Beruflich Dokumente
Kultur Dokumente
სწავლების პროცესში.
16 თებერვალი, 2016 ნათია ქათამაძე
მთხრობელობა (story-telling)
მთხრობელობა სალაპარაკო უნარის განვითარებასთან ერთად მოსწავლეებში
სოციალური და ემოციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, ზრდის მათ
შემოქმედებითობას, ფანტაზიის უნარს, პროდუქტულობას და თავდაჯერებულობას.
არსებობს მრავალფეროვანი სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს
მთხრობელობის გაუმჯობესებას. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ სასწავლო პროცესში
გამოყენებულ ერთ-ერთ აქტივობას. მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს 4-5 კაციან
ჯგუფებად, აწვდის მათ 3 თემას. მაგ, 1. ჩემი ოცნების არდადეგები (my dream holidays),
ჩემი ოცნების ქალაქი (my dream city), ჩემი საუკეთესო გასული არდადეგები (my best
past vacation). მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ თემას და ამზადებენ
ერთწუთიან საუბარს რუბრიკის მიხედვით (მოსწავლეებს წინასწარ ურიგდებათ
რუბრიკები, რომლებშიც მოცემულია ის კომპონენტები, რაც უნდა გაითვალისწინონ
მათ საუბრის მომზადების პროცესში (კომპონენტები: 1. საუბრის ხანგრძლივობა, 2.
შინაარსი-მრავალფეროვანი ლექსიკური ერთეულების გამოყენება 3. მკაფიო და
გასაგები საუბარი 4.ჟესტიკულაცია და ა.შ) თითოეული ჯგუფი ირჩევს საუკეთესო
თემას და თემის ავტორს უწევს კლასის წინაშე საკუთარი თემის მოყოლა.
პრეზენტატორი ფასდება რუბრიკის მიხედვით.
დისკუსია/დებატები (discussions/debates)
დისკუსია 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებული საგანმანათლებლო მეთოდია,
რომელიც ზეპირმეტყველების განვითარებასთან ერთად ხელს უწყობს მოსწავლეებში
ფიქრის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის და კომუნიკაციური უნარ-
ჩვევების განვითარებას. არსებობს თავისუფალი დისკუსია (free discussion),
რომელშიც მასწავლებლის აქტიურობა მინიმალურია და დამკვირვებლის როლით
შემოიფარგლება და სტრუქტურირებული (structured discussion), რომელშიც
მოსწავლეების როლი და ფუნქციები წინასწარ არის განსაზღვრული, შემუშავებულია
წესები და მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის ფუნქციას. უნდა
გავითვალისწინოთ, რომ სადისკუსიო თემის/კითხვების შერჩევა დიდ სიფრთხილეს
და დაკვირვებას მოითხოვს, ვინაიდან სასაუბრო თემატიკა უნდა განისაზღვრებოდეს
მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით. ქვემოთ
წარმოდგენილი აქტივობა საინტერესო და სახალისოცაა, ვინაიდან ეს აქტივობა
მოითხოვს ფიზიკურ მოძრაობას, რაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას თავი
დააღწიონ მერხებთან ჯდომის მომაბეზრებელ რუტინას.