Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

რამოს ძმისწული
რამოს ძმისწული
რამოს ძმისწული
Ebook313 pages1 hour

რამოს ძმისწული

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"რამოს ძმისწული" გახლავთ დიალოგი მთხრობელსა და ჟან-ფრანსუა რამოს შორის, რომელიც ცნობილი კომპოზიტორის ძმისწულია. დიდრო იყენებს პერსონაჟებს, რათა იმსჯელოს იტალიურ/ფრანგული საოპერო ორთაბრძოლის, ბავშვთა განათლების, გენიოსის ბუნებისა და ფულის შესახებ. ხშირად უმიზნო საუბარი მასხრად იგდებს იმ დროის ცნობილ მოღვაწეებს, მათ შორის განმანათლებლებს, როგორებიც არიან მონტესკიე, რუსო და ვოლტერი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 30, 2020
რამოს ძმისწული

Read more from დენი დიდრო

Related to რამოს ძმისწული

Related ebooks

Reviews for რამოს ძმისწული

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    რამოს ძმისწული - დენი დიდრო

    დენი დიდრო - რამოს ძმისწული

    Denis Diderot - Le Neveu de Rameau

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ქეთევან ირემაძეს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    Vertumnis, quotquot sunt, natus iniquis. 

    Horat. Sermon. lib. II, Sat 7, p. 14. 

    როგორი დარიც უნდა იდგეს, - კარგი თუ ცუდი, - საღამო ჟამს ხუთ საათზედ მე ჩვეულებრივ პალე რუალისაკენ[1] მივემართები სასეირნოდ. ყოველთვის მხედავენ განმარტოებულს, არჟანსონის მერხზედ[2] ჩამომჯდარს, დანთქმულს ფიქრებში. ვზივარ და ვესაუბრები ჩემს თავს პოლიტიკასა, სიყვარულსა, გემოვნებასა, ანდა ფილოსოფიაზედ; ვაძლევ ჩემს გონებას უსაზღვრო თავისუფლებას; ვაძლევ მას ნებას დაედევნოს პირველ შეხვედრილ იდეას, გონიერსა თუ უგუნურს, იმ ახალგაზრდა გარყვნილთა მსგავსად, რომლებიც დასდევენ დე-ფუას ხეივანში მსუბუქი ყოფაქცევის ქალს - ქარაფშუტა გარეგნობით, მომცინარე სახით, მკვირცხლი თვალებით და აფშეკილი ცხვირით; სტოვებენ ერთს, რათა დაედევნონ მეორეს, ყველას ეპოტინებიან და მტკიცედ არც ერთს არ უკავშირდებიან. ჩემი აზრები ჩემი მსუბუქი ყოფაქცევის ქალები არიან.

    როდესაც ცივა, ანდა ძლიერ წვიმს, თავშესაფარს რეჟანსის ყავახანაში ვეძებ, შევყურებ ჭადრაკის თამაშს და თავს იმით ვირთობ. პარიზი - უბადლო ადგილია მსოფლიოში, ხოლო რეჟანსის ყავახანა - პარიზში ერთადერთი ადგილია, საცა ყველაზე უკეთ თამაშობენ ჭადრაკს. სწორედ რეისთან[3] იღწვიან ღრმა მოაზროვნე ლეგალი, ცბიერი ფილიდორი, დარბაისელი მაიო; იქ შეიძლება ნახოთ ყველაზე განსაცვიფრებელი სვლები და მოისმინოთ მრავალი უკმეხი სიტყვა, რადგან, თუ კაცი შეიძლება იყოს დიდებული მოჭადრაკე და გონიერი ადამიანი, მსგავსად ლეგალისა, ასევე შეიძლება იყოს შესანიშნავი მოჭადრაკე, მაგრამ ბრიყვი, რეგვენი, მსგავსად ფუბერისა და მაიოსი[4].

    ერთხელ, ნასადილევს, იქ ვიჯექი, თვალყურს ვადევნებდი თამაშს, ცოტას ვსაუბრობდი და რაც შეიძლებოდა ნაკლებ ვუსმენდი. მოულოდნელად მომიახლოვდა ერთი უაღრესად უცნაური ტიპი, რომელთა რიცხვით ღმერთმა არ დასჩაგრა ჩვენი ქვეყანა. იგი წარმოადგენს ნარევს ქედმაღლობისა და სიმდაბლისა, გონიერებისა და უგუნურებისა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მის თავში საოცრად არის არეული გაგება იმისა, თუ რა არის კეთილსინდისიერება და უპატიოსნება, რადგან ბუნებისაგან მინიჭებულ დადებით თვისებებით იგი არ ბაქიობს, ხოლო ცუდს დაურიდებლად, ყოველგვარ კრძალვის გარეშე ამჟღავნებს. ამასთან ერთად იგი დაჯილდოვებულია ძლიერი აგებულებით, აღგზნებული ფანტაზიით და არაჩვეულებრივად ჯანსაღი ფილტვებით. თუ ოდესმე შეხვდით ამ კაცს და არ შეგაჩერათ მან თავისი ორიგინალობით, ყურების დაჩურთვა მოგინდებათ, ან გაქცევა. ოჰ, ღმერთო! რა საშინელი ფილტვები აქვს. არავინ არ იცვლება ისე, როგორც იგი: ხან გამხდარი და მისუსტებულია, თითქოს დაუძლურებული, ღონემიხდილი ავადმყოფია, ყბებში გამოკრთობილ კბილებს დაუთვლით, იტყვით: როგორც სჩანს, რამდენიმე დღეა არაფერი უჭამია, ანდა ტრაპისტების[5] მონასტრიდან ეხლახან გაუნთავისუფლებიათო. შემდეგ თვეში კი ჩასუქებული და ჩასქელებული ბრძანდება, თითქოს რომელიმე მოიჯარის სუფრას არ მოშორებოდეს, ანდა ბერნარდინების[6] მონასტერში ჰყოლოდეთ დამწყვდეულიო. დღეს აცვია ჭუჭყიანი საცვლები, დაფლეთილი შარვალი, ფლასით არის მოსილი, თითქმის ფეხმიშველია, თავჩაქინდრული დადის, ნაცნობთ გაურბის - მზად ხართ მოიხმოთ და მოწყალება გაიღოთ... ხვალ კი დადენდრვილი, ფეხთჩაცმული, დახუჭუჭებული თმით, მშვენივრად მოკაზმული, მაღლა აწეული თავით გაივლის და შეეცდება მიიქციოს ყურადღება, - ისე, რომ წესიერ ადამიანადაც მიიჩნევთ მას. დღის ავკარგით ცხოვრობს. მხიარულია, ან ნაღვლიანი გარემოებათა მიხედვით. დილით, როგორც კი ლოგინიდან წამოდგება, მაშინვე იმაზე ფიქრობს, თუ სად ისადილოს, სადილის შემდეგ ვისთან ივახშმოს; რომ დაღამდება, მაშინაც შფოთავს: ბრუნდება ფეხით თავის პატარა ოთახში - სხვენზე, თუ რომ ქირის მოლოდინით ილაჯგაწყვეტილმა, მოთმინებიდან გამოსულმა, დიასახლისმა გასაღები არ ჩამოართვა, ანდა მიემართება ქალაქის განაპირა სახამროში, სადაც ჭიქა ლუდსა და ნატენ პურთან მიმჯდარი მოელის გათენებას; ხოლო თუ ჯიბეში არ აღმოაჩნდა ექვსი სუ, რაც ხშირია მის თავს, იგი დაეძებს თავშესაფარს რომელიმე მეგობრის ეტლში, ან ვინმე დიდი კაცის საჯინიბოში, რათა მეეტლემ დააწვინოს თივაზე, ცხენების გვერდით, საიდანაც დილით ადგომისას თან აჰყვება ლეიბის ბუწუწოები თმებში; თუ კარგი დარია, მთელი ღამე ბოლთასა სცემს დედოფლის ხეივანში, ან ელისეის მინდვრებზე. გათენებისას კვლავ გამოჩნდება ქალაქში, ჩაცმული გუშინ - დღეისათვის, ხოლო ხშირად მთელი კვირის შემდგომი დღეებისათვის.

    მე პატივს არ ვცემ ამგვარ ორიგინალებს, თუმცა ზოგიერთნი მათ ნაცნობობით და მეგობრობითაც უკავშირდებიან. მაინც იშვიათად. ერთხელ წელიწადში, როცა სადმე შევხვდები, მეც შევაჩერებ მათზე ყურადღებას, რადგან თავიანთი ხასიათით ისინი მკვეთრად განსხვავდებიან სხვა ადამიანთაგან, არღვევენ მოსაწყენ ერთფეროვნებას, წარმოშობილს ჩვენი აღზრდით, ჩვენი საზოგადოებრივი პირობებით, ჩვეულებად გამხდარი ზრდილობის წესებით. როცა ასეთი სუბიექტი საზოგადოებაში გამოჩნდება, ის აღუებულ საფუარის მარცვალივით ყველაში იწვევს დუღილს და თვითეულში ამჟღავნებს მის ნამდვილ სახეს; ის შესძრავს საზოგადოებას, აფხიზლებს, აიძულებს მოწონება, ან დაწუნება გამოსთქვას, გამოაქვს ჭეშმარიტება დღის სინათლეზე, იძლევა შესაძლებლობას გაიცნონ პატიოსანი ხალხი, ნიღაბს ხდის გაიძვერებს. სწორედ მაშინ არის, რომ ჯანსაღი ჭკუის ადამიანი აკვირდება და ეცნობა გარშემომყოფ საზოგადოებას.

    დიდიხანია ვიცნობდი ამ კაცს. ხშირად ვხვდებოდი ერთ ოჯახში, რომლის სახლის კარებიც მას თავისი ნიჭის წყალობით ჰქონდა გაღებული. ერთადერთი ასული ჰყავდა იმ ოჯახს. შეჰფიცა დედ-მამას, ცოლად შევირთავ თქვენს ქალსო. ისინიც მხრებს იწევდნენ, დასცინოდნენ და არწმუნებდნენ, შეშლილი ხარო, მაგრამ ჩემს თვალწინვე მორიგდა მათი საქმე. ხანდახან სესხად რამდენიმე ეკიუს მთხოვდა და მეც ვაძლევდი. არ ვიცი, როგორ მოახერხა და, რამდენსამე პატიოსან ოჯახს შეეჩრა, სადაც მას მუდამ ელოდებოდა გაშლილი სუფრა, მაგრამ იმ პირობით, რომ მასპინძლის ნებადაურთველად არ დაეწყო ლაპარაკი. ისიც სდუმდა და მძვინვარედ ილუკმებოდა. დიდებული სანახავი იყო ამ მძიმე მდგომარეობაში. თუ დასძლევდა სურვილი, დაერღვია პირობა, და ხმას ამოიღებდა, თანამესუფრენი პირველ სიტყვაზედვე შეჰყვირებდნენ - „რამო!" მაშინ მას თვალები ბრაზით ენთებოდა და კიდევ უფრო მეტი მრისხანებით ილუკმებოდა. 

    თქვენ გაინტერესებთ ამ ადამიანის სახელი? - სახელი უკვე იცით, ეს გახლავთ რამო[7], ძმისწული იმ განთქმული მუსიკოსისა[8], რომელმაც თავიდან მოგვაშორა ლიულის[9] მონოტონური საეკლესიო სიმღერა, ამ ასი წლის განმავლობაში რეჩიტატით რომ ვგალობდით; ძმისწული იმ მუსიკოსისა, რომელმაც იმდენი გაუგებარი აბდა-უბდა და აპოკალიპსური ჭეშმარიტება გამოსთქვა მუსიკის თეორიის შესახებ, რომ მისი, არც თვითონ მას, არც სხვას, არაფერი გაეგებოდა; რომელმაც დაგვიტოვა რამდენიმე ოპერა, რომლებშიაც უხვად მოიპოვება ჰარმონია, მელოდიის ნაწყვეტები, არეული იდეები, მჭექარე ბგერები, აღმაფრენა, ტრიუმფი, შუბთა ჩხარუნი, ქებადიდება, დრტვინვა, დაუსრულებელი გამარჯვება და მარადიული საცეკვავო ჰანგები, რომლებმაც დაასამარეს „ფლორენციელი" და თითონაც დასამარებულ იქნება იტალიელი ვირტუოზების მიერ. ამას თითონაც გრძნობდა და ამიტომ იყო დაღვრემილი, მწუხარე, მშფოთარე, როგორც არავინ. თვით ლამაზი ქალიც კი, ლოგინიდან რომ წამოდგება და მუწუკს იგრძნობს ცხვირზე, არ იქნება ისე განძვინებული, როგორც ავტორი, რომელსაც ემუქრება საშიშროება დაჰკარგოს თვისი სახელი. ამის მოწმე გახლავთ მარივო[10] და კრებილიონ-შვილი[11].

    იგი მომიახლოვდა. 

    - აჰ! აჰ! თქვენც აქ ბრძანდებით, ბატონო ფილოსოფოსო? რას აკეთებთ ამ ფუქსავატთა წრეში? ნუ თუ თქვენც დროს ჰკარგავთ ნაფოტების გადადგმა-გადმოდგმაში?.. (ამ აბუჩად აგდებულ სახელწოდებაში იგი გულისხმობდა ჭადრაკის პაიკს ან ნარდის კოჭს).

    მე - არა, მაგრამ, როდესაც ამაზე უკეთესი საქმე არა მაქვს, თავს ვირთობ ცოტა ხნით. სასიამოვნო სანახავია კარგი მოთამაშე.

    იგი - მაშ, თქვენ იშვიათად განიცდით მაგ სიამოვნებას, რადგან ლეგალისა და ფილიდორის გარდა, სხვა ყველანი მეჯღანსავით თამაშობენ. 

    მე - და ბატონი დე-ბუსსი[12]? 

    იგი - ის ისეთივე მოჭადრაკეა, როგორც ქალბატონი კლერონი[13] მსახიობია; ორთავემ თავის თამაშში მიაღწიეს იმას, რისი შესწავლაც ყველას შეუძლია. 

    მე - ძნელი ყოფილა თქვენი გულის მოგება. როგორც სჩანს, არავის წყალობთ, გარდა სახელოვან პირებისა. 

    იგი - დიახ, ჭადრაკსა, დამასა, პოეზიასა, მჭერმეტყველებასა, მუსიკაში და სხვა ამგვარ სისულელეებში, ან რა სარგებლობის მოტანა შეუძლია საშუალო ნიჭს?

    მე - გეთანხმებით. არც ისე დიდი. მაგრამ იმისათვის, რომ რომელიმე დარგში გენიალური ადამიანი გაჩნდეს, საჭიროა სხვა ადამიანთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამავე საქმეს შესწიროს თავი. მრავალთა შორის გენიოსი ერთია. მაგრამ დავანებოთ ამას თავი, კარგა ხანია არ მინახავხართ. როცა არ გხედავთ, არ ვფიქრობ თქვენზე, მაგრამ როდესაც შეგხვდებით, ყოველთვის მოხარული ვარ. რასა იქმთ?

    იგი - იმასვე, რასაც თქვენ და ყველა სხვა: ხან კარგს, ხან ავს და ხან სულ არაფერს. გარდა ამისა, ვგრძნობდი შიმშილს, შევექცეოდი, როდესაც საამისო შემთხვევა მომეცემოდა. დავნაყრდებოდი თუ არა, ვგრძნობდი წყურვილს და ხანდახან მასაც ვიკლავდი. ამ ხნის განმავლობაში ამომდიოდა წვერი და, როდესაც გამეზრდებოდა, ვიპარსავდი.

    მე - ამაოდ ჩადიოდით მაგას. წვერი-ღა გაკლიათ, რომ ბრძენი იყვეთ. 

    იგი - ოჰო! დიახ, განიერი, ნაოჭებით დაღარული შუბლი მაქვს, ცეცხლისმფრქვევი თვალები, წინ წაშვერილი ცხვირი, სქელი ყბები, შავი, ხშირი წარბები, ლაზათიანი პირი, აწეული ტუჩი და ოთხკუთხედი სახე. ეს განიერი ნიკაპი რომ გრძელი წვერით იყოს დაფარული, არც ისე ცუდად გამოჩნდებოდა ბრინჯაოსა და მარმარილოს ქანდაკებაში.

    მე - ცეზარის[14], მარკ ავრელის[15] და სოკრატის[16] ქანდაკებათა გვერდით?

    იგი - არა, მე ვამჯობინებდი ვყოფილიყავი დიოგენეს და ფრინას[17] შორის. მეც ურცხვი ვარ, როგორც პირველი და დიდი სიხარულით ვეტანები ფრინას მსგავს ქალებს. 

    მე - თავს ხომ კარგად გრძნობთ?

    იგი - ჩვეულებრივ კარგად, მაგრამ დღეს რატომღაც... 

    მე - რას ბრძანებთ? მუცელი სილენივით[18] გამოგბერიათ და სახე... 

    იგი - სახე, რაც მუცლის უკანაა მოთავსებული, იმას მიმიგავს. ცუდი განწყობილება, რომელიც ახმობს ჩემს ძვირფას ბიძას, უთუოდ ხორცს ჰმატებს მის უძვირფასეს ძმისწულს. 

    მე - მართლა, ხვდებით თქვენს ბიძას? 

    იგი - დიახ, ხანდისხან, ქუჩაში მიმავალს.

    მე - განა, არ გეხმარებათ? 

    იგი - თუ დაეხმარა ვისმე, ამას თავისდა შეუგნებლად აკეთებს. ისიც თავისებური ფილოსოფოსია; ის მხოლოდ თავისთავზე ზრუნავს და სხვა დანარჩენი ამ ქვეყნად გროშად არ უღირს. თუნდ ქალიშვილი და ცოლი დაეხოცოს, არას დაგიდევს, ოღონდ ეკლესიის ზარებმა წინანდებურად განაგრძოს დეოდეციმით და ტერციის ორმაგი ოქტავით რეკვა. ბედნიერი კაცია. ეს არის სწორედ ის, რაც განსაკუთრებით მანცვიფრებს გენიალურ ადამიანებში. ისინი კარგნი არიან ერთი რაიმესთვის, ხოლო ამის გარეშე გამოუსადეგარნი. მათ არც კი ესმით, თუ რას ნიშნავს ყოფნა მოქალაქედ,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1