთ ფრჩხილები

    10. ორი ვიზიტი

    წიგნი მეოთხე

    1. ვინ იყვნენ ჩემთვის მარკო დი დიო და მისი ცოლი დიამანტე

    2. ეს საფუძვლიანი იყო

    3. სანოტარო აქტი

    4. მთავარი გზა

    5. ძალადობა

    6. ძარცვა

    7. აფეთქება

    წიგნი მეხუთე

    1. კუდამოძუებული

    2. დიდას სიცილი

    3. საუბარი ბიბისთან

    4. სხვა თვალთა მზერა

    5. შესანიშნავი თამაში

    6. შეკრება და გამოკლება

    7. იმავდროულად კი მე საკუთარ თავს ვეუბნებოდი

    8. გულში დაკოდილი

    წიგნი მეექვსე

    1. წაჩხუბება

    2. სიცარიელეში

    3. უარესობისკენ

    4. ექიმი? ადვოკატი? მასწავლებელი? დეპუტატი?

    5. რატომაც არა, ვიკითხავ მე

    6. სიცილის ჩახშობა

    წიგნი მეშვიდე

    1. გართულება

    2. პირველი გაფრთხილება

    3. რევოლვერი ყვავილებში

    4. განმარტება

    5. ღმერთი ჩვენში და ღმერთი გარეთ

    6. უხერხული ეპისკოპოსი

    7. საუბარი მონსინიორთან

    8. მოლოდინი

    წიგნი მერვე

    1. მოსამართლე დროს ირჩევს სასაუბროდ

    2. შალის მწვანე საბანი

    3. შვება

    4. არაფერია დასრულებული

    წიგნი პირველი

    1. ჩემი ცოლი და ჩემი ცხვირი

    - რას აკეთებ? - მკითხა ჩემმა ცოლმა, როდესაც დაინახა, რომ მე უჩვეულოდ დიდხანს შევჩერდი სარკესთან.

    - არაფერს, - ვუპასუხე. - ნესტოს ვათვალიერებ. თუ აქ დააჭერ ხელს, ოდნავ მტკივა.

    ცოლმა გაიღიმა.

    - მე კი მეგონა, იმას ათვალიერებდი, რომელ მხარეს გაქვს ცხვირი გაღუნული.

    მე იმ ძაღლივით შემოვბრუნდი, კუდზე რომ ფეხს დააბიჯებენ.

    - ცხვირი მაქვს გაღუნული?

    ცოლმა კი სრულიად აუღელვებლად მიპასუხა:

    - რა თქმა უნდა, საყვარელო. კარგად დააკვირდი. ის მარჯვნივაა გაღუნული.

    მე ოცდარვა წლის ვიყავი და იმ დრომდე ჩემი ცხვირი თუ უზადოდ არა, სავსებით რიგიანად მეჩვენებოდა, ისევე, როგორც ჩემი სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილი. სწორედ ამიტომ ჩემთვის უკიდურესად ადვილი იყო იმ პოზიციის დაკავება, რომელზეც ისინი დგანან, გონჯებად გაჩენის მწარე ხვედრი რომ არ ერგოთ, კერძოდ, ბრიყვულად მიმაჩნდა საკუთარი გარეგნობით თავის მოწონება. ამიტომაც იყო, რომ ასეთი მცირე ზადის აღმოჩენამ, რაც სასტიკი მოულოდნელობით დამატყდა თავს, სასო წარმიკვეთა, როგორც დაუმსახურებელმა სასჯელმა.

    როგორც ჩანს, ცოლმა შეამჩნია, რა იდგა ამ წყენის უკან, რადგან სწრაფად დაამატა, რომ თუ მე აქამდე მწამდა, რომ სრულიად უზადო ვიყავი, ახლა ამ აზრთან დამშვიდობება მომიწევდა, რადგან გაღუნული ცხვირის გარდა მე კიდევ...

    - კიდევ რა?

    რა და წარბები ზემოთ მქონდა აპრეხილი, ყურები გაშვერილი, თან ერთი მეტად, ვიდრე მეორე, და სხვა დანარჩენიც...

    - აჰ, დანარჩენიც?

    დიახ, დანარჩენიც: თუნდაც შენს ხელებს დახედე, ნეკ თითს. და ფეხები? არა, არავინ ამბობს, რომ ისინი გაღუნულია, მაგრამ მარჯვენა მეტადაა მუხლში გაზნექილი, ვიდრე მარცხენა, სულ უმნიშვნელოდ. კარგად დავათვალიერე რა საკუთარი თავი სარკეში, იძულებული გავხდი მეღიარებინა, რომ ცოლი არ ცდებოდა. და მხოლოდ აქ, მიიღო რა ჩემი განცვიფრება დამცირებადა და წყენად, ცოლმა ნუგეშის ცემა გადაწყვიტა და თქვა, რომ გულისტკივილის საფუძველი არ მქონდა, რადგან, ყველა ნაკლის გათვალისწინებით, მაინც სიმპათიური მამაკაცი ვიყავი.

    გარწმუნებთ, არ გავბრაზებულვარ, როდესაც მწყალობელი დათმობის და არა კუთვნილი უფლების სახით მომანიჭეს ტიტული, რომელზეც მცირე ხნის წინ უარი მეთქვა. მე გესლიანი „გმადლობ" ამოვღერღე და, რადგან ცოლის გარეშეც ვიცოდი, რომ თვითდამცირებისა და წყენის საფუძველი არ მქონდა, ჩემს ნაკლს არავითარი მნიშვნელობა არ მივანიჭე, სანაცვლოდ კი უდიდესი, გადაჭარბებული მნიშვნელობაც კი შეიძინა ჩემს თვალებში იმ ფაქტმა, რომ მე ამდენი წელი ვიცხოვრე ამ ცხვირით, აი ამ წარბებით, ხელებითა და ფეხებით, და ამ ნაკლის დასანახად ქორწინება გახდა საჭირო.

    ესეც აღმოჩენა! ვინ არ იცის, რანი არიან ცოლები! ისინი სწორედ იმისათვის არსებობენ, რომ საკუთარ ქმრებში ნაკლი აღმოაჩინონ!

    ცოლებს რაც შეეხება, ეს სრული სიმართლეა. მაგრამ, ნება მიბოძეთ შევნიშნო, რომ იმხანად მეც იმგვარად ვიყავი მომართული, რომ საკმარისი იყო შემთხვევით ნასროლი სიტყვა ან ცხვირწინ გაფრენილი ბუზი, რათა დაუყოვნებლივ მსჯელობა-გააზრებაში ჩავფლულიყავი, რაც სულს ისე მიღრღნიდა, როგორც თხუნელის სოროს: შიგნიდან ყველაფერი გამოხრულია, გარედან კი არაფერია შესამჩნევი.

    მაშ, იტყვით თქვენ, საკმაო თავისუფალი დრო გქონიათ. წარმოიდგინეთ, რომ არა! აქ საქმე სულიერ კონსტიტუციას ეხება. თუმცა, უსაქმურობამაც ითამაშა თავისი როლი, არ უარვყოფ: აბა რა, მდიდარი, თანაც ორი ისეთი მეგობრით, როგორებიც იყვნენ სებასტიანო კვანტორცო და სტეფანო ფირბო, რომლებმაც მამაჩემის სიკვდილის შემდეგ ჩემს საქმეებს მოჰკიდეს ხელი; მამა კი, თავის დროზე, რამდენსაც არ ეცადა, ვერაფრით მაიძულა, რაიმე წამოწყება ბოლომდე მიმეყვანა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მე დავქორწინდი, თანაც საკმაოდ ახალგაზრდა. შესაძლოა მამას სურდა, რომ მე ვაჟი მყოლოდა, და იმედოვნებდა, რომ ის ჩემგან განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ საბრალო ამასაც ვერ ეღირსა ჩემგან.

    ამასთანავე შენიშნეთ, რომ მე არასოდეს მიკამათია მამასთან იმ გზების შესახებ, რომლებსაც ის ჩემთვის არჩევდა. მე ნებისმიერ არჩევანს ვეთანხმებოდი, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ შევმდგარვარ. ყოველ ნაბიჯზე ვბორძიკობდი. საკმარისი იყო ჯერ კიდევ შორიდან დამენახა კენჭი ჩემს გზაზე, რომ მის გარშემო წრის დარტყმას შევუდგებოდი, თანაც მიკვირდა, რომ სხვებმა გამასწრეს, ისე, რომ საერთოდ არ მიუქცევიათ ამ კენჭისთვის ყურადღება, როდესაც ჩემთვის ის დაუპყრობელ მწვერვალად აღიმართებოდა ან სულაც მთელს სამყაროდ, რომელშიც სიხარულით დავიდებდი ბინას.

    აი, ასე ვყოვნდებოდი ნებისმიერი გზის დასაწყისში, სულით, რომელიც სხვადასხვა კენჭებისა და სამყაროების ხილვით იყო გატაცებული, რაც, არსებითად, ერთი და იგივეა. იმავდროულად სრულებით არ მიმაჩნდა, რომ მათ, ვინც გამისწრო და ბოლომდე განვლო გზა, ჩემზე უკეთ შეიცნეს იგი. დიახ, მათ გამისწრეს, ეს მართალია, თანაც დოღის ცხენებივით ყოყოჩობდნენ, მაგრამ სანაცვლოდ გზის დასასრულს ყოველი მათგანი უღელს პოულობდა, - საკუთარ უღელს, - ებმებოდა მასში და მოთმინებით ეწეოდა. მე კი უღელს არ ვეწეოდი და ამიტომ არც მათრახი მჭირდებოდა; რასაკვირველია, მე მათზე მახვილი მზერა მქონდა, მაგრამ საით წავსულიყავი, არ ვიცოდი.

    ამგვარად, აღმოვაჩინე რა ჩემი მცირე ნაკლოვანებები, იმას ჩავუფიქრდი, რომ, როგორც ჩანს, - ნუთუ ეს შესაძლებელია? - მე კარგად საკუთარ სხეულსაც არ ვიცნობდი, იმას, რაც მე განუყოფლად მეკუთვნოდა: არ ვიცოდი, როგორ გამოიყურება ჩემი ცხვირი, ყურები, ხელები, ფეხები.

    კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში, რათა ყველაფერი კარგად დამეთვალიერებინა.

    ასე დაედო სათავე ჩემს სენს, სწორედ იმ სენს, რომელსაც ჩემი სული და სხეული ისეთ სასოწარკვეთილებამდე უნდა მიეყვანა, რომ მე ალბათ მოვკვდებოდი ან ჭკუიდან შევიშლებოდი, თავად ამ სენში რომ არ მეპოვა (და მე მოგიყვებით, სახელდობრ როგორ მოხდა ეს) წამალი, რომელმაც განმკურნა.

    2. თქვენი ცხვირი?

    მაშ ასე, მას შემდეგ, რაც ცოლმა თვალები ამიხილა, მე დავიწყე ფიქრი, რომ ყველა მხოლოდ ჩემს ნაკლს ხედავს, სხვას კი ვერაფერს ამჩნევს ჩემში.

    - ცხვირზე მიყურებ? - ვკითხე ერთბაშად იმავე დღეს ერთ ჩემს ნაცნობს, რომელიც ალბათ მხოლოდ იმისათვის მომიახლოვდა, რომ რაიმე საქმე განეხილა.

    - ცხვირზე? საიდან მოიტანე? - მიპასუხა მან.

    მე კი ნერვული ღიმილით:

    - ის ხომ გაღუნულია, ნუთუ ვერ ხედავ?

    მე ვაიძულე ის, ყურადღებით დაეთვალიერებინა ჩემი ცხვირი, ისე, თითქოს ეს დეფექტი სამყაროსთვის მიყენებულ გამოუსწორებელ ზიანს წარმოადგენდა.

    ნაცნობმა თავიდან ერთგვარი გაოცებით შემომხედა. შემდეგ, როგორც ჩანს, იეჭვა, ჩემი ცხვირი ესოდენ უადგილოდ იმიტომ გამოჩნდა, რომ მე არანაირი ინტერესი არ გამაჩნდა მისი საქმისადმი, მხარზე მომითათუნა ხელი და გზა განაგრძო, ისე, რომ პასუხი არ მოუცია. მე მას სახელოზე დავქაჩე.

    - არა, არ იფიქრო! - ვთქვი მე. - ჩვენ აუცილებლად დავილაპარაკებთ შენს საქმეზე. მაგრამ ახლა უნდა მაპატიო!

    - ახლა შენ ვერაფერზე ფიქრობ, გარდა შენი ცხვირისა?

    - უბრალოდ მე არასოდეს შემიმჩნევია, რომ ის მარჯვნივაა გაღუნული. ამ დილას ცოლმა მითხრა.

    - რას ამბობ? - წამოიძახა ნაცნობმა და მის თვალებში უნდობლობა და ირონია გაკრთა.

    მე მას ისე შევხედე, როგორც ამ დილას ცოლს, დამცირების, წყენის, გაოცების ნაზავი გრძნობით. მაშ, გამოდის, მასაც კარგა ხანია შეუმჩნევია ჩემი ცხვირის ფორმა, და ვინ იცის, მის გარდა კიდევ ვის, და მხოლოდ მე, მხოლოდ მე ვერ ვამჩნევდი ვერაფერს და მიმაჩნდა, რომ ყველას თვალში მე ვარ მოსკარდა სწორი ცხვირით, როდესაც მე ვყოფილვარ მოსკარდა გაღუნული ცხივირით. ამ დროს, რამდენჯერ ყოფილა, რომ სრულიად დაუეჭვებლად განმიხილავს რომელიმე პეტრეს ან პავლეს გაღუნული ცხვირი, რის გამოც, ალბათ, ჩემზე იცინოდნენ და ამბობდნენ:

    - ერთი ამ საბრალოს შეხედეთ, კიდევაც რომ სხვის ცხვირზე მსჯელობს!

    რასაკვირველია, მე შემეძლო ნუგეში მეცა ჩემი თავისთვის იმ აზრით, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩემი შემთხვევა ყველაზე ბანალური და გავრცელებული გახლდათ, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმ საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ იოლად ვამჩნევთ სხვათა ნაკლს, საკუთარს კი ვერასოდეს ვხედავთ. მაგრამ სენის პირველ მორჩს უკვე გაეშვა ფესვი ჩემს სულში და ამ განსჯამ არ დამაკმაყოფილა.

    პირიქით, მე სრულად იმ აზრზე მოვახდინე ფოკუსირება, რომ გარშემომყოფებისთვის სრულებით არ ვარ ისეთი, როგორადაც აქამდე მიმაჩნდა საკუთარი თავი.

    მაგრამ მე მაშინ ჯერ კიდევ მხოლოდ ჩემი გარეგნობა მაფიქრებდა და რადგან ჩემი ნაცნობი კვლავ ჩემს წინ იდგა დამცინავი უნდობლობის გამოხატულებით, მე მას სანაცვლოდ ვკითხე: იცის თუ არა მან, რომ მისი ნიკაპის ღრმული მას არათანაბარ ნაწილებად ყოფს - ერთი მეტად გამობერილია, მეორე კი შედარებით ბრტყელი?

    - რაო? სისულელეა! - წამოიძახა ნაცნობმა. - ვიცი, რომ ნიკაპზე ღრმული მაქვს, მაგრამ არა ისეთი, როგორც შენ ამბობ!

    - მოდი ეხლავე შევიდეთ სადალაქოში და თავად ნახავ! - შევთავაზე მე.

    მაგრამ როდესაც სადალაქოში შესვლის შემდეგ ჩემმა ნაცნობმა აღმოაჩინა თავისი ნაკლი და აღიარა ჩემი სიმართლე, შეეცადა ჩემგან დაემალა წყენა. მან უბრალოდ თქვა, რომ ეს წვრილმანი იყო.

    რაღა თქმა უნდა, ეს წვრილმანი იყო. და მაინც, როდესაც უკან გავყევი, შევნიშნე, როგორ გაჩერდა რომელიღაც მაღაზიის ვიტრინის წინ, შემდეგ - კიდევ ერთისა, მესამედ კი დიდხანს შეყოვნდა დიდი სარკის წინ და სამივეჯერ საკუთარ ნიკაპს ათვალიერებდა. დარწმუნებული ვარ, რომ შინ მისვლის შემდეგ ტანსაცმლის კარადას ეცა და საკუთარი ხინჯის თვალიერებას შეუდგა. სრულებით არ მეეჭვება, რომ შურის საძიებლად ან უბრალოდ გასაგრძელებლად თამაშისა, რომელიც ფართოდ გავრცელებას იმსახურებს, მან, თავის მხრივ (ჩემს მსგავსად), ჰკითხა რომელიმე ნაცნობს, შეამჩნია თუ არა, რომ თავის ნიკაპს ოდნავი ხინჯი ჰქონდა და დაუყოვნებლივ ამის შემდეგ თვალი აუხილა მისი გარეგნობის რაიმე დეფექტზე, უპოვა რა ზადი შუბლზე, ტუჩებზე ან კიდევ სადმე. ეს მისი ნაცნობი კი, თავის მხრივ... და ასე შემდეგ... დიახ, დიახ, მზად ვარ დავიფიცო, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში კეთილშობილ ქალაქ რიკიერიში მე ვაკვირდებოდი (თუკი ეს ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არ იყო) ჩემს თანამოქალაქეებს, რომლებიც ვიტრინიდან ვიტრინისკენ გადადიოდნენ და ყურადღებით სწავლობდნენ - ვინ ღაწვს, ვინ - თვალის კიდეს, ვინ - ყურის ბიბილოს და ვინ კიდევ ნესტოს. ერთი კვირის შემდეგ ერთი მათგანი მომიახლოვდა და ოდნავ შეცბუნებულმა მკითხა, მართალი იყო თუ არა, რომ საუბრისას მისი მარცხენა ქუთუთო თრთოდა.

    - რასაკვირველია, ძვირფასო, - სასწრაფოდ ვუპასუხე მე. - სამაგიეროდ, ხედავ? მე ცხვირი მაქვს გაღუნული. მაგრამ ეს მე თავად ვიცი და არ განვიცდი საჭიროებას, რომ შენ მიმანიშნო. წარბებს ხედავ? ზევით მაქვს აზიდული. ყურები? ყურებს შეხედე! ერთი მეტადაა გამოშვერილი, ვიდრე მეორე. თითები? დაბრტყელებულია! ნეკი? ხედავ, როგორ არის გაღუნული? და ფეხები? გგონია, ეს ფეხი ისეთივეა, როგორც მეორე? ვერ მოგართვეს! მაგრამ ეს ყველაფერი მე თავად ვიცი და სრულებით არ მჭირდება, რომ შენ მამცნო ამის შესახებ. კარგად იყავი!

    ასე დავტოვე პირდაღებული. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, გავიგონე მისი:

    - ჰეი!

    მშვიდად მიხმობდა თითით თავისკენ:

    - მაპატიე, მაგრამ შენს მერე დედაშენს კიდევ ჰყავს შვილები?

    - არა, არც ჩემამდე და არც ჩემს შემდეგ. მე დედისერთა ვარ. რაშია საქმე?

    - იმაში, რომ - თქვა მან. - დედაშენს კიდევ რომ გაეჩინა შვილი, ისიც ბიჭი იქნებოდა.

    - მართლა? შენ საიდან იცი?

    - აი საიდან. ხალხში ამბობენ, რომ თუ ბავშვს თმა კისერზე კონცხივით აქვს გამობერილი, შემდეგი შვილი ბიჭი იქნება.

    ხელი კეფაზე დავიდე, ცივად გავიღიმე და ვთქვი:

    - აჰა, ესე იგი, რა მაქვს აქ, რა უწოდე?

    - კონცხი, ჩემო ძვირფასო, კონცხი. ყოველ შემთხვევაში, რიკიერიში ასე უწოდებენ!

    - ეს წვრილმანია! - წამოვიძახე მე. - მე ხომ შემიძლია უბრალოდ მოვიპარსო ის.

    მან უარყოფის ნიშნად გაიქნია თითი ჩემი სახის წინ:

    - კვალი მაინც დარჩება, თუნდაც ბოლომდე გადაიპარსო!

    ამჯერად ვეღარაფერი ვუპასუხე.

    3. ამას უწოდებენ „მარტო ყოფნას"?

    მას შემდეგ მარტო ყოფნას ვესრწაფვოდი - თუნდაც დღეში ერთი საათით. ეს სურვილზე მეტი იყო, ეს გახლდათ აუცილებლობა, მწვავე, გიჟური, გადაუდებელი აუცილებლობა, რის გამოისობით ცოლის ახლოს ყოფნას შესაძლოა გაშმაგებამდე მივეყვანე.

    - ჯენჯე[1], გაიგე,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1