Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მსჯელობა "კონსტანტინეს ნაბოძვარის შესახებ"
მსჯელობა "კონსტანტინეს ნაბოძვარის შესახებ"
მსჯელობა "კონსტანტინეს ნაბოძვარის შესახებ"
Ebook286 pages1 hour

მსჯელობა "კონსტანტინეს ნაბოძვარის შესახებ"

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ლორენცო ვალა პირველი იყო მათ შორის, ვინც მეცნიერული არგუმენტებით ამხილა ე.წ. "კონსტანტინეს ნაბოძვარის" სიყალბე, დოკუმენტისა, რომლის საფუძველზე პაპები საუკუნეთა განმავლობაში აცხადებდნენ პრეტენზიას ევროპის დიდ ნაწილზე. ტექსტი შეიცავს თავად "კონსტანტინეს ნაბოძვარს", ვალას მსჯელობასა და შენიშვნებს. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 16, 2016
მსჯელობა "კონსტანტინეს ნაბოძვარის შესახებ"

Related to მსჯელობა "კონსტანტინეს ნაბოძვარის შესახებ"

Related ebooks

Reviews for მსჯელობა "კონსტანტინეს ნაბოძვარის შესახებ"

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მსჯელობა "კონსტანტინეს ნაბოძვარის შესახებ" - ლორენცო ვალა

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    კონსტანტინეს ნაბოძვარი

    მსჯელობა ე.წ. „კონსტანტინეს ნაბოძვარის" სიყალბის შესახებ

    შენიშვნები

    საავტორო უფლება

    iBooks© 2016 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ლორენცო ვალა - მსჯელობა „კონსტანტინეს ნაბოძვარის" შესახებ.

    კონსტანტინეს ნაბოძვარი

    როგორც ეს გრაციანეს დეკრეტშია მოცემული. ურთიერთსაწინააღმდეგო კანონთა შეთანხმებული კრებული

    ნაწილი პირველი. კარი XCVI

    პალეა. თავი XIII. იგივეს შესახებ

    იმპერატორმა კონსტანტინემ უბოძა აპოსტოლურ ტახტს გვირგვინი და სამეფო ძალაუფლება რომსა და მთელს იტალიაში და დასავლეთის მხარეებში. ვინაიდან „ნეტარი სილვესტრეს საქმეებში (რომელთა მიმართებით ნეტარი პაპი გელასიუსი გვაუწყებს „სამოცდაათი ეპისკოპოსის კრებულში, რომ მათ მართლმორწმუნენი კითხულობენ და რომ ძველი ადათის შესაბამისად აღნიშნულს მრავალი ეკლესია ბაძავს) ვკითხულობთ შემდეგს:

    პალეა. თავი XIV. იგივეს შესახებ

    იმპერატორმა კონსტანტინემ ნათლობიდან მეოთხე დღეს უბოძა პრივილეგია რომის ეკლესიის მღვდელმთავარს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მთელს რომაულ სამყაროში მღვდლებმა იგი საკუთარ მეთაურად აღიარონ, როგორც მოსამართლეები აღიარებენ საკუთარ მეთაურად მეფეს. წინამდებარე სიგელში, სხვა ყველაფერთან ერთად, ვკითხულობთ:

    ჩვენ, ყველა ჩვენს სატრაპთან, მთელს სენატთან და ოპტიმატებთან და ასევე მთელს ხალხთან ერთად, რომელიც რომის ძალაუფლებასა და დიდებას ემორჩილება, გადავწყვიტეთ. რადგან ნეტარი პეტრე კაცის ძის ნაცვალია დედამიწაზე, დაე პონტიფიკოსებმაც, რომლებიც მოციქულს ანაცვლებენ, მიიღონ ჩვენგან და ჩვენი იმპერიისგან დათმობილი უზენაესი ძალაუფლება უფრო დიადი, ვიდრე გააჩნია ჩვენი მიწიერი საიმპერატორო უგანათლებულესობის წყალობას. ჩვენ მოციქულთა მეთაურს ან მის ნაცვლებს ვირჩევდით, რათა ისინი საიმედო მცველები ყოფილიყვნენ ღმერთის წინაშე. და ისევე, როგორც ჩვენი მიწიერი საიმპერატორო ძალაუფლება, ჩვენ გადავწყვიტეთ მოკრძალებით განვადიდოთ რომის წმინდა ეკლესია, და უფრო მეტად, ვიდრე ჩვენი იმპერია და მიწიერი ტახტი, დიდებით აღვაზევოთ ნეტარი პეტრეს უწმინდესი საბრძანებელი და ვუბოძოთ მას საიმპერატორო დიდება, ძალმოსილება, ღირსება და პატივი. ვიღებთ რა გადაწყვეტილებას, უფლებას ვიძლევით, რომ მას ეკუთვნოდეს უფროსობა არა მხოლოდ ოთხ უმთავრეს ტახტზე: ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და კონსტანტინოპოლის, არამედ უფლის ყველა ეკლესიაზე მთელს სამყაროში.  პაპი, რომელიც ოდესმე იდგება რომის წმინდა ეკლესიის სათავეში, დაე იდგეს ყველა მღვდელმსახურს მაღლა და უფროსობდეს სამყაროს ყველა მღვდელმსახურს, და მისი გადაწყვეტილებით განისაზღვროს ყველაფერი ის, რაც უკავშირდება ღმერთის თაყვანისცემასა და ქრისტიანთა რწმენისა ან მათი სიმტკიცის შესახებ ზრუნვას. და ქვევით,

    § 1. ნეტარი მოციქულების პეტრესა და პავლეს ეკლესიებს, რათა მათი სანთლები მუდამ ენთოს, ჩვენ გადავეცით სამფლობელო მიწები საკუთრებაში და სხვადასხვა საგნები, და ჩვენი წმინდა საიმპერატორო განკარგულებით გავამდიდრეთ ისინი ადგილებით, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში, კერძოდ კი იუდეაში, საბერძნეთში, აზიაში, თრაკიაში, აფრიკასა და იტალიაში, და ასევე ვუბოძეთ მათ სხვადასხვა კუნძულები. ჩვენ ეს ადგილები გადავეცით იმ პირობით, რომ ისინი ჩვენი უნეტარესი მამის, უზენაესი მღვდელმთავრის, სილვესტრესა და მის მემკვიდრეთა გამგებლობაში დარჩეს. და ქვევით,

    § 2. ნეტარ სილვესტრეს, ჩვენს მამას, უზენაეს მღვდელმთავარსა და ქალაქ რომის სამყაროულ პაპს და მის ყველა მემკვიდრეს - მღვდელმთავრებს, რომლებიც დროთა აღსასრულამდე ისხდებიან ნეტარი პეტრეს გვერდით, ჩვენ ამიერიდან გადავცემთ ჩვენს ლატერანის სასახლეს, შემდეგ კი დიადემას ანუ გვირგვინს ჩვენი თავიდან, მასთან ერთად ტიარას და ასევე სამხრეს, რომელიც, ჩვეულებრივ, შემოხვეულია იმპერატორის კისერზე, ასევე გადავცემთ ძოწის ქლამიდას და მეწამულ ტუნიკას და ყველა საიმპერატორო სამოსს თუ საიმპერატორო მხედართა მეთაურის ღირსების სიმბოლოებს. ჩვენ ნაბოძების სახით ვუძღვნით მას საიმპერატორო სკიპტრებსა და მასთან ერთად ყველა საიმპერატორო ნიშანს, დროშასა და სხვადასხვა მორთულობას, და მთელს ბრწყინვალებას საიმპერატორო დიდებისა, და მთელს ჩვენს ძალაუფლებას.

    § 3. ჩვენ ასევე ვადგენთ, რომ ჩვენი პატივცემული მოღვაწეები და ბერები, რომლებიც რომის წმინდა ეკლესიის სხვადასხვა ორდენებს მიეკუთვნებიან, აღჭურვილ იქნან განსაკუთრებული ძალაუფლებისა და  უპირატესობის იმ დიდებით, რომლითაც მორთულად გვეჩვენება ჩვენი ბრწყინვალე სენატი, ვგულისხმობთ იმას, რომ მათ შეეძლოთ გახდნენ პატრიციუსები და კონსულები. ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ მათ სხვა საიმპერატორო პატივიც მიეგოთ. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ როგორც იმპერატორის ლაშქარია მოკაზმული, ასევე იქნას მოკაზმული რომის წმინდა ეკლესიის სამღვდელოება. და მსგავსად იმისა, როგორც საიმპერატორო ხელისუფლებას ემსახურებიან სხვადასხვა სამსახურები, კერძოდ კი საწოლთუხუცესები, კართუხუცესები და სხვადასხვა მცველები, ზუსტად ასე გვინდა შევამკოთ რომის წმინდა ეკლესია. პონტიფიკური დიდების გასაბრწყინებლად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამღვდელოების ცხენები მოკაზმულ იქნენ უნაგირებითა და ასალებით ანუ უსპეტაკესი სითეთრით და რომის ეკლესიის სამღვდელოება ცხენოსნად იყოს ამხედრებული ცხენებზე. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ სამღვდელოებამ, სენატორთა მსგავსად, გამოიყენოს ქეჩის ფეხსაცმელი წინდებით თეთრი ტილოსი. დაე, ზეციური, მიწიერის მსგავსად იყოს მორთული ღმერთის სადიდებლად!

    § 4. ჩვენი ბრძანებით ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენს უწმინდეს მამა სილვესტრესა და მის მემკვიდრეებს ვანიჭებთ უფლებას საკუთარი გადაწყვეტილებით დანიშნონ მღვდლები და სამღვდელოების ღვთისმოსავ ადამიანთა რიცხვს მიაკუთვნონ ის ღვთისმოსავი კლერიკალები, რომლებსაც ისინი საკუთარი მითითებით ისურვებენ. დაე, სხვა ნურავინ გაბედავს თვითნებურად იმოქმედოს.

    § 5. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ მასაც და მის მემკვიდრეებსაც უნდა ედგათ დიადემა თავზე ანუ უწმინდესი ოქროს გვირგვინი ძვირფასი პატიოსანი თვლებისგან, რომელსაც ჩვენ ვუძღვნით მას ჩვენი თავიდან ღმერთის სადიდებლად და ნეტარი პეტრეს პატივისცემის ნიშნად. მაგრამ ვინაიდან თავად უნეტარესმა პაპმა არ ისურვა, რომ ოქროს ეს გვირგვინი მის წმინდა გვირგვინზე აღმატებული ყოფილიყო, რომელსაც იგი ნეტარი პეტრეს სადიდებლად ატარებს, მის უწმინდეს თავს ჩვენი ხელებით დავადგით თვალისმომჭრელი სიკაშკაშის მბრწყინავი ტიარა, აღმნიშვნელი უფლის აღდგომისა, და ნეტარი პეტრეს წინაშე ჩვენი თაყვანისცემით, ჩვენ გვეპყრა ცხენის ლაგამი, ვასრულებდით რა მისთვის მეჯინიბის მოვალეობას; ჩვენ დავადგინეთ, რომ ყველა მისი მემკვიდრე და მხოლოდ ისინი ატარებდნენ პროცესიებისას ამავე ტიარას ჩვენი ძალაუფლების მიბაძვით.

    § 6. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ პონტიფიკატის დიდება არ იქნას შებღალული, არამედ იგი უმეტესი დიდებითა და ძლიერებით შეიმოსოს, ვიდრე მიწიერი ძალაუფლების ღირსება, ჩვენ გადავცემთ და ვუტოვებთ ზემოთ ნახსენებ ჩვენს უნეტარეს პონტიფიკოსს, სამყაროს პაპ სილვესტრეს, ჩვენს სასახლეს, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ასევე ქალაქ რომს, მის პროვინციებს, მიწებს, იტალიის ან დასავლეთის ოლქების ქალაქებს. ჩვენი ამ ღვთიური და უზენაესი გადაწყვეტილებით ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ საკუთრებას ის და მისი მემკვიდრეები განაგებდნენ და რომ ისინი რომის წმინდა ეკლესიის დაქვემდებარებაში რჩებოდნენ.

    § 7. ამიტომ ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, რომ ჩვენი იმპერია და სამეფო ძალაუფლება აღმოსავლეთის ოლქებისკენ გადაგვეტანა და ბიზანტიის პროვინციაში, საუკეთესო ადგილას აგვეშენებინა სახელმწიფო ჩვენი სახელით, რადგან იქ, სადაც მღვდელმსახურთა შორის უპირველესი და ქრისტიანული რელიგიის ხელმძღვანელია დადგენილი ზეციურ იმპერატორად, მიწიერ იმპერატორს არ შეშვენის ძალაუფლების გავრცელება.

    § 8. ჩვენ ვბრძანეთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ამ საიმპერატორო წმინდა სიგელითა და სხვა ღვთიური დადგენილებებით ვადგენთ, ურყევი და ურღვევი იყოს სამყაროს დასასრულამდე. ამიტომ, ცოცხალი ღმერთის წინაშე, რომელმაც მეფობა გვიბრძანა, და განკითხვის დღის წინაშე, ჩვენ ამ საიმპერატორო დადგენილებით ვაფიცებთ ყველა იმპერატორს - ჩვენს მემკვიდრეებს, წარჩინებულებს, სატრაპებს, დიდებულ სენატსა და სამყაროს ყველა ხალხს, რომელიც დღეს გვემორჩილება ან მომავალში დაემორჩილება ჩვენს ძალაუფლებას, არავინ არ გაკადნიერდეს და ხელი არ აღმართოს ან რამენაირად შებღალოს იგი. ხოლო თუ აღმოჩნდება (რისიც ჩვენ არ გვწამს) ასეთი ადამიანი, რომელიც გაბედავს წაბილწოს ან უგულვებელჰყოს აღნიშნული, წყეულიმც იყოს უკუნითი უკუნისამდე და გრძნობდეს, რომ ღმერთის წმინდანები, პირველი მოციქულები - პეტრე და პავლე - მტრულად იქნებიან მისადმი განწყობილი, როგორც ამქვეყნიურ, ისე იმქვეყნიურ სამყაროში და, დაე, დაიწვას იგი ჯოჯოხეთის ქვესკნელის ცეცხლში ეშმაკთან და ყველა ცოდვილთან ერთად. ჩვენს იმპერიულ დადგენილებას ჩვენ საკუთარი ხელით ვამოწმებთ და ვათავსებთ მას ნეტარი პეტრეს, მოციქულთა თავკაცის, კურთხეულ გვამზე.

    გადაცემულია რომში, აპრილის კალენდებამდე სამი დღით ადრე, ჩვენი ბატონის ფლავიუს კონსტანტინუს ავგუსტუსის მეოთხე და წარჩინებული გალიკანუსის მეოთხე კონსულობისას.

    მსჯელობა ე.წ. „კონსტანტინეს ნაბოძვარის" სიყალბის შესახებ[1]

    მრავალი, ძალზედ მრავალი წიგნი მაქვს გამოქვეყნებული შემეცნების თითქმის ყველა სფეროში. ამ წიგნებში[2] მე საკუთარ უთანხმოებას გამოვთქვამდი ზოგი გამოჩენილი ავტორის შეხედულებებთან მიმართებით, რომელთა ავტორიტეტი ფრიად ხანგრძლივი დროის განმავლობისას ითვლებოდა უდაოდ. ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ მრავალი ადამიანი ავამხედრე, რომლებმაც შემიძულეს და კადნიერსა და მკრეხელს მიწოდებენ. წარმოდგენაც კი რთულია იმისა, რა მოუვათ მათ ახლა! როგორ აღშფოთდებიან! და თუ შესაძლებლობა მიეცემათ, სიხარულით შემიპყრობენ და სიკვდილით დასასჯელადაც გამიძღვებიან. რადგან მე არა მხოლოდ გარდაცვლილთა წინააღმდეგ ვქადაგებ, არამედ ცოცხლებისაც, მე არა ერთი რომელიმე ადამიანის წინააღმდეგ ვილაშქრებ, არამედ მრავალის, არა მხოლოდ კერძო პირების, არამედ ძალაუფლებით აღჭურვილთა წინააღდეგაც. თანაც როგორი ძალაუფლებით! მე ვბედავ გავილაშქრო უზენაესი მღვდელმთავრის წინააღმდეგ[3], რომელიც არა მხოლოდ საერო მახვილით არის აღჭურვილი, როგორც მეფეები და მთავრები, არამედ ეკლესიურითაც. ამ მახვილისგან ვერც ერთი ხელმწიფე ვერ დაგიცავს საკუთარი ფარით, ყველგან დაგეწევა განკვეთა, ანათემა და წყევლა. ხოლო თუ გონივრულად ამბობდა და მოქმედებდა ის, ვინც თქვა: „არ მსურს მათ წინააღმდეგ წერა, ვისაც პროსკრიფციულ სიაში ჩემი ჩართვა შეუძლია[4], გასაგებია, რამდენად უნდა ვუფრთხოდე მე ადამიანს, ვისაც არც კი სჭირდება პროსკრიფციები, ვისაც საკუთარი ძალაუფლების უხილავი ისრებით იმდენად შეუსვენებლად შეუძლია ჩემი დევნა, რომ მე მხოლოდ ამის ამოთქმასღა შევძლებ: „საით წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი[5]?

    მაგრამ, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ უზენაესი მღვდელმთავარი მეტი შემწყნარებლობით შეხვდება ყოველივეს, ვიდრე ამას სხვა ადამიანები შეძლებდნენ? არავითარ შემთხვევაში. ნუთუ მღვდელმთავარმა ანანიამ, როდესაც პავლემ თქვა, რომ მისი სინდისი სუფთა იყო, არ ბრძანა მისთვის თავ-პირი დაელურჯებინათ ტრიბუნის თანდასწრებით, რომელიც მსაჯულად იჯდა[6]?! ნუთუ იმავე წოდებით აღჭურვილმა ფაშხურმა არ ჩააგდო დილეგში იერემია მისი ქადაგების სითამამისთვის[7]?! მართალია, მღვდელმთავრის უსამართლობისგან პავლე ისურვა და დაიხსნა ტრიბუნმა, ნაცვალთან ერთად, იერემია კი მეფემ გადაარჩინა, მაგრამ რომელი ტრიბუნი, რომელი ნაცვალი და მეფე შეძლებს ჩემს დახსნას უზენაესი მღვდელმთავრისგან, თუ ის ჩემს შეპყრობას მოიწადინებს?!

    თუმცა, არაფერი გამოდგება საკმარის მიზეზად, რათა ამ ორმაგი შიშისგან შევცბუნდე და ჩანაფიქრზე უარი ვთქვა. უზენაეს მღვდელმთავარს არ აქვს უფლება ვინმეს თავისუფლება აღუკვეთოს ან გაანთავისუფლოს ვინმე კანონის საწინააღმდეგოდ, რომ აღარაფერი ვთქვათ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის სიცოცხლის გაწირვაზე - ეს ყველაზე

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1