Sie sind auf Seite 1von 2

არაცივილური საზოგადოება

ავტორი: გიგა ზედანია

22-03-2010, 11:42
2003 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების და-
სუსტება აღიარებული ფაქტია. მაგრამ თუ თავდაპირველად ამ ფაქტს მარტივი ახსნა მოეძებ-
ნა - “ტვინების გადინება” არასამთავრობო ორგანიზაციებიდან პოლიტიკურ სფეროსა და სა-
ჯარო სამსახურში, დღეს მისი განსხვავებული ინტერპრეტაციაა გავრცელებული. გაჩნდა ეჭ-
ვი - იყო თუ არა ეს საერთოდ დასუსტება? ხომ არ იყო ეს ოპტიკური ილუზია, რომლის ასახ-
სნელადაც, რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერების ფაქტის გათვა-
ლისწინებაა საჭირო? და, აი, დღეს „ექსპერტების” უმეტესობა თანხმდება - სამოქალაქო საზო-
გადოება საქართველოში არც არასოდეს ყოფილა ძლიერი. რატომ? მთავარი მიზეზები: 1. არა-
სამთავრობო ორგანიზაციები პოსტსაბჭოთა საქართველოში არაა აგებული მოხალისეობის
პრინციპზე; ამ სფეროში მომუშავე ადამიანების უდიდესი ნაწილი აქ სტაბილურ ხელფასზე
მუშაობს და არა საერთო ინტერესებისა და ღირებულებების საფუძველზე; ამიტომ ჩართული
და ანგაჟირებული ადამიანების რიცხვი ძალზე მცირეა; 2. არასამთავრობო ორგანიზაციების
არსებობა პოსტსაბჭოთა საქართველოში თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული ქვეყნის გა-
რედან წამოსულ დაფინანსებაზე, ამიტომ ისინი არ აღიქმება, როგორც ორგანული პასუხი
ქვეყნის შინაგან პრობლემებზე. კონკრეტულად ეს შემდეგს ნიშნავს - რომელიმე დონორი ორ-
განიზაცია გამოაცხადებს კონკურსს, რომლის მიზანიცაა, ვთქვათ, ინკლუზიური განათლების
ხელშეწყობა. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქამდე მასმედიის განვითარებით იყო
დაკავებული, ამ კონკურსისთვის გადაუხვევს პროფილს და შეიტანს განაცხადს. გრანტის
ამოწურვის შემდეგ იგივე ორგანიზაცია უკვე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციით ან სა-
ბიუჯეტო გამჭვირვალობით დაინტერესდება - მოკლედ, ნებისმიერი საკითხით, რაზეც არსე-
ბობს დონორების კონიუნქტურა. ეს ვითარება სისუსტეზე მიანიშნებს. სამოქალაქო საზოგა-
დოება, წესით, სხვა რაღაცას უნდა ნიშნავდეს - სოციალური ურთიერთობების ერთობლიო-
ბას, რომლებიც არც ოჯახის სფეროს მიეკუთვნება, არც ბიზნესის და არც სახელმწიფოსი. ესაა
სოციალური ცხოვრების თვითორგანიზაცია. სამოქალაქო საზოგადოების მიზნები მისი წევ-
რების ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს; ის თვითკმარი უნდა იყოს, სულ მცირე, ნა-
წილობრივ მაინც. ქვეყანაში “ენ-ჯი-ო ცივილიზაციის” ამ სისუსტის გაცნობიერების შემდეგ
უცბად გაჩნდა პარადოქსული და ინტელექტუალებისთვის მიმზიდველი იდეა - იქნებ არას-
წორ ადგილას ვეძებთ? იქნებ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენს ცხვირწინ გაჩნდა, ოღონდ ჩვენ
ამას ვერ ვამჩნევთ? და აი, პირველი ალტერნატიული კანდიდატიც - მართლმადიდებელ მშო-
ბელთა კავშირი. ეს უდავოდ ქვემოდან შექმნილი ორგანიზაციაა. ის არაა დამოკიდებული სა-
ერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პრიორიტეტებზე და მასში გაერთიანებული ადამია-
ნები სწორედ ღირებულებებისა და ინტერესების საფუძველზე შეიყარნენ ერთად. ცხადია, მმკ
ანტილიბერალური და ანტიდემოკრატიული ორგანიზაციაა: ის მოითხოვს ინდივიდის თავი-
სუფლების შეზღუდვას და მთავარ ღირებულებად უპირობო მორჩილების აღიარებას. მაგრამ
მერე რა? - იკითხავს პარადოქსების მოყვარე ინტელექტუალი. როგორი მოქალაქეებიც გყავს,
ისეთი სამოქალაქო საზოგადოება გექნება. თითქოს მართლაც ასეა. ოღონდ მხოლოდ თით-
ქოს. რითი დაგვამახსოვრა თავი მმკ-მ? პირადად მე სამი რამ მახსენდება: ამ ორგანიზაციის
წარმომადგენლები ითხოვდნენ გადაცემა “კედლის” დახურვას საზოგადოებრივ მაუწყებელ-
ზე; დაარბიეს ჰელოუინის წვეულება 2008 წელს; ითხოვენ გადაცემა “ღამე შორენასთან ერ-
თად” მოხსნას “იმედის” ეთერიდან. ამ სამი მაგალითიდან ჩანს, თუ რაზეა ამ ორგანიზაციის
მთავარი აქტივობები მიმართული - სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების გაქრობა-განადგურება-
ზე. ესაა ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ საკუთარი ღირებულებების არსებობის უფლებას
აღიარებს და ყოველი ალტერნატივის დამცირება-განადგურებას ცდილობს, მათ შორის, თუ
შესაძლებლობა არსებობს, ძალის გამოყენებითაც. მოკლედ, ესაა არასამთავრობო ორგანიზა-
ცია, რომელსაც სურს, რომ ერთადერთი გახდეს და მოიცვას როგორც არასამთავრობო, ისე
სამთავრობო სექტორები მთლიანად. სწორედ აქაა მთავარი პრობლემა: სამოქალაქო საზოგა-
დოება აუცილებლობით პლურალურია. რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს რომელიმე ჯგუ-
ფის წევრების სუბიექტური დარწმუნებულობა საკუთარი ღირებულებების სისწორეში, ამ
რწმენას აუცილებლობით უნდა ახლდეს თან იმის დაშვება, რომ არსებობენ სხვებიც, რომ-
ლებსაც ცხოვრების და საკუთარი ღირებულებების წარმოჩენის არანაკლები უფლება აქვთ.
არა, ეს არაა მხოლოდ პლურალიზმის ფაქტთან შეგუება (“სხვები არსებობენ და ხომ არ დავ-
ხოცავთ?!”). ეს ბევრად უფრო მეტია - ესაა საკუთარი ცნობიერების ნაწილად პლურალიზმის
პრინციპის გადაქცევა. სამოქალაქო საზოგადოების წევრთა ცნობიერება აერთიანებს საკუთა-
რი სისწორის განცდას სხვა, ხშირად საპირისპირო შეხედულებებისა და ღირებულებების ლე-
გიტიმურობის აღიარებასთან. როდესაც არ ვაღიარებთ პლურალობას, სამოქალაქო საზოგა-
დოებაზე საუბარიც ზედმეტია. დავასკვნათ: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი სამოქა-
ლაქო საზოგადოების ნაწილი არაა, მაგრამ რა დავარქვათ იმას, რისი ნაწილიც ის არის? ტერ-
მინი “სამოქალაქო საზოგადოება” არაა მხოლოდ ობიექტური, აღწერითი ტერმინი. მას ნორმა-
ტიული, შეფასებითი კომპონენტიც აქვს. მასში დღემდე ისმის “კარგისა” და “დადებითის”
ობერტონები. სხვადასხვა შეხედულებათა და ღირებულებათა მშვიდობიანი თანაარსებობის
პრინციპი აქ განმსაზღვრელ როლს ასრულებს. სამოქალაქო საზოგადოება ცივილური საზო-
გადოებაა (civil society). თუ ტერმინის ამ შეფასებით განზომილებას გავითვალისწინებთ, მა-
შინ მმკ-ს ტიპის ორგანიზაციების ერთობლიობას არაცივილური საზოგადოება შეიძლება და-
ვარქვათ. ცნობილია, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს ქვეყანაში რო-
გორც პოლიტიკური სისტემის ეფექტიანობას, ისე ეკონომიკური განვითარების პროცესს.
ვთქვათ ასე: ესაა პლუსი. ისიც ცნობილია, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არარსე-
ბობა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პროცესებს ანელებს და ართულებს. პი-
რობითად ამას ნული შეგვიძლია ვუწოდოთ. რასაც ნაკლებად ვაცნობიერებთ ხოლმე, შემდე-
გია: ძლიერი არაცივილური საზოგადოება აქტიურად ანგრევს ქვეყანაში როგორც სახელმწი-
ფო ინსტიტუტებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას. აქ კი საქმე მინუსთან გვაქვს. როგორ ფიქ-
რობთ, დღეს საქართველო რამხელა მინუსშია?

Das könnte Ihnen auch gefallen