Sie sind auf Seite 1von 2

დაბადების თარიღი: 28 ნოემბერი, 1872

გარდაცვ. თარიღი: 29 ოქტომბერი, 1949 (76 წლის ასაკში)


დაბადების ადგილი: ალექსანდროპოლი (ახლანდ. გიუმრი), სომხეთი.

ბავშვობა გაატარა ალექსანდროპოლში, ყარსსა და თბილისში. შეისწავლა ქართული ენა.


საქართველოდან სრულიად ახალგაზრდა გაემგზავრა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, ხანგრძლივად
ცხოვრობდა ტიბეტში. გადმოცემით, ტიბეტ-ინგლისის ომის წლებში (XX ს. დასაწყისი) იყო
დალაი-ლამას მრჩეველი. დაეუფლა იოგების მოძღვრებას, ოკულტიზმსა და სპირიტიზმს. 1913
წელს მოსკოვსა და პეტერბურგში შემოიკრიბა მოსწავლეთა და თანამოაზრეთა დიდი ჯგუფი.
სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ესენტუკში, თბილისში, სტამბოლსა და პარიზში. 1919 წელს
თბილისში გახსნა "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი", სადაც ატარებდა საჯარო
ლექციებს თავისი მოძღვრების იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც მაშინ გამოქვეყნებული არ
ჰქონდა. თბილისში დაუახლოვდა ქართველ ინტელიგენციას. 1822 წლიდან გარდაცვალებამდე
ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავდაპირველად პარიზის მახლობლად (ფონტენბლო), ხოლო 1933
წლიდან პარიზში. მისი მოძღვრების თანახმად, ადამიანი არასრულქმნილი იბადება, მისი
ცნობიერება მთვლემარე მდგომარეობაშია, რის გამოც ინსტინქტები სჭარბობს ცნობიერ ქცევებს.
საჭიროა ჩვენი ნამდვილი "მე"-ს აღმოჩენა, არაცნობიერი ქცევის აღკვეთა და ცნობიერების სრული
ამოქმედება. ამ პროცესს იგი ადამიანის ევოლუციას უწოდებს და სულის უკვდავყოფის გზად
სახავს. თვლის, რომ ადამიანი თვითგანვითარებადი სისტემაა, რომლის სრულქმნა შესაძლებელი
და აუცილებელია. მოწაფეები და თაყვანისმცემლები მას უწოდებდნენ "კაცობრიობის სულიერი
კულტურის განმაახლებელს", "დიდ მოგვს", "უდიდეს მოაზროვნეს", რომელიც იღვწოდა
დასავლეთის კულტურის დეკადანსისა და დაღუპვისაგან გადასარჩენად. მისი ცხოვრება და
შემოქმედება ფართოდ აისახა როგორც უცხოელი, ისე ქართველი ავტორების შრომებში. თეოსოფი,
აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ- ანთროპოლოგისტური
მოძღვრების ავტორი, წარმოშობით ბერძენი.

ნიუ-იორკი, 13 მარტი, 1924 წელი თვითდაკვირვება თვითდაკვირვება ძალიან რთულია —


რაც უფრო შეეცდებით ამას, მით უფრო დარწმუნდებით. ახლანდელ დროში თქვენ
გჭირდებათ ამის პრაქტიკა არა შედეგის მისაღებად, არამედ იმის მისახვედრად, რომ თქვენ არ
შეგიძლიათ თვითდაკვირვება! ადრე თქვენ გეგონათ, რომ ხედავთ და იცით საკუთარი თავი.
მე ვსაუბრობ საკუთარი თავის ობიექტურ აღქმაზე. ობიექტურად თქვენ თქვენი თავის
დანახვა არ შეგიძლიათ 1 წუთითაც კი, იმიტომ, რომ ეს სხვა ფუნქციაა, ეს არის
დახელოვნებულის, ოსტატის შესაძლებლობა. თუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ
თვითდაკვირვება 5 წუთი ან 20 წუთი ან 1 წუთი — ესეც ასევე არასწორი ხედვაა. თუ თქვენ
ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება, მაშინ ეს სწორი შეხედულებაა. მიხვიდეთ
ამგვარ შეგნებამდე — აი თქვენი მიზანი! ამ მიზნის მისაღწევად თქვენ უნდა გამოავლინოთ
შეუპოვარი მცდელობა, მონდომება. როცა თქვენ გამოავლენთ მონდომებას, შედეგი არ იქნება
თვითდაკვირვება — ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მაგრამ მცდელობა გაამყარებს
თქვენს ყურადღებას. თქვენ ისწავლით უკეთ კონცენტრირებას — ეს ყველაფერი
გამოგადგებათ მოგვიანებით და შემდეგ თქვენ შეძლებთ გახსოვდეთ საკუთარი თავი. თუ
თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად, თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის დამახსოვრებას,
არა ხშირად, არამედ იშვიათად, იმიტომ, რომ გახსოვდეს საკუთარი თავი მოითხოვს ბევრს, ეს
არც ისე იოლია, ის ძვირად ფასობს. თვითდაკვირვება თქვენთვის საკმარისია რამდენიმე
წელი, ნუ შეეცდებით დაკავდეთ სხვა რამით და თუ თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად,
თქვენ დაინახავთ იმას, რაც გჭირდებათ. თქვენ ახლა გაქვთ მხოლოდ ერთი ყურადღება — ან
სხეულზე, ან გრძნობებზე.

Das könnte Ihnen auch gefallen