Sie sind auf Seite 1von 12

10 .

პარმენიდე: მისი პოემის ძირითადი ფილოსოფიური დებულებები; შემეცნების


ორი გზა; ჭეშმარიტების პრინციპები; არსებობა და აზროვნება; ერთი და სიმრავლე;
უძრაობა და მოძრაობა; არსის „დახასიათება“; შეხედულება

პას: პარმენიდე წარმოიდგენს თავის პოემაში, რომ მას საიდუმლო თვით სამართლის
ქალღმერთმა გაანდო, რომლის წინაშეც ის იდუმალებით მოცული ეტლით წარდგა.
ქალღმერთი ბუნების ორი ასპექტის შესაბამის ორ დოქტრინას წარმოუდგენს
პარმენიდეს: ჭეშმარიტების დოქტრინას რომელიც ბუნების საიდუმლო ასპექტს
შეესაბამება, და მოსაზრების დოქტრინას რომელიც ბუნების ხილულ ასპექტს
შეესაბამება. ამ ორ დოქტრინას ეძღვნება პოემის ორი ნაწილი-ჭეშმარიტების ნაწილი
და მოსაზრების ნაწილი. თავად პარმენიდე უფრო მნიშვნელოვნად ჭეშმარიტების
ნაწილს ანუ დოქტრინას მიიჩნევს.პარმენიდეს მიხედვით ყველაფერი არის ყოფნა, და
ყოფნა არის ყველაფერი.

აქედან: ყოფნა არის და, რადგანაც არის, ერთი და უძრავია, ყოველთვის საკუთარი
თავის მსგავსი, მარადიული, დასრულებული, სრული, სრულყოფილი, როგორც
მრგვალი სფერო. მხოლოდ გონება, ანუ აზრი უნდა იყოს მსაჯული, აზრი კი ყოფნაზე
ფიქრისას იძულებულია, აღიაროს ერთადერთობა და უძრაობა.

12. ძენონი, როგორც ელეატური ფილოსოფიის წარმომადგენელი. მისი მეთოდი,


აპორიები. მიმართება პარმენიდესთან

პას: ძენონმ მიზნად დაისახა ყოფნისა და უძრაობის შესახებ პარმენიდეს დოქტრინის


დაცვა და მრავლობითისა და მოძრაობის მომხრეთა კრიტიკა.

მრავლობითთან დაკავშირებით ძენონი აღნიშნავდა, რომ მრავლობითობის (=


მრავალი საგნის) დაშვების შემთხვევაში სერიოზული ანტინომია, ანუ
წინააღმდეგობა იარსებებდა. ცნობილია მოძრაობის შეუძლებლობის
დასამტკიცებლად ძენონის მიერ მოყვანილი არგუმენტები (სტადიონის, აქილევსისა
და კუს, ისრის მაგალითები).

1)რადგანაც შეუძლებელია, ამოვწუროთ სივრცის (სტადიონის, რაოდენობის)


დაყოფადობის უსასრულობა, შეუძლებელია მოძრაობა ერთი წერტილიდან მეორეში.

2) ფეხმარდი აქილევსი ვერასოდეს დაეწევა კუს, რომელიც მისგან ერთი ნაბიჯის


მანძილზე იმყოფება, რადგანაც აქილევსის ყოველ ნაბიჯს კუს ერთი ნაბიჯი
შეესაბამება და ასე შემდეგ უსასრულოდ.

3) გასროლილი ისარი, რომელიც მოძრავი გვეჩვენება, სინამდვილეში უძრავია.


(მდგომარეობა + მდგომარეობა + მდგომარეობა და ა. შ.) ვერ მოგვცემს მოძრაობას.

13. რა მნიშვნელობა ჰქონდა პარმენიდეს ფილოსოფიას პლატონისთვის?

პლატონი პარმენიდეს მსგავსად განიხილავს წმინდა აბსოლუტურ ერთს, თუ ერთი


არსებობს მაშინ ის შეუძლებელია იყოს სიმრავლე, ე.ი არ შეიძლება ჰქონდეს
ნაწილები,ერთი არ შეიძლება იყოს მთელი,რადგან მთელი ნაწილებს
გულისმობს,ნაწილები კი სიმრავლეს.ერთი კი არ არის სიმრავლე,მას არც დასაწყისი
აქვს,არც შუა და არც ბოლო.
14.„უმცროსი ფიზიკოსები“: ემპედოკლე, ანაქსაგორა. მათი ფილოსოფიების ზოგადი
დახასიათება. რატომ უწოდებდნენ მათ „უმცროს ფიზიკოსებს“? იყვნენ თუ არა ისინი
ჰილოძოისტები? პასიური და აქტიური საწყისები მათთან

ანტიკური ფილოსფიის ისტორიაში უმცროს ფიზიკოსებად მოიხსენიებენ


ემპედოკლეს და ანაქსაგორას. მათთან გრძელდება იონელების მიერ დაწყებული
ბუნების მრავალფეროვნების ახსნა, სუბსტანციის ძიება, მათ მსოფხედველობაში
გამოჩნდა სულიერის მატერიალურიდან ახსნის სირთულეც.ისინი იყვნენ
ჰილოძოისტები.

ემპედოკლეს მიზანი იყო აეხსნა ბუნება, მისი აზრით „არხე“ ანუ პირველსაწყისი არ
შეიძლება იყოს ერთი რადგან ერთიდან მრავლის წარმოშობა შეუძლებელია.
ემპედოკლემ იონელების მიერ შემოტანილ ელემენტებს (წყალი, ჰაერი, ცეცხლი )
დაუმატა მეოთხე - მიწა და საფუძვლიანად დაამუშავა მოძღვრება 4 ელემენტის
შესახებ. რა არის ის ძალა რაც ამ ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს და თიშავს?
ემპედოკლესათვის ასეთი ძალებია სიყვარული და სიძულვილი, როგორც
სუბსტანციური მნიშვნელობის მქონენი.

ანაქსაგორამ ემპედოკლესაგან განსხვავებით პირველსაწყისად სუბსტანციათა


უსასრულო სიმრავლე აიღო, არისტოტელემ მათ „პირველი ნივთიერებანი
უწოდა“ ჰომოიომერები უწოდა, ჰომოიომერები ანაქსაგორამ უსასრულოდ
გაყოფადაად მიიჩნია.

ანაქსაგორამ კანონზომიერად მოწყობილი კოსმოსის მომწესრიგებელ ძალას გონება


უწოდა („ნუსი“) უწოდა, გონება განაგებს ჰომოიომერების წესრიგს, ე.ი. საწყისებს.
ამოძრავებს, აერთებს და ნაერთს შლის, გონება ანაქსაგორასტან მოგვაგონებს
ჰერაკლიტეს ლოგოსს, რადგან ორივენი მსოფლიო წესრიგის სიმბოლოებია.

15. ატომიზმი: დემოკრიტე. მისეული სამყაროს სტრუქტურა. ატომები და


სიცარიელე. მოძრაობის ახსნა. ატომების დახასიათება. ემპედოკლეს „სტიქიების“
(ელემენტების), ანაქსაგორას „თესლების“ („ჰომეომერიების“) და -დემოკრიტეს
„ატომების“ შედარება

---დემოკრიტეს თანახმად ატომები სიცარიელეში მოძრაობენ , ამ ფილოსოფოსმა


საფუძვლიანად დაამუშავა მექანიკური მოძრაობის ცნება, მისი აზრით ატომი
მოძრაობის გარეშე არ არსებობს, მაგრამ მოძრაობა არ არის ატომის შინაგანი თვისება,
იგი გარედან ხდება ანუ ატომი გარედან დაჯახებული ძალით მოძრაობს,
დემოკრიტეს თანახმად მოძრაობა ისევე მარადიულია, როგორც ატომი, მას ამის თქმა
სჭირდებოდა, რათა ატომების ურთიერთდაჯახება აეხსნა.დემოკრიტემ უარყო
„ლოგოსის“ და „ნუსის“ ცნებები, რომელნიც აღნიშნავდნენ მატერიალური
საწყისისგან დამოუკიდებელ კანონზომიერებას, მან ატომთა მექანიკით სცადა ყველა
პროცესის და მოვლენის ახსნა. გამოიყენა მიზეზობრიობის და აუცილებლობის
ცნებები. ატომები აუცილებლობით მოძრაობენ და ამიტომ ბუნებაში ყოველდღე
აუცილებელია.ატომების მოძრაობის გაანალიზებით ახსნაც დემოკრიტემ კოსმოსის
მოწესრიგების ახსნაც, ტავდაპირველად ატომების ქაოტურად მოძრაობენ. ამ
გრიგალისებურ მოძრაობაში მძიმენი ცენტრში რჩებიან, ხოლო მსუბუქნი
პერიფერიაზე განივდებიან. კოსმოსის შექმნის შემდეგ კი უწესრიგო მოძრაობა
წესრიგში ექცევა და ირებს ბრუნვითი, სწორხაზოვანი მოძრაობის სახეს. სამყაროც
სფეროს ფორმისაა. ცენტრში იმყოფება დედამიწა და გარშემო განლაგებულნი არიან
ციური სხეულები.

ემპედოკლეს ოთხი ელემენტი ერთიმეორისადმი საპირისიპირო თვისებების მქონეა,


ამიტომ არის რომ მათ შეუძლიათ ახსნან მრავალფეროვანი მოვლენები. მიწა არის
მაგარი და მძიმე, წყალი მდინარე და გამჭირვალეა, ჰაერი ბნელი და ვიცია, ცეცხლი -
ნათელი და ცხელია, ეს ოთხი ელემენტი ერთმანეთში არ გადადიან ოთხი ელემენტი
თვისობრივადაც უცვლელია და რაოდენობრივადაც, ისინი არც წარმოიშობიან, არც
ისპობიან, მარადიული არიან, მრავალფეროვანი ბუნების ძირი მხოლოდ ეს ოთხი
ელემენტია.

ანაქსაგორამ კანონზომიერად მოწყობილი კოსმოსის მომწესრიგებელ ძალას გონება


უწოდა („ნუსი“) უწოდა, გონება განაგებს ჰომოიომერების წესრიგს, ე.ი. საწყისებს.
ამოძრავებს, აერთებს და ნაერთს შლის.

დემოკრიტეს მოძღვრების გამოსავალს წარმოადგენდა ბუნება ე.ი. მრავალ და მოძრავ


საგანთა არსებობა. მისი აზრით, საჭიროა სიმრავლის, მოძრაობის, თვალხილული
საგნების ახსნა და არა უარყოფა, რასაც ელეეტებთან ქონდა ადგილი.

16.სოფისტები: მათი ცხოვრების, მოღვაწეობის და აზროვნების სტილი და მეთოდი.


ცვლილებები, რომლებიც მათ ფილოსოფიაში შემოიტანეს. ძირითადი
წარმომადგენლები

სოფისტები სიბრძნისა და მჭერმეტყველების მასწავლებლები, ფილოსოფოსები,


რომლებიც მოღვაწეობდნენ საბერძნეთშიძვ. წ. V საუკუნის მეორე ნახევარსა და IV
საუკუნის პირველ ნახევარში. მონათმფლობელური დემოკრატიის განვითარების
პირობებში სოფისტებმა განმანათლებლური როლი შეასრულეს. მათ სიბრძნის
მასწავლებლობა პროფესიად გაიხადეს. სოფისტებმა ფილოსოფოსიური კვლევის
ცენტრში ადამიანი დააყენეს. წარმომადგენლები: პროტაგორა, ჰიპია, გორგია;

17. რა თქვა პროტაგორამ და რით არის მისი ნათქვამი მნიშვნელოვანი?

ფილოსოფიური სკოლების დაუსრულებელი დისკუსიების ფონზე პროტაგორა იმ


დასკვნამდე მივიდა, რომ ყოფნა ის არის, რაც თითოეულს წარმოუდგენია: ყოველი
საგანი ისეთია, როგორადაც მას ი წარმოვიიდგენთ. ამიტომაც ,,ადამიანი ყველა
საგნის საზომია“. პროთაგორამ უკან მოიტოვა ჭეშმარიტება, ტრადიცია, რელიგია, და
მიიჩნია, რომ ნებისმიერი საკითხის შესახებ ორმაგი მსჯელობა შეიძლება: მის
სასარგებლოდ და მის საწინააღმდეგოდ.

18. ოთხი-ხუთი წინადადებით გადმოეცით გორგიას სამი დებულების შინაარსი

1) არაფერი არის (=არაფერი არსებობს).

2) რაიმე რომ არსებობდეს კიდეც, მისი შეცნობა შეუძლებელი იქნებოდა.

3) რაიმე შეცნობადი რომ იყოს კიდეც, შეუძლებელი იქნებოდა სხვათათვის მისი


გადაცემა, როგორც საზოგადო ჭეშმარიტებისა. გორგიას ფილოსოფიაში ,,არა“ და
,,არაფერი“ დომინირებენ, ეს ნულიზმია.

19.რა ძირითად თემებს მოიცავს პლატონის ფილოსოფია? (დაასახელეთ 4-5 თემა)


1. სული; 2.არსი არარსი; 3.სიკეთე 4.ერთი 5.მოძღვრება სათნოებაზე

20. ძირითადად რაში უპირისპირდებოდნენ სოკრატე/პლატონი სოფისტებს?

სოკრატე დაუპირისპირდა სოფისტთა შეხედულებათა სისტემას.იგი თვლიდა რომ


სოფისტური მოძღვრება თავისი შინაარსით,არსებით სიმართლის,სიკეთის
ყოველგვარი სათნოების უარყოფას გულისხმობდა თავის თავში,და როდესაც ეს
იდეოლოგია თავის გავლენის სფეროებს გაიფართოებდა,ათენის საზოგადოება
დიდ განსაცდელში ჩავარდებოდა,ეს კარდინალურად,ძირეულად შეცვლიდა მათ
ზნეობრივ ღირებულებებსა თუ ფასეულობებს.ასე ნელ-ნელა.ეტაპობრივად
ყალიბდებოდა სოკრატეს ფილოსოფიური მრწამსი,და იჩენდა თავს სამოქალაქო
საზოგადოებაში.
21. რა არის სოკრატეს „ირონია“? არცოდნის შეგნება ,,მე ვიცი რომ არ ვიცი’’

22. რა არის სოკრატეს „დემონი“?

ფედრუსის მიხედვით, სოკრატე მას ღვთიურ სიგიჟედ თვლიდა, ანუ სულიერი


ავადმყოფობის ფორმად, რომელიც გვაძლევს პოეზიას, მისტიციზმს, სიყვარულს და
თვით ფილოსოფიასაც. ალტერნატიულად, დემონი შეიძლება განისაზღვროს,
როგორც ინტუიცია; თუმცა ბერძნული სიტყვა აშკარად მიუთითებს სულზე. მოკლედ
კი შეიძლება ასე ითქვას დემონი გახლდათ სოკრატეს სულში არსებული’’ ზნეობრივი
ხმა’’

23. რა არის ის, რასაც პლატონის „იდეები“ („ეიდოსები“, „ფორმები“) ეწოდება?

პლატონმა დაასკვნა, რომ ფიზიკურის გარდა არსებობს რაღაც სხვა სამყარო. ამ სხვა
სამყაროს კი მან იდეების სამყარო უწოდა, სადაც არსებობს მარადიული და
უცვლელი ’ყალიბები’. ამ ’ყალიბებს’ კი იდეები უწოდა.მისი აზრით, საგანთა ყველა
გვარს აქვს თავისი იდეა. მაგალითად, ადამიანს აქვს ადამიანობის იდეა, ცხენს-
ცხენობის და ა.შ. იგი საგანთაგან დამოუკიდებლად, დროსა და სივრცის მიღმა
არსებობს იდეათა სამყაროში. ფიზიკურ სამყაროში არსებული საგნები და ობიექტები
კი ასლებია იდეათა სამყაროში არსებული საგნებისა. იდეათა სამყაროს საგნები
იდეალურია, ხოლო ფიზიკური სამყაროს ობიექტები მხოლოდ მიახლოებით
შეესაბამებიან იდეათა სამყაროში არსებულ ობიექტებს. ისინი ისწრაფიან
სრულყოფილი იდეებისკენ, მაგრამ ვერასოდეს აღწევენ მას.პლატონი იდეას თვლის
მრავალი საგნის საერთო თვისებად. ამ გამაერთიანებელს ის ”იედოსს”
უწოდებს.იდეების სამყაროს წვდომა გონებით შეიძლება. მხოლოდ ეს გვაძლევს
მათზე ჭეშმარიტ ცოდნას. ხოლო ფიზიკური სამყაროს ობიექტებს გრძნობით
ვწვდებით.

24. რას გულისხმობს სიტყვა „მაიევტიკა“ სოკრატე/პლატონის ფილოსოფიასთან


კავშირში?

სოკრატეს/პლატონის ფილოსოფიასთან კავშირში მაიევტიკა გულისხმობს ცოდნის


შობას, დაბადებას, რაც მიიღწევა არცოდნის შეგნებით.
25. რა კავშირია, სოკრატე-პლატონის მიხედვით, ცოდნას, სულსა და გახსნებას
შორის?

ანამნეზიის თეორიის თანახმად იდეათა სამყაროში საგნების იდეებთან ერთად


არსებობს სულიც. სული ხედავს იდეებს და იცის მათ შესახებ. მაგრამ როგორც კი
ადამიანის სხეულში ჩასახლდება ყველაფერი ავიწყდება. შემდეგ კი თანდათან ხდება
მათი გახსენება. არ შეიძლება ცოდნის გარედან შეტანა. ყოველ ნამდვილ ცოდნას
ადამიანი დაბადებამდე ეუფლება.

ამრიგად, პლატონის აზრით ადამიანი დუალური არსებაა. მას აქვს სხეული და


მარადიული სული. სულს კი შეუძლია უჭვრიტოს იდეების სამყაროს.

26. გააკეთებს თუ არა კაცი შეგნებულად ცუდ საქმეს სოკრატე/პლატონის


მიხედვით? (შეძლებისდაგვარად დაასაბუთეთ პასუხი)
არა რადგან სიკეთე სათნოების უმაღლესი ფორმაა და სწორედ მისი სრულყოფისაკენ
უნდა ისწრაფვოდეს ადამიანი.

27. დიალექტიკა პლატონისათვის საგნის ჭეშმარიტი პირველსაწყისების, იდეების


წვდომის უმაღლესი მეთოდია, რომელიც თავისუფალია ჰიპოთეზებისაგან. იგი
აწარმოადგენს ერთგვარ სულიერ ვარჯიშებს, რომელსაც სისტემაში მოყავს სხვა
სწავლებები, აჯამებს და თან აპირისპირებს ერთმანეთთან. იგი წმინდა წყლის
გონების, აზროვნების საქმეა და სწავლების უმაღლესი, დამასრულებელი საფეხური.

28. რას გამოხატავს გამოქვაბულის მითი?

გამოქვაბულის მითი გამოხატავს შემდეგს: ის, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ,


გამოქვაბულის მსგავსია და ცეხლის ალი მასში _ მიმსგავსებულია მზესთან. გარეთ
გამოსვლა და საგნების ყურება არის გონებით საწვდომ, რეფლექსიის სამყაროში
ასვლა, ხოლო მზე ანუ სიკეთის იდეა _ უკანასკნელი საფეხური, რისი წვდომაც
შეიძლება. ამ იდეას უნდა უყურებდეს ყველა, ვისაც კი უნდა მოქმედება, როგორც
პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

29. პასუხი კოსმოსის შექმნაზე (ტიმაიოსში) სურათებშია

30. სურათში სული პლატონთან და არისტოტელესთან

31. რა მიმართებაა პლატონთან „სიკეთის იდეასა“ და დანარჩენს იდეებს შორის?


ავხსნათ გამოქვაბულის მითი მიხედვით : ის, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ,
გამოქვაბულის მსგავსია და ცეხლის ალი მასში _ მიმსგავსებულია მზესთან. გარეთ
გამოსვლა და საგნების ყურება არის გონებით საწვდომ, რეფლექსიის სამყაროში
ასვლა, ხოლო მზე ანუ სიკეთის იდეა _ უკანასკნელი საფეხური, რისი წვდომაც
შეიძლება. ამ იდეას უნდა უყურებდეს ყველა, ვისაც კი უნდა მოქმედება, როგორც
პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

32. ცოდნის რა ძირითად სფეროებს მოიცავს არისტოტელეს ფილოსოფია?

არისტოტელე, მთელს ცოდნას ყოფდა სამ ნაწილად: თეორიულად (ფიზიკა და


მეტაფიზიკა), პრაქტიკულად (ეთიკა და პოლიტიკა) და პოეტიკურად (ხელობები).
33. პლატონის ფილოსოფია ერთი მთლიანობაა, ხოლო არისტოტელეს შემოქმედებაში
გამოიყოფა დამოუკიდებლად არსებული მეცნიერებები

* პლატონი ზოგადს ანიჭებს უპირატესობას, არისტოტელე კი კონკრეტულს

* თუკი პლატონთან იდეები ჰიპოსტაზირებულია, არისტოტელესთან ისინი


კონკრეტული საგნის გარეშე არ არსებობენ

პლატონთან სული უკვდავია, ხოლო არისტოტელესთან სული ხორცთან ერთად


ქრება, კვდება.

34. რა არგუმენტები მოჰყავდათ პლატონს და არისტოტელეს იდეათა თეორიის


წინააღმდეგ? (დაასახელეთ 3-4 არგუმენტი)
იგივე პასუხი რაც 33 კითხვაში

35. რა ძირითადი ნაწილებისგან შედგება პლატონის დიალოგი „პარმენიდე“ ანუ რა


ორი ძირითადი ფილოსოფიური თემა არის მათში განხილული?

სურათშია პასუხი.

36. შემთხვევითია თუ არა, რომ პლატონის დიალოგის „პარმენიდე“ მთავარი


მოქმედი პირები არიან პარმენიდე და ძენონი? პასუხი დაასაბუთეთ

არ არის შემთხვევითი : პლატონი პარმენიდეს მსგავსად განიხილავს წმინდა


აბსოლუტურ ერთს, თუ ერთი არსებობს მაშინ ის შეუძლებელია იყოს სიმრავლე, ე.ი
არ შეიძლება ჰქონდეს ნაწილები,ერთი არ შეიძლება იყოს მთელი,რადგან მთელი
ნაწილებს გულისმობს,ნაწილები კი სიმრავლეს.ერთი კი არ არის სიმრავლე,მას არც
დასაწყისი აქვს,არც შუა და არც ბოლო. ხოლო ძენონმა მიზნად დაისახა ყოფნისა და
უძრაობის შესახებ პარმენიდეს დოქტრინის დაცვა და მრავლობითისა და მოძრაობის
მომხრეთა კრიტიკა.

37. რით განსხვავდება, ძირითადად, სულის შესახებ არისტოტელეს შეხედულება


პლატონისაგან? იგივე პასუხია რაც 30 კითხვაში.

38. არისტოტელეს მიხედვით ღმერთი ფორმათა ფორმაა, ანუ ფორმატა მიზანი და


ენტელეხია. იგი აზროვნების აზროვნებაა და უძრავი მამოძრავებელი. იგი არის
ყოველი ფორმისა და ყოველგვარი სინამდვილის საბოლოო მიზანი, იგი
თავისუფალია მატერიისაგან, მიზნად აქვს თავისი თავი. ღმერთი
არისტოტელესტვის კოსმოსს გარეთაა, მას არ აქვს სიდიდე და განუყოფელია.
ამავდროულად იგი უმაღლესი სიკეთეცაა

39. არისტოტელეს ფორმაში იგულისხმება საგნის ნამდვილობა და არსი, რაც


არსებობს თავის თავში და წარმოადგენს საგნის მიზანს. ხოლო რაც შეეხება მატერიას,
იგი არის საგნის სუბსტრატი, მასალა რისგანაც შედგება საგანი. მატერია არ
განსაზღვრავს საგნის რაობას და არ შედის საგნის ცნებაში. მატერიის ფორმაში
გარდაქმნით და ცვლილებით იქმნება საგანი, ანუ მათი ერთიანობით. სამყაროში
ფორმის არსებობისათვის აუცილებეია მისი კავშირი მატერიასთან.

(ფორმა, ანუ არსი; გვარი; ზოგადი; სუბსტრატი ანუ მატერია)


40. რა არის „შესაძლებლობა“ („დინამის“) და „სინამდვილე“(„ენერგეია“)
არისტოტელეს მიხედვით? რომელია პირველადი? რას ნიშნავს „ენტელეხია“?

არისტოტელესთვის დინამისი(ბერძნულად)/ძალა (ქართულად)/პოტენცია


(ლათინურად)

არის სუსტი და ძლიერი. სუსტი ძალა ისეთ ვითარებას ასახავს,როდესაც რაღაც


შეიძლება ან გამოვლინდეს ან არა. ხოლო ძლიერი პოტენცია ისაა, რომელიცსრულად,
მთელი თავისი ბუნებით ვლინდება. როდესაც საგანთაბუნებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ
ყურადღებას ვაქცევთ მათ ფორმას,მოხაზულობას, გარეგნობას, თუმცა ეს ყველაფერი
საგანში მანამდეც (ე. ი. იქამდე, სანამ შეიძენდა ამ ფორმას) იყო წარმოდგენილი,ანუ,
სანამ მიაღწევდა ამ ფორმას. მაგრამ საგნები მაშინ წარმოჩნდებიან სრულად, როგორც
ნამდვილი საგნები, როცა ისინი `სრულ სამუშაო პროცესში~ არიან. შესაბამისად, ეს
უკვე ის ეტაპია, როდესაც საგანი მთელი თავისი ენერგიით ანუ აქტუალობით
ვლინდება. არისტოტელე ამგვარ გამოვლინებას აღნიშნავსტერმინით `ენერგეია~ და
`ენტელექეია~.ენერგეია ფართოვდება ენტელეხიამდე,

იმიტომ რომ ის ხდის საგანს იმად, რაც ის სინამდვილეშიარის, თავისთავად


ენტელეხეიაც ფართოვდება ენერგეიამდე იმიტომ, რომ ესაა სრულყოფილება ან
დასასრული, რომელიც

მხოლოდ მასშია შესაბამისი აქტივობის დროს.

41. რა არის არისტოტელეს „მეტაფიზიკის“ მთავარი თემები? (დაასახელეთ ორი ან


მეტი თემა)

არისტოტელეს „მეტაფიზიკის“ ძირითადი თემებია შემეცნებისა და ცოდნის


ფორმების და წყაროების დადგენა, მათი ურთიერთმიმართება. იგი განმარტავს
ფილოსოფოსობასა და სიბრძნეს, ახასიათებს ბრძენ ადამიანს. ამასტანავე იგი
საუბრობს უზენაეს მიზეზზე და მიზანზე, ღმერთზე და ასახელებს მას როგორც
სუბსტრატის მამოძრავებელ ძალას. თავის ამგვარ შეხედულებას არიტოტელე
აშუქებს მისი წინამორბედი ფილოსოფოსების მოძღვრებების შუქზე და მიზეზის
უგულვებელყოფის გამო აკრიტიკებს მათ.

42. რაში ჩანს, რომ არისტოტელე პლატონის მოწაფე იყო?


არისტოტელე თავის ნაშრომებში ავითარებდა პლატონის ფილოსოფიის თემებს:
იდეების, სულის უკვდავების, ცოდნის შესახებ. ხშირად უპირისპირდებოდა მას და
ცდილობდა წარმოეჩინა პლატონის ფილოსოფიის ნაკლოვანებები
43. ელინიზმის ეპოქა მოიცავს ალექსანდრე მაკედონელის უზარმაზარი იმპერიის
შექმნიდან მისი უკანასკნელი მემკვიდრე სამეფოს რომის მიერ დაპყრობამდე ძვ. წ. 30
წელს. ამ დროის ძირითადი ფილოსოფიური სკოლებია ეპიკურეიზმი, სტოიციზმი
და სკეპტიციზმი ხოლო ძირიტადი წარმომადგენლები ეპიკურე, ძენონ კიტიონელი,
პირონ ელიდელი, ასევე პოსეიდონიოსი, ენესიდემე, კარნეადე,

44. ხუთი-შვიდი წინადადებით დაახასიათეთ ელინიზმის ხანის ფილოსოფიური


სკოლების თავისებურებები. რა იყო მათ შორის საერთო და რა – განსხვავებული?
(განხილულია ქვევით კითხვებში)
45. სტოელთა ფილოსოფია შდგება სამი ნაწილისაგან - ძველი ბერძნული, შუა და
ახალი, ანუ რომაული. სტოიციზმის ძირითადი წარმომადგენლები არიან მისი
დამფუძნებელი ძენონ კიტიონელი, პოსეიდონიოს აპამეელი, ლუციუს ანეუს სენეკა,
მარკუს ავრელიუსი. სტოიციზმის მოძღვრების ძირითადი არსი ინდივიდუალურ
მოთხოვნილებათა სრული დაძლევით პიროვნული თავისუფლების მოპოვება ამ
სამყაროში, რომელიც ბედისწერის კანონით იმართება. მათი მოძღვრების მიზანი იყო
მზადება სიკვდილისათვის (ისინი მზადყოფნის შემთხვევაში თავსაც იკლავდნენ),
რათა შემდგომ შერწყმოდნენ მსოფლიო სულს და ამით განეცადათ უზენაესი
ნეტარება. მათი მოძღვრების ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო ეთიკა იყო, რომლის
დევიზიც იყო „იცხოვრე ბუნების შესაბამისად“, რაშიც კოსმიური ჰარმონია და
წესრიგი იგულისხმებოდა და არა ამქვეყნიური. მათი მოძღვრების განუყოფელი
ნაწილი იყო ასევე ლოგიკა და ფიზიკა, რომელიც ეთიკისაგან განსხვავებით
რადიკალურ ცვლილებებსაც კი განიცდიდა დროთა განმავლობაში, რის გამოც მათ
ხშირად ეკლიქტიზმშიც ამხელდნენ. სტოიკოსებს ბრძენ ადამიანად მიაჩნდათ ის
ვინც იმორჩილებდა სხეულებრივ მოთხოვნილებებს, აღწევდა სრულ პიროვნულ
თავისუფლებას და თვითკმარობას და რომელიც სწვდებოდა რა ღვთაებრივ განგებას,
მორჩილად მიჰყვებოდა მას.

46. ეპიკურეიზმი ქრონოლოგიურად მიეკუთვნება ელინიზმის პერიოდს. მას


საფუძველს უყრის ეპიკურე, რომელიც თავის მოძღვრებას ქმნის უპირველეს
ყოვლისა დემოკრიტეს მატერიალიზმზე, შემდგომ კი არისტიპეს ჰედონიზმზე და
ცინიკოსთა მოძღვრებას სხეულებრივ მოთხვონილებათა შეზღუდვაზე.
ეპიკურეიზმის ძირითადი მიზანია ინდივიდუალობის სრული შენარჩუნებით და
თავისუფლებით ამქვეყნიური ეთიკური ცხოვრების დაფუძნება. მისთვის ბრძენი
არის ადამიანი რომელსაც შეუძლია ბედნიერი იყოს სიღარიბეშიც, რომელსაც
დაუმორჩილებს სხეულს, რომელსაც შეუძლია მეგობრების გარემოცვაში იზრუნოს
ამქვეყნიურ სიამოვნებაზე სახელმწიფოს გარეშეც. იგი უარყოფდა ყოველგვარ
მიღმიერ სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას, ვინაიდან დემოკრიტეს მსგავსად სულს
ატომების ჯამად აღიქვამდა და საერთოდაც სიკვდილს არარად ცნობდა, რომლის
შიშიც ადამიანს არ უნდა ჰქონოდა. მისთვის ერტადერთი ღირებული ამქვეყნიური
ცხოვრება იყო და მისით სიამოვნების მიღება, თუმცაღა ზომიერებით. მისი
მოძღვრება მოიცავს სამ ძირიტად სფეროს - ლოგიკა, ფიზიკა და ეთიკა. მას უმაღლეს
მწვერვალზე აყავდა ინდივიდუალობა და თავისუფლება, ამიტომაც უშვებდა
შემთხვევითობას, განზრახულობას და გამორიცხავდა აბსოლუტურ აუცილებლობას
ატომების დონეზეც კი. ეპიკურეიზმი წარმოადგენდა მოძღვრებას რომელიც თითქმის
არ შეცვლილა ეპიკურეს სიკვდილის შემდგომ. მათი სწავლება არერთგზის გახდარა
კრიტიკისა და ლანძღვის საგანიც როგორც უკიდურესი მატერიალიზმის, ათეიზმისა
და ჰედონიზმის მოძღვრება.

ეპიკურე თანამიმდევარი ატომისტია ფიზიკაშიც (ბუნების ახსნაში) და შემეცების


თეორიაშიც. იგი შემეცნების სენსუალისტური (გრძობადი წარმოშისბის
საფუძველზე) ახსნას იძლევა, მთელ შემეცნება შეგრძნებებიდან მოდის და ამა
საფუძლველზე ყალიბდება ჭეშმარიტი ცოდა. შეგრძნებები არ ცდებიან, შეცდომა
მსჯელობაში ხდება, რადგან შეგრძნებებში უშუალოდ მოცემულს ემატება სხვა რაღაც
და ამ დამატების დროსაა შესაძლებელი შეცდომა. შეგრძნებებით შემოჭრილი
ეიდოლები მაგრდება ჩვენს აზროვნებაში და როცა მისი კერძოობითი ნიშნები
წაიშლება, რჩება აზრი ზოგადის შესახებ (ცნება).

47. სკეპტიციზმი ელინისტურ ეპოქაში სტოიციზმისა და ეპიკურეიზმის გვერდით


ჩამოყალიბდა. მისი სახელი „სკეპსისი“ ბერძნულად აწონ-დაწონვას, განსჯას
დაეჭვებას ნიშნავს. სწორედ ამიტომაც მიიჩნევდნენ ისინი რომ სკეპტიციზმი
ფილოსოფიის გაჩენასთან ერტად გაჩნდა. მოძღვრების ძირითად პრინციპს
წარმოადგენდა მათი რწმენა ობიექტური შემეცენების მიღწევის შეუძლებლობის
შესახებ. მათი აზრით ადამიანი ვერც ვერასოდეს გადალახავს დაეჭვების და
დაფიქრების საფეხურს. ამგვარ შეხედულებას ამყარებდა კანონი, რომლის
თანახმადაც ერთსა და იმავე საგანზე არ შეიძლებოდა ურთიერთგამომრიცხავი
მსჯელობის მართებულობის დაშვება. ფაქტი კი ის იყო რომ ეს სწორედაც ასე
ხდებოდა, ხოლო თუ რომელი მათგანი იყო სწორი, ამის გადაწყვეტისაგან თავის
შეკავება (ეპოქე) იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. სკეპტიკოსები იჩენდნენ სრულ
ატარაქსიას (აუღელვებლობა) და აპათიას (ვნებების, აფექტების დაძლევას) ვინაიდან
ყველაფერი იმდენად რელატიურია აღქმის, ინდივიდუალობის, გარემოს, დროის,
სივრცის და ა.შ. მიხედვით რომ ერთი ინდივიდის ერთი გრძნობის ორგანოს
დონეზეცკი შეუძლებელია ზოგადი დასკვნის გაკეთება.

სკეპტიციზმის დამაარსებლად მოიაზრება პირონ ელადელი, რომელიც სანიმუშო


მოქალაქეობისთვის ელადის მთავარ ქურუმადაც დაინიშნა. იგი არაფერს წერდა და
მისი მოძღვრება მისი მოწაფეებიდან გადმოგვეცა. მისი მოძღვრების თანახმად
ადამიანსშეიძლება აინტერესებდეს მხოლოდ სამი რამ: 1) როგორია საგანთა
თვისებები; 2) როგორ დამოკიდებულებაში უნდა ვიყოთ მათ მიმართ; 3) რა
სარგებელს გვაძლევს ეს დამოკიდებულება.

სკეპტიციზმის სხვა მთავარ წარმომადგენლებად გვევლინებიან კარნეადე და


ენესიდემე. კარნეადეს სახელი უკავშირდება ე.გ. „იზოსთენიის“ პრინციპს, რომლის
ტანახმადაც ნებისმიერ მსჯელობას შეიძლება დავუპირისპირთ აბსოლუტურად
ტოლძალოვანი მშჯელობა. რაც შეეხება ენესიდემეს, იგი მოიაზრება ტროპების
ავტორად, რაც სკეპტიციზმის პოზიციების გასამყარებელ არგუმენტებს წარმოადგენს.

48. სოკრატემდელი და პლატონის დროინდელი ფილოსოფიის რომელ


წარმომადგენლებთან ხედავთ ელინიზმის ხანის ფილოსოფიურ მიმდინარეობათა
კავშირს? პასუხი დაასაბუთეთ

49. აპატია-სტოიციზმის ერთ-ერთი ძირითადი ცნება - ყველა ვნებისაგან სხეულის


სრული განთავისუფლების მოთხოვნა, ყველაფრისადმი გულგრილობა,
უინტერესობა, უხალისობა;

ატარაქსია- სულის აღუშფოთველობა, სულიერი სიმშვიდე; ძვ. ბერძენი


ფილოსოფოსის დემოკრიტეს (დაახლ. 460-370 წწ. ძვ. წელთაღრ.) აზრით, ა.
ცხოვრების უმაღლესი სიკეთეა, რომელიც მხოლოდ ბრძენთა ხვედრია; ა.-ის იდეა
უკიდურესობამდე განავითარეს სკეპტიკოსებმა.

50. 50. ანტიკური ნეოპლატონიზმის ძირიტადი მიზანი იყო მონისტურად


ინტერპრეტირებული პლატონის საფუძველზე შეექმნათ მტელი საკაცობრიო
მოძღვრებების ერთიანი სისტემა. ეს მიიღწეოდა პლატონისეული სიკეთის იდეის,
როგორც აბსოლუტურის ერთის იდეათა სამყაროდან გამიჯვნისა და მისი
მისტიკური, ექსტაზური წვდომის შესაძლებლობით. აღმოსავლური მოძღვრებების
გავლენით უარი იტქვა რაციონალურისა და კონკრეტულის პრიმატზე.
ნეოპლატონიზმისათვის ფუნდამენტურია ემანაციის პრინციპი - იგი წარმოადგენს
სამყაროს წრიულობის განუყოფელ ნაწილს - ყველაფრის საწყისია აბსოლუტური
ერთი, ყველაფერი მისი ემანაციაა, გადმოღვრაა, ხოლო სული ექსტაზური
მდგომარეობით მისტიურად ჩასწვდება რა თავის თავს იგი უბრუნდება აბსოლუტურ
ერთს. ამ წრიულობიტვე უარყოფენ ნეოპლატონიკოსები ბოროტების
სუბსტანციურობას და მას მხოლოდ ემანაციის ნაკლები ხარისხით ან ქრობით
გამოწვეულად მიიჩნევენ. ნეოპლატონიკოსები(პლოტინი) სამყაროს წარმოიდგენენ
დიდი ტრიადის სახით - ღვტაებრივი ერთი, გონი, და მსოფლიო სული. ეს
უკანასკნელი კი ქმნის ბუნებას.

ანტიკური ნეოპლატონიზმის დამფუძნებლად მოიაზრება ამონიუს საკასი, რომელიც


ალექსანდრიაში ასწავლიდა III საუკუნის 30-იან წლებში. იგი გრძელდება VI
საუკუნის 30-იან წლებამდე, როდესაც ანტიკური ფილოსოფია საბოლოოდ
მარცხდება ქრისტიანობასთან და უქმდება პლატონის აკადემია იმპერატორ
იუსტინიანეს ბრძანებით 529 წლს, ხოლო ფილოსოფიის სწავლება იკრძალება. მისი
ძირიტადი წარმომადგენლები იყვნენ პლოტინი და პორფირე ალექსანდრიული
სკოლიდან, იამბლიქოსი სირიული სკოლიდან, ბოეციუსი ლათინური სკოლიდან,
პლუტარქე და პროკლე დიადოხოსი ათენური სკოლიდან და სხვა.

51. რაში გამოიხატება ნეოპლატონური ფილოსოფიის მონიზმი?

ნეოპლატონიზმი იდეალისტური მონიზმის სახეობაა. იგი აცხადებს რომ სამყარო


იმართება მარადიულობით, სრულყოფილებით. ამ სრულყოფილებიდან გამოირჩევა
გონება (წმინდა ინტელექტი), საიდანაც წარმოშობილია მსოფლიო სული და
საკუთრივ საიდანაც წარმოშობილნი არიან მცირე სულები. მსოფლიო სული
წარმოდგენილია, როგორც გონება, ხოლო გონება სრულყოფილების გამოსახულებაა;
ორივე, გონება და მსოფლიო სული სრულყოფილებასთან ერთად თანაარსებობენ.
მსოფლიო სული არის ის შუამავალი, რომელიც გონებასა და მატერიალურ სამყაროს
შორის არსებობს და იცავს გონების ინტეგრიალურობას და წარმოდგენილ
სრულყოფილებას, რათა არ გახდეს მგრძნობიარე და გარყვნილი. მცირე სულებიც
იმავე საქმეს ემსახურებიან.

52. რა აკავშირებს „ნეოპლატონიზმს“ როგორც ფილოსოფიურ მიმდინარეობას


პლატონთან?
პლატონის ფილოსოფიიდან ნეოპლატონიზსმი შევიდა სიკეთის, როგორც
პირველმიზეზის იდეა.ნეოპლატონიზმი წარმოადგენს, პლატონის ფილოსოფიის
წინააღმდეგობრივი ელემენტების სისტემატიზაციას, ავითარებს პლატონის
ფილოსოფიას სულის, არსის, არარსის, ერთის, სიკეთის შესახებ თვალსაზრისში.

53. სამი-ხუთი წინადადებით გადმოეცით ნეოპლატონური ონტოლოგიური


იერარქია. რით არის მნიშვნელოვანი ანტიკური ნეოპლატონიზმი ქართული
ფილოსოფიური აზრისთვის?

პასუხი სურათშია
54. პლატონის ფედონის მთავარი თემა სულის უკვდავებაა. ამ დიალოგში პლატონი
ახასიათებს სულს როგორც მარტივს და შეუდგენელს, რომელიც ემორჩილება
გარკვეულ კანონზომიერებებს და სათნოებისა და ბიწიერების მიხდვით განიცდის
შემდგომ განსხეულებას. მეტემფსიქოზის თეორიის გარდა პლატონი დიალოგში
ხაზგასმით აღნიშნავს სხეულებრივი სიცოცხლის ნაკლოვანებას და სიმცირეს
სულიერთან შედარებით, რასაც სოკრატე დიალოგის ბოლოს ჩვეული ირონიით
გამოხატავს სიტყვებით - მამალი შესწირეთ ასკლეპიოსს. ამასთანავე პლატონი
ედონში იძლევა სულის სიკვდილისშემდგომი მდგომარეობის აღწერას, ანუ ეხება
ესქატოლოგიის საკითხებსაც.

ნადიმის მთავარი თემა „ეროსის“ როგორც ღვთაებრივი სიყვარულისა და სწრაფვის


გამოხატულების აღწერაა. ამასთანავე პლატონი იძლევა მშვენიერების განმარტებასაც
და დიოტიმას პირით საუბრობს მშვენიერების სულიერი განცდის სამ იერარქიულ
საფეხურზე, რომლის გვირგვინიც თავად იდეის ჭვრეტაა. პლატონის მიხედვით
ეროსი ის მშვენიერებაა რომელიც უმაღლესი სიკეთის დარია, იგი ერთგვარად სულის
თვალი და ზეციურისკენ სწრაფვაა.

55. პლატონის სახელმწიფოს მეექვსე და მეშვიდე თავების ძირიტადი ტემებია


ფილოსოფოსის არსის და ბუნების განსაზღვრა, მისი თვისებების გამოყოფა და მისი
არსებული და სასურველი როლი სახელმწიფოში. გპლატონი საუბრობს ასევე
ფსევდო-ფილოსოფოსობაზე და იკვლევს ფილოსოფიის გადაგვარების მიზეზებს.
ამავე წიგნებში პლატონი საუბრობს სიკეთის იდეაზე, როგორც უზენაეს იდეაზე
რომლისგანაც არსებობს და საზრდოობს ყველა სვა დანარჩენი იდეა. ამავე წიგნებში
ვხვდებით პლატონის ცნობილ ხაზის ანალოგიას, რისი მეშვეობიტაც იგი ხსნის
ეპისტემოლოგიის საკითხებს, შემეცნების საფეხურებს.

მეშვიდე წიგნში პლატონი ხატავს ცნობილ გამოქვაბულის მითს, რაც სიმბოლურად


გამოხატავს იდეატა სამყაროს აღმატებულობას ლანდების და აჩრდილების
მატერიალურ სამყაროსთან შედარებით. იგი ასევე ვრცელ განხილვას უთმობს მეფე
ფილოსოფოსთა აღზრდის მეთოდებს, სწავლებებს, და მათ შორის განსაკუთრებით
გამოყოფს დიალექტიკას, როგორც საგანთა არსის წვდომის ერთადერთ ჭეშმარიტ
საშუალებას და გზას.

56. ხუთი-შვიდი წინადადებით გადმოეცით კოსმოსის შესახებ პლატონის


ფილოსოფიური მითის შინაარსი 57. რა მიმართებაა „ტიმაიოსში“ პარადიგმას,
დემიურგსა და ფიზიკურ კოსმოსს შორს?
29 კითხვა არის ამათი პასუხი (სურათშია ეს კითხვა)

58. ხუთი-შვიდი წინადადებით გადმოეცით პლატონის „პარმენიდეს“ ძირითადი


საკითხები
წმინდა აბსოლუტურ ერთს, სიმრავლე, მათი მიმართება. თუ ერთი არსებობს მაშინ ის
შეუძლებელია იყოს სიმრავლე, ე.ი არ შეიძლება ჰქონდეს ნაწილები,ერთი არ
შეიძლება იყოს მთელი,რადგან მთელი ნაწილებს გულისმობს,ნაწილები კი
სიმრავლეს.ერთი კი არ არის სიმრავლე,მას არც დასაწყისი აქვს,არც შუა და არც
ბოლო.

59. რამდენი ნაწილისგან შედგება პლატონის „პარმენიდე“? სამი-ხუთი წინადადებით


გადმოეცით მათი შინაარსი
პარმენიდე (ბერძ. Παρμενίδης) — პლატონის ერთ-ერთი დიალოგი. პარმენიდე
აღწერს ელეტიკური სკოლის ორი დიდი
ფილოსოფოსის, პარმენიდესა და ძენონის და ახალგაზრდა სოკრატეს დიალოგს.
შეხვედრის მიზეზი ძენონის მიერ პარმენიდესეული მონიზმის
დაცვაა პლურალისტებისგან.
წმინდა აბსოლუტურ ერთს, სიმრავლე, მათი მიმართება. თუ ერთი არსებობს მაშინ ის
შეუძლებელია იყოს სიმრავლე, ე.ი არ შეიძლება ჰქონდეს ნაწილები,ერთი არ
შეიძლება იყოს მთელი,რადგან მთელი ნაწილებს გულისმობს,ნაწილები კი
სიმრავლეს.ერთი კი არ არის სიმრავლე,მას არც დასაწყისი აქვს,არც შუა და არც
ბოლო.

60. სოკრატეს აპოლოგია მთლიანად ეთმობა სოკრატეს სასამართლო პროცესს, სადაც


ნათლად იკვეთება იმ დროინდელი საბერძნეთის სოციალურ, პოლიტიკური და
კულტურული ყოფა. სოკრატე სასამართლოს წინაშე თავს იმართლებს მისთვის
წაყენებული 2 ბრალდების - ახალგაზრდობის გარყვნის და ღმერთების უარყოფის
გამო. აპოლოგიაში კარგად იკვეთება სოკრატესეული ეთიკის პრინციპები,
განიმარტება დემონის ცნება. ამასთანავე სოკრატე განმარტავს მისი სიბრძნის
მიზეზებს (ის მაინც იცის რომ არაფერი არ იცის) და აყენებს ზოგადის
აუცილებლობას შემეცნების და აზროვნების პროცესში.

61. არისტოტელეს „მეტაფიზიკის“ პირველი სამი თავის შინაარს წარმოადგენს


შემეცნებისა და ცოდნის ფორმების და წყაროების დადგენა, მათი
ურთიერთმიმართება. იგი განმარტავს ფილოსოფოსობასა და სიბრძნეს, ახასიათებს
ბრძენ ადამიანს. ამასტანავე იგი საუბრობს უზენაეს მიზეზზე და მიზანზე, ღმერთზე
და ასახელებს მას როგორც სუბსტრატის მამოძრავებელ ძალას. თავის ამგვარ
შეხედულებას არიტოტელე აშუქებს მისი წინამორბედი ფილოსოფოსების
მოძღვრებების შუქზე და მიზეზის უგულვებელყოფის გამო აკრიტიკებს მათ.

Das könnte Ihnen auch gefallen