Sie sind auf Seite 1von 2

კარდიოქირურგ ლეო ბოკერიას მიერ რუსულ პრესაში ნახევრად ტკბილი

ქართული ღვინოების გენეზისის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების


გამო

ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 2009 წლის 19 დეკემბერს გაზეთმა


”ახალმა თაობამ” შემოკლებული თარგმანი დაბეჭდა, ”რუსულ გამოცემა იზვესტიაში”
(გაზეთ ”ახალი თაობის” ტერმინია - ავტ.) გამოქვეყნებული ინტერვიუსი, ქართული
წარმოშობის, რუსეთელ კარდიოქირურგ ლეო ბოკერიასთან, სადაც ცნობილი
დასტაქარი სხვა საკითხებთან1 ერთად, თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ქართული
ვაზის გენეზისზე ზოგადად, კერძოდ კი ჩვენი ნახევრად ტკბილი ღვინოების ”
ფრანგულ წარმომავლობაზე” და უზარმაზარი რუსული აუდიტორიისათვის
დამაჯერებლად აცხადებს: ”ამხანაგ სტალინის საყვარელი ღვინო ”ოჯალეში”
იყო. სხვათა შორის , ეს ჯიში გამოყვანილი იქნა მიურატის მიერ, რომელიც
დასავლეთ საქართველოში ჩამოვიდა და სამეგრელოს დედოფალ სალომე
დადიანზე დაქორწინდა, ნინა გრიბოედოვას ბიძაშვილზე. ასე რომ,
სახელგანთქმული ნახევრად ტკბილი ქართული ღვინოების სამშობლო
საფრანგეთია” 2.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს,
განმარტება იმისა, რომ ლეო ბოკერიას ახალ, ”ამპელოგრაფიულ იდეას” არაფერი
აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან, რის მტკიცების უფლებასაც იძლევა შეუვალი
ავტორიტეტის მქონე, ქართული უნივერსიტეტის მესაძირკვლის, ივანე ჯავახიშვილის
ფუნდამენტური გამოკვლევა - ”საქართველოს ეკონომიური ისტორია”, და კერძოდ,
მის მეორე წიგნში გამოწვლილვით დადგენილი ყურძნის ჯიშის - ”ოჯალეშის”
გენეზისი და ამპელოგრაფიულ-ენოლოგიური თავისებურებანი, უფრო მეტიც, ის,
ფრანგული ჯიში კი არა, უძველესი ქართული (სვანური) წარმომავლობისაა, კერძოდ
კი: ”შონური, ანუ სვანური, რომელიც მთელ სამეგრელოში ოჯალეში-ს სახელით იყო
ცნობილი, ღონიერ ვაზს, მაგრამ ნაკლებმოსავლიან ჯიშს წარმოადგენს.” [ივანე
ჯავახიშვილი. თხზულებანი თორმეტ ტომად; ტომი მეხუთე; საქართველოს
ეკონომიური ისტორია, წიგნი მეორე; მევენახეობა - გვერდი 464; საქართვ.
მეცნ. აკადემია; თსუ; 1986 წ.].
პატივცემული კარდიოქირურგის, ამ გაუფრთხილებელ ”ამპელოგრაფიულ
წიაღსვლას” არც მივაქცევდით ყურადღებას, რომ არა გამორჩეული მნიშვნელობა
საქართველოსათვის ვაზისგან შეკრული წმიდა ნინოს ჯვარისა, მევენახება-
მეღვინეობისა ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში და ქართველის
ცნობიერებაში.
”ოჯალეშის” აღნიშნული ”ფრანგიზაცია” ძალზე წააგავს, წმიდა ილია მართლის
მიერ ”ქვათა ღაღადში” მხილებულ ქეროფე პატკანოვის (ქეროფე პეტროსის ძე
პატკანიანი) ”სამეცნიერო დასკვნებს” საქართველოს შესახებ:
”პროფესორი პატკანოვი, აწ გარდაცვალებული, მთელის თავისის მეცნიერების
ზარბაზნებით მოგვესია და ჰლამის ზურგზე მტვერი აგვადინოს. ჯერ მოგვდგა და თავზე
დაგვაფხრიწა ჩვენი “ქართლის ცხოვრება”. ეს ვახტანგ VI დროს არის შეთითხნილიო
1
საყურადღებოა, რომ ლეო ბოკერია მისთვის უცნობ კულინარიის სფეროზე გულახდილად
აღნიშნავს, რომ ”სამზარეულოს საკითხში გულუბრყვილო დილეტანტი ვარ”-ო, რასაც არ
აცხადებს ქართული ვაზის და ღვინის ჯიშების, ამპელოგრაფია - ენოლოგიაში (მეცნიერებებია
ვაზისა და ღვინის შესახებ) განსწავლულობასთან მიმართებაში.
2
Бокерия: Знаю, что любимым вином товарища Сталина было "Оджалеши". Этот сорт, кстати, вывел
потомок Мюрата, который перебрался в Грузию и женился на княжне Мингрелии Саломе Дадиани,
племяннице Нины Грибоедовой. Так что историческая родина знаменитых полусладких грузинских вин -
Франция. http://www.izvestia.ru/person/article3136671/
და არავითარი ცნობა არ არის, რომ ვახტანგის წინად ”ქართლის ცხოვრება”
ყოფილიყოსო. ერთადერთი წერილი “სომხური ქრონიკა” ჰქვიანო და თუ რამ
მასალაა ქართველების ისტორიისა, იქ თუ იპოვებაო. მართალია, ეს “ქრონიკა”
ქართულიდამ ნათარგმნიაო, მაგრამ დედანი უნდა იყოს შეთხზული, ანუ შედგენილი,
უსწავლელისა და უმეცარის სომხისაგან მეთორმეტე საუკუნეს, როდესაც
ქართველებმა იგრძნეს ისტორიის საჭიროებაო”.[ილია ჭავჭავაძე. ქვათა ღაღადი.
http://www.nplg.gov.ge/frames.php ].
აღნიშნული პატკანოვი გახლავთ შემსრულებელი რუსეთის სპეც-სამსახურების
შეკვეთისა - ე.წ. ”ქართიზაციის” თეორიის ჩამოსაყალიბებლად, რაც იმისათვის
სჭირდებოდათ რუსეთის ყველა ჯურის მესვეურთ, რომ მთელი მსოფლიოსათვის
”დაემტკიცებინათ” - საქართველო არ არსებული სახელმწიფო იყოო და რის
სამხილებლადაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა მიმდინარე წლის 10
ივლისს სპეციალური ბრძანება (76-ე) გამოუშვა საქართველოს საპატრიარქოსადმი და
შექმნა საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი და ენათმეცნიერების
პრობლემური საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიები.

საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე,


ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგი, სტუ-ს სრული პროფესორი,
მამუკა მაცაბერიძე

Das könnte Ihnen auch gefallen