Sie sind auf Seite 1von 13

1.

დაახასიათეთ სმიტისა და რიკარდოს თეორიები


შოტლანდიელმა ეკონომისტმა ადამ სმითმა (1723–90). თავის ნაშრომში ,,
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“.
გააკრიტიკა მერკანტილისტური თეორია და განაცხადა, რომ ქვეყნის
რეალური სიმდიდრე შედგება წარმოებული საქონლისა და
მომსახურებისაგან. მან დაამუშავა აბსოლიტური უპირატესობის თეორია,
რომლის მიხედვით ცალკეულ ქვეყანას ბუნებრივი (უმეტესად,
კლიმატური) ფაქტორების გამო კონკრეტული საქონლის მცირე
დანახარჯებით წარმოება შეუძლია. ამ ფაქტორებში უპირატესობა
განსაზღვრავს ამა თუ იმ პროფილის წარმოებას, მათ შორის, საქონლის
უცხოეთში გატანას. დიდი შოტლანდიელი მოაზროვნე თვლიდა, რომ
ადამიანებმა არ უნდა შეიძინონ სამამულო წარმოების საქონელი,თუ მათ
უფრო დაბალ ფასებში საზღვარგარეთ ანალოგიური საქონლის ყიდვა
ძალუძთ. ამით, მან დაამტკიცა, რომ თუ ვაჭრობა არ შეიზღუდება,
ყოველი ქვეყანა შეეცდება იმ საქონლის წარმოებას, რომელიც
კონკრეტული უპირატესობით იქნება განპირობებული. ა. სმითის
თეორიით დასტურდება, რომ დიდი ეკონომიკური პოტენციის ანუ
მრავალფეროვანი კლიმატური პირობებისა და მდიდარი ბუნებრივი
რესურსების მქონე ქვეყნები რიგ უპირატესობებს ფლობენ.
კერძოდ:
• მცირე რაოდენობით საწარმოო დანიშნულების პროდუქციას
ყიდიან და სამომხმარებლო პროდუქციას ყიდულობენ;
• რესურსების ფართო ნაირსახეობას განკარგავენ;
• საგარეო ვაჭრობაში დიდ სატრანსპორტო დანახარჯებს
ახორციელებენ(საკუთარი სიდიდის გამო);
• მსხვილსერიულ წარმოებას აფუძნებენ და სხვ.
დეივიდ რიკარდომ (1772– 1823). თავის ნაშრომში ,,პოლიტიკური
ეკონომია და დაბეგვრის საფუძვლები“, დაამუშავა შედარებითი
უპირატესობის თეორია.
დ. რიკარდო ა. სმითის მსოფლმხვედელობას ეთანხმებოდა, მაგრამ
კერძო შემთხვევად მიიჩნევდა. იგი მომგებიანი სპეციალიზაციის
საფუძველზე ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის განვითარების
აუცილებლობას ქადაგებდა და ამტკიცებდა, რომ ვაჭრობისაგან
დამოუკიდებლად შეიძლება მივიღოთ შედარებითი უპირატესობა
(მოგება), თუ ქვეყანა იმ საქონლის წარმოებაზე დასპეციალდება, რომლის
წარმოებაც მას უფრო იაფად შეუძლია. დ. რიკარდოს სავაჭრო მოდელის
(განსხვავებულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაჭრობა) ამოსავალი
პრინციპი ასეთი იყო: ,,ყველაზე უფრო კონკურენტუნარიანი საქონელი
მსოფლიო ბაზარს“. ამ თეორიის გამოყენებით ქვეყანა იმ საქონლის
ექსპორტირებას დაიწყებს, რომლის წარმოება შედარებით ნაკლები
დანახარჯებით შეუძლია, ხოლო ისეთ საქონელს შემოიტანს, რომლის
დამზადება ეროვნულ ქვეყანაში შედარებით ძვირია.

2.დაახასიათეთ პორტეტის კონკურენციის თეორია


.მ. პორტერის კონკურენციის თეორია- საერთაშორისო გაცვლაში ქვეყნის
კონკურენტუნარიანობა შემდეგი ძირითადი კომპონენტის
ზემოქმედებითა და ურთიერთკავშირით განისაზღვრება:
*ფაქტორული პირობები;- ე. პორტერი ფაქტორების შესახებ კლასიკური
თეორიის მომხრეა. იგი არ იზღუდება საწყისი, არსებული ფაქტორებით
და წარმოების პროცესში წარმოშობილი ახალი ფაქტორების შემოაქვს
* მოთხოვნის პირობები; მეორე კომპონენტი– მოთხოვნა, ყოველი
ფირმის ეკონომიკური განვითარების საფუძველთა საფუძველია. ამასთან,
შიდა ბაზრის მოთხოვნის ურთიერთკავშირი საგარეო ბაზრის
პოტენციურ შესაძლებლობებთან ფირმის სამომავლო განვითარებაზე
გადამწყვეტ გავლენას ახდენს.
* მომსახურე სტრუქტურებთან კავშირურთიერთობა- მესამე კომპონენტი
გულისხმობს მჭიდრო კონტაქტებს მომწოდებელ, შუამავალ და
საფინანსო სტრუქტურებთან.
* კონკურენტული სიტუაცია და ფირმის სტრატეგია.-მეოთხე
კომპონენტი ყურადღებას ამახვილებს ფირმის მიერ არჩეულ
სტრატეგიაზე, მის მოქნილობაზე, როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში
წარმატებული ჩართვის მნიშვნელოვან წინაპირობაზე.მ. პორტერი
ქვეყნის.მ. პორტერი ქვეყნის საციცოცხლო ციკლის 4 სტადიას გამოყოფს:
პირველი–წარმოების ფაქტორების სტადია. ამ სტადიაზე მყოფი ქვეყნები
უპირველესად ერთმანეთთან იმ კონკურენტული უპირატესობით
პაექრობენ, რომელიც გააჩნიათ, კერძოდ, იაფი მუშა ძალით, ვარგისიანი
მიწებით და სხვ.,
მეორე– ინვესტიციიების სტადია. სახელმწიფოსა და ეროვნული
ფირმების კონკურენტუნარიანობა ინვესტიციურ აქტიურობას ემყარება.
ამასთან, მეტად მნიშვნელოვანია ეროვნულ მეწარმეთა
შესაძლებლობების უცხოურ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია,
ინვესტიციების ზრდა ახალ, მოწინავე ფაქტორებს ქმნის, რაც
თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის აუცილებელია.
მესამე– სიახლეების სტადია. იგი მოიცავს ზემოხსენებული 4–ვე
ფაქტორის კონკურენტულ უპირატესობათა ერთობლიობას. დარგების
ერთობლიობა, რომელშიც ეროვნული ფირმები ერთმანეთს წარმატებულ
კონკურენციას უწევენ არსებითად ფართოვდება. შესაბამისად იზრდება
სამომხმარებლო მოთხოვნაც.
მეოთხე– სიმდიდრის სტადია. ამ სტადიაზე დამახასიათებელია
წარმოების შემცირება, მიღწეულით დაკმაყოფილება. ქვეყანა და მისი
კომპანიები საერთაშორისო კონკურენციაში პოზიციებს თმობენ,
საკუთარი პოზიციების არა გაძლიერებაზე, არამედ შენარჩუნებაზ
ზრუნავენ.

3.ელ ჰექშერის და ოლინის წარმოების ფაქტორთა თეორია

XX საუკუნის შვედმა ეკონომისტმა ელ ჰექშერმა და ბერტილ ოლინმა


დაამუშავეს წარმოების ფაქტორთა თანაფარდობის თეორია
(განსხვავებულ ფაქტორებზე დაფუძნებული ვაჭრობა). ნებისმიერი
პროდუქციის დასამზადებლად აუცილებელია წარმოების სამი
ფაქტორის (შრომა, მიწა, კაპიტალი) არსებობა. ყოველ კონკრეტულ
ქვეყანას კი ეს ფაქტორები განსხვავებული ოდენობით აქვს. მოცემული
თეორიით ირკვევა, რომ ერთგვაროვანი პროდუქციის საწარმოებლად
ყოველი ქვეყანა ამ ფაქტორებზე სხვადასხვა დანახარჯებს გასწევს. მაგ.,
თუ შრომითი რესურსები მიწასთან და კაპიტალთან შედარებით
მოცემულ ქვეყანაში ჭარბია, მაშინ სამუშაო ძალა იაფია და შრომის
ანაზღაურებაზე გაწეული ხაჯები შედარებით მცირე, ხოლო კაპიტალური
დანახარჯები და მიწის ღირებულება–დიდი.და პირიქით, თუ შრომითი
რესურსები შეზღუდულია (მცირეა). მაშინ მისი ღირებულება სხვებთან
შედარებით მაღალი იქნება. წარმოების ფაქტორთა განსხვავებული
ღირებულება ქვეყანაში იმ საქონლის წარმოებას წააქეზებს, სადაც ეს
ფაქტორი უფრო ჭარბია და იაფი.

4.საერთაშორისო ვაჭრობის სამართებრივი პრინციპები


ვაჭრობის განვითარების (,,თავისუფალი ვაჭრობის“) პრინციპი. იგი
დაფიქსირებულია გაეროს წესდებაში. იუნკტადის პრინციპებისა და
სახელმწიფოთა ეკონომიკური უფლებებისა და ვალდებულებების
გაეროს ქარტიაში და ნიშნავს:
სახელმწიფოს უფლებას:
• მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ვაჭრობაში;
• თავისუფლად გააფორმოს ხელშეკრულებები;
• გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციაში;
• მონაწილეობდეს მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტაში;
• მიიღოს სარგებელი საერთაშორისო ვაჭრობიდან და სხვ.
სახელმწიფო ვალდებულებას:
• განავითაროს საგარეო ვაჭრობა, არ მიაყენის სხვა ქვეყნების სავაჭრო
ინტერესებს ზიანი, გაითვალისწინოს საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში
სახელმწიფოთა გაძლიერებული ურთიერთდამოკიდებულება,
განამტკიცოს საერთაშორისო სამართალში უნივერსალურობის
პრინციპები;
• უზრუნველყოს პატიოსანი, კეთილსასურველი კონკურენცია,
შეზღუდოს დემპინგი;
• განამტკიცოს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა, მხარი დაუჭიროს
ვმო–ში დასციპლინის შენარჩუნებას;
• ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს მიეცეს ზღვაზე
გასვლის თავისუფალად გასვლის შესაძლებლობა და სხვ.
ლიბერალიზაციის პრინციპი. იგი გამომდინარეობს ვმო–ის
დამფუძნებელი შეთანხმებიდან და ნიშნავს:
სახელმწიფო უფლებას:
• მოითხოვოს არაკანონიერი აკრძალვებისა და შეზღუდვების
აღმოფხვრა, ასევე კონტრზომების გამოყენება;
• შემხვედრი წესით შეამციროს საბაჟო გადასახადის განაკვეთები;
• მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ვაჭრობაში არსებულ
წინააღმდეგობათა დაძლევაში და სხვ.
სახელმწიფო ვალდებულებას:
• აღმოფხვრას საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული დაბრკოლებები.
არ დააწესოს აკრძალვები და შეზღუდვები ექსპორტ–იმპორტზე. არ
გამოიყენოს ისეთი ბარიერები, რომლებიც შეუთავსებადი ან
საწინააღმდეგო იქნება ვმო–ის სამართალთან;
• შეამციროს იმპორტირებულ საქონელზე საბაო დაბეგვრის დონე,
უცხოური საქონლის მიმართ არ გამოიყენოს დისკრიმინაციული
ხასიათის შიდასაგადასახადო დაბეგვრის განაკვეთები.
ეროვნული ბაზრის დაცვის პრინციპი. იგი გამომდინარეობს ვმო–ის
დამფუძნებელი შეთანხმებიდან, მისი მომდევნო გადაწყვეტილებებიდან
და ნიშნავს:
სახელმწიფო უფლებას:
• განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომელებიც დაიცავენ
ეროვნულ ეკონომიკას, ადგილობრივ საქონელმწარმოებლებს იმ
ზარალისაგან, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის
გადაჭარბებულმა მოცულობამ, ასევე იმ საქონლის შემოტანისაგან,
რომელიც ექსპორტიორი სახელმწიფოს სუბსიდირებით ექსპორტირდება;
• გამოიყენოს ანტიდემპინგური ღონისძიებები და კომპენსაციური
ბაჟი.
სახელმწიფოს ვალდებულებას:
• საკუთარი ეკონომიკის დასაცავად გამოიყენოს მხოლოდ საბაჟო–
სატარიფო პოლიტიკის ღონისძიებები, ასევე არასატარიფო ზომები
(აკრძალვები, კოტირება და სხვ.) იმ საზღვრებში, რომლებიც ვმო–ის
შეთნხმებაშია მოცემული;
• თვითნებურად არ გამოიყენოს ანტიდემპინგური, კომპენსაციური
და დაცვითი ღონისძიებები;
• არ განახორციელოს ექსპორტის მიზნობრივი სუბსიდირება
(მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისათვის) და ა.შ.
თავისუფალი ტრანზიტის პრინციპი. იგი დაფიქსირებულია იუნკტადის
პრინციპებში, 1965 წლის კონვენციაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე
სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ და ნიშნავს:
• საერთაშორისო სავაჭრო სისტემის წევრი–სახელმწიფოს
ტერიტორიაზე თავსუფალი ტრანზიტის უფლებას და სატრანზიტო
საქონლის განთავისუფლებას საბაჟო გადასახადისა და
მოსაკრებლებისაგან;
• საერთაშორისო ვაჭრობის განსახორციელებლად ზღვაზე
გასასვლელის არმქონე სახელმწიფოსათვის ზღვაზე თავისუფლად
გასვლის უფლებას;
• სანაპიროს მქონე სახელმწიფოთა ვალდებულებას მისცენ
თავისუფლება საქონლის ტრანზიტის. ასევე იმ სახელმწიფოთა გემებს
საზღვაო პორტებში შესვლის უფლება, რომლებსაც არა აქვთ გასასვლელი
ზღვაზე.
ეროვნული რეჟიმის მინიჭების პრინციპი. იგი გამომდინარეობს ვმო–ის
გადაწყვეტილებებიდან და ნიშნავს:
სახელმწიფო უფლებას მიანიჭოს უცხოურ საქონელს და/ან პირს შიდა
ბაზარზე იგივე რეჟიმი, რაც ეროვნულ საქონელს (პირს). კერძოდ,
საგადასახადო სფეროში, საშინაო ვაჭრობის მარეგულირებელი
ეროვნული კანონებისა და კანონქვემდებარე აქრების გამოყენებაში,
საფინანსო, ადმინისტრაციული და სატრანსპორტო ღონისძიებების
გატარებაში.
არადისკრიმინაციის პრინციპი. იგი განმტკიცებულია იუნკტადის
,,პრინციპებში“, სახელმწიფოთა ეკონომიკური უფლებებისა და
ვალდებულებების გაეროს ქარტიაში, ეუთოს დასკვნით აქტში და
ნიშნავს, სახელმწიფოს:
• უფლებას არ განიცადოს დისკრიმინაცია, ისარგებლოს
ყველასათვის მისაღები რეჟიმებით უცხოურ ბაზარზე საქონლის
შეღწევისას, ასევე ფიზიკური (იურიდიული) პირების საქმიანობაში
საზღვარგარეთის ბაზარზე;
• ვალდებულებას არ მიანიჭოს ერთ სახელმწიფოს საქონლისა და
ფიზიკურ (იურიდიულ) პირს უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე
ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს საქონელსა და ფიზიკურ (იურიდიულ)
პირს.
პრეფერენციის პრინციპი. იგი განმტკიცებულია იუნკტადის
პრინციპებში, ვმო–ის დამფუძნებელ შეთანხმებასა და მის მომდევნო
გადაწყვეტილებებში, სახელმწიფოთა ეკონომიკური უფლებებისა და
ვალდებულებების გაეროს ქარტიაში, ბელგრადის 1988 წელის
ხელშეკრულებაში სავაჭრო პრეფერენციების გლობალური სისტემის
შესახებ და ნიშნავს:
განვითარებადი სახელმწიფოს უფლებას:
• მიიღოს სპეციალური უპირატესობები სავაჭრო–ეკონომიკური
კავშირების სფეროში საბაჟო გადასახადების შემცირების, არაპირდაპირი
სუბსიდიების, განვითარებული ქვეყნების ბაზარზე საქონლის შეღწევის
გასაადვილებლად;
• არ მიანიჭოს განვითარებულ სახელმწიფოებს ის შეღავათები,
რომლებიც არსებობს განვითარებადი ქვეყნებისათვის;
• ეკონომიკური განვითარების მიზნით, გამოიყენოს სუბსიდიები.
მათ შორის, საექსპორტო საქონლის მიმართაც.
განვითარებული სახელმწიფოს ვალდებულებას:
• განვითარებადი ქვეყნების საქონელზე ნაცვალგების გარეშე
შეამციროს ან გააუქმოს საბაჟო გადასახდელები და სხვ.

5.ახსენით კაპიტალის მოძრაობის მიზეზები


კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობის ძირითადი მიზეზია ეროვნულ
ქვეყანაში მისი სიჭარბე და ნაკლებმომგებიანობა. ამიტომ, მეტი მოგების
მისაღებად, იგი სხვა ქვეყანაში გაიტანება. დამახასიათებელია ისიც, რომ
კაპიტალის ექსპორტი შეიძლება საშინაო ინვესტიციების უკმარისობის
პირობებშიც განხორციელდეს. გასულ ათწლეულში კაპიტალის
უკმარისობა მსოფლიო მასშტაბით 180–200 მლრდ დოლარით შეფასდა.
კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა არის ქვეყნებს შორის კაპიტალის
შემხვედრი გადაადგილება, რასაც მათი მეპატრონეებისათვის მოგება
მოაქვს.
XX ს–ის მე–2 ნახევარიდან კაპიტალის საზღვარგარეთ გატანა
განუწყვეტლივ მატულობს. ზრდის ტემპების მიხედვით,
განვითარებული ქვეყნების კაპიტალის ექსპორტი სასაქონლო
ექსპორტისა და მშპ–ის ზრდის ტემპებს აჭარბებს და კაპიტალის
საერთაშორისო მოძრაობას შესამჩნევად აძლიერებს. გარდა ამისა,
საზღვარგარეთ კაპიტალის გატანის მიზეზებია:
• მოთხოვნისა და მიწოდების დონეთა უთანაბრობა;
• უცხოეთის ბაზრის მონოპოლიზაცია;
• კაპიტალის იმპორტირებად ქვეყანაში უფრო იაფი ნედლეულისა და
სამუშაო ძალის არსებობა;
• მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესი;
• მიმზიდველი საინვესტიციო პირობები;
• სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია.

6. 6.დაახასიათეთ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაზე მოქმედი


ფაქტორები

saerTaSoriso vWrobaSi igulisxmeba qveynebs Soris anazRaurebuli saqonelbrunvis


erToblivi moculoba. ,,saerTaSoriso vaWrobis”cneba gansxvavdeba ,,sagareo
vaWrobis” cnebisagan. Es ukanaskneli aris erTi qveynis meore qveyanasTan
realizebuli eqsport-importis moculoba.

saerTaSoriso vaWrobis ganviTarebaze moqmedi faqtorebi.


esenia:
• mecnierul-trqnikuri progresis daCqareba;
• msoflio bazarze tnk –is gaaqtiureba;
• saerTaSoriso vaWrobis liberalizacia (Semsubuqeba);
• axali Tavisufali ekonomikuri zonebis Seqmna;
• savaWro-ekonomikuri integraciis gaZliereba;
• msoflio arenaze ,,axali industriuli qveynebis” saqmianobis gaaqtiureba das
xv.
Tanamedrove msoflio bazrebidan saSualo da mcire eqsportiorebi da importiorebi
iTiSeba. Sagareo-ekonomikuri kavSirebi sul ufro monopolistur gaerTianebaTa
xelSi eqceva.
Uukanasknel wlebSi gansakuTrebiT gaaqtiurda Semxvedri vaWroba anu e.w.
barterizacia. dRevandeli myidvelebi momwodeblebisagan sanacvlod ufro metad
moiTxoven saqonlis yidvas sakuTari moxmarebisa Tu gadayidvisaTvis.

7.დაახასითეთ ეკონომიკური ინტეგრაციის არსი და აუცილებლობა

Tanamedrove msoflio meurneobis mniSvnelovani Taviseburebaa sxvadasxva


qveynebis ekonomikebis urTierTdamokidebulebaTa gaZliereba, makro da mikro
doneebze integraciuli procesebis ganviTareba, Caketili meurneobidan Ria tipis
ekonomikaze intensiuri gadasvla. saerTaSoriso ekonomikuri integracia aris erovnul
meurneobaTa sistemebis daaxloebisa da urTierT-Serwymis winaswar-gaazrebuli,
mizanmimarTuli da Tanmimdevruli obieqturi procesi, romelic TviTregulirebisa da
TviTganviTarebis potencials Sinaganad flobs.
integraciis pirobebi da wanamZRvrebi.
• Qqveynis ekonomikuri ganviTarebis daaxloebiT Tanabari done;
• integracia warmatebulia maSin, roca qveynebis ekonomika aRmasvlis
etapzea;
• Qqveyana-monawileebis geografiuli siaxlove;
• integrirebuli qveynebis xelmZRvanelTa politikuri neba;
• zeerovnuli mmarTvelobiTi institutebis Seqmna da ekonomikuri dajgufebis
wevrebisagan maთze uflebamosilebaTa gadacema;
• sainciativo centris arseboba.

8. დაახასიათეთ მიგრაციის მიზეზები და მიმართულებები


მიგრაცია არის ადამიანების გადაადგილება ქვეყნის შიგნით ან მის
საზღვრებს გარეთ.
მიგრაციის სუბიექტებია: ლტოლვილები, ნებაყოფილობითი და
იძულებით ადგილნაცვალი იმიგრანტები, რომლებმაც საკუთარი
საცხოვრებელი ადგილები გარკვეულ გარემოებათა გამო
დატოვეს.სამუშაო ძალის მიგრაციის მიზეზი შეიძლ;ება იყოს როგორც
ეკონომიკური, ისე არაეკონომიკური. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება
პოლიტიკური, ეროვნული, რელიგიური, რასობრივი, ბუნებრივი
(სტიქიური) მოვლენები, ომები, ეკოლოგიური პრობლემები და სხვ.
მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონეთა განსხვავება მ
პროცესის ეკონომიკური საფუძველია. სამუშაო ძალა ცხოვრების დაბალი
დონის ქვეყნებიდან უფრო მაღალი დონის ქვეყნებში გაედინება
(მეტწილად, შრომის ანაზღაურების მიზეზით).
საერთაშორისო შრომითი მიგრაციის უმნიშვნელოვანესი მიზეზია
საგარეო საქმიანობის კომპანიებში ფუნქციონირებადი კაპიტალი.
სამუშაო ძალის საერთაშორისო მიგრაციის შედეგად ჩამოყალიბდა და
ფუნქციონირებს შრომის საერთაშორისო ბაზარი, რომელიც ეროვნული
საზღვრების გადმკვეთ სხვადასხვა მიმართულების შრომით ნაკადებს
მოიცავს.
• განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში მიგრაცია.
• განვითარებულ ქვეყნებში ურთიერთმიგრაცია
• განვითარებად ქვეყნებში ურთიერთმიგრაცია,
• ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში
მიგრაცია პირველი მიმართულების მსგავსია (მოტივები, მიზეზები და
ფაქტორები ერთგვაროვანია).

9.მსოფლიო ქვეყნების კალსიფიკაცია( ადამიანური განვითარების


ინდექსის და ეკონომიკირი თავისუფლების ინდექსის მიხედვით)
განვითარების მხრივ, თანამედროვე მსოფლიო ქვეყნების ზუსტი
კლასიფიკაციის მიზნით, გაერომ ახალი, კომპლექსური მაჩვენებელი–
ადამიანური განვითარების ინდექსი შემოიღო, რომელიც სამი კერძო
მაჩვენებლის ( მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი,
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა და განათლების დონე) მიხედვით
გაიანგარიშება.
გაეროს მეთოდიკით, ქვეყნები, სადაც(აგი)–ის კოეფიციენტი 0,5–ზე
ნაკლებია, მიჩნეულია დაბალგანვითარებად, 0.5–დან 0,8– მდე–საშუალო
განვითარებულად, ხოლო 0.8–სა და და მის ზემოთ–
მაღალგანვითარებულად.
ამ მაჩვენებლების მიხედვით მოწინავეობს კანადა, საფრანგეთი,
ნორვეგია,
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი– ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ
თავისუფლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის ურთიერთკავშირს და
ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის თავისTავადი მოვლენა. იგი
მიზანმიმართული მოქმედების შედეგია, რომლის გარეშე ვერცერთი
ქვეყანა ვერ დაძლევს სიღარიბეს და ვერ მიაღწევს ეკონომიკურ
აღმავლობას.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ოთხ ჯგუფად იყოფა:
– თავისუფალი ქვეყნები (ინდექსი 2 ერთეულზე ნაკლები);
– შედარებით თავისუფალი ქვეყნები ( ინდექსი 2.0–2.99–ს შორის);
– შედარებით არათავისუფალი ქვეყნები ( ინდექსი 3.0–3.99–ს შორის);
– დახშული ქვეყნები (ინდექსი 4.0 და მეტი).
მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა, მეტწილად, არათავისუფალია,
სახელდობრ გამოკვლეული 161 ქვეყნიდან 73 თავისუფალი ან
შედარებით თავისუფალია, ხოლო 88 შედარებით არათავისუფალი ან
დახშული.
რეგიონების მიხედვით ყველაზე თავისუფალია ჩრდილოეთ ამერიკა და
დასვლეთ ევროპა, ხოლო არათავისუფალი და დახშული– ჩრდილოეთ
აფრიკა.
2006 წლის შეფასებით, ამ მაჩვენებლის მიხედვით, მსოფლიოს 161
ქვეყანას შორის, საქართველოს 68–ე ადგილი უკავია ( ინდექსი 2.98;
შედარებით თავისუფალი ქვეყნების ჯგუფი).

10.საქონლის წარმოების სასიცოცხლო ციკლის სტადიები.


საერთაშორისო ვაჭრობის არსებობას ნათელს ჰფენს საქონლის
სასიცოცხლო ციკლის თეორიაც, რომელიც ამერიკელმა მეცნიერმა
რაიმონდ ვერნონმა შეიმუშავა. ამ თეორიით მტკიცდება, რომ ყოველი
საქონელი (უმეტესად მზა პროდუქცია) გაივლის ოთხ ეტაპს (დანერგვა,
ზრდა, სიმწიფე და დაქვეითება). საქონლის საერთაშორისო
გადაადგილება (წარმოება, მოხმარება) სასიცოცხლო ციკლის
განსაზღვრულ ეტაპზეა დამოკიდებული. ეს ეტაპები რაღაც
კონტინიუუმს (ერთიანობა) წარმოადგენს. ამასთან, ყოველ მათგანს
მისთვის დამახასიათებელი თავისებურება აქვს.
დანერგვის ეტაპი. ჩვეულებრივ, ახალი პროდუქტი მაშინ იქმნება, როცა
მასზე მოთხოვნა და შესაბამისი ბაზარი გაჩნდება. უპირატესად,
სათანადო ინფორმაცია ადგილობრივი ბაზრიდან მოიძებნება და ახლად
შექმნილი პროდუქციაც პირველად ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე
გამოჩნდება. განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის შემოსავლებისა
(რაც მოთხოვნას წარმოშობს) და წარმოების ტექნიკური დონე, აგრეთვე
კვალიფიციური კადრების არსებობა, პროდუქციის თავდაპირველი
წარმოების ხელსაყრელ პირობებს ქმნის. პროდუქციის წარმოება
თანდათანობით მსხვილსერიული ხდება და მისი დამზადების
ტექნოლოგიაც იხვეწება. ამ ეტაპის დასკვნით სტადიაზე ახალი
პროდუქცია სხვა ქვეყნის (უმეტესად იქ, სადაც ბაზრის ანალოგიური
სეგმენტებია) ბაზარსაც იკავებს. არასტანდარტულობის გამო, საწარმოო
პროცესი დიდად შრომატევადია, რაც კაპდაბანდებებთან შედარებით,
შრომით დანახარჯებს ადიდებს.
ზრდის ტემპი. დანერგვის ეტაპზე საქონლის გასაღების ზრდა
კონკურენტებისათვის მოქმედების მასტიმულირებელია. ამ ეტაპზე
ტექნოლოგიური პროცესი შედარებით სრულყოფილი ხდეა,
მწარმოებელი ქვეყნიდან მზა საქონლის ექსპორტი იზრდება,
კონკურენცია ძლიერდება, კაპიტალური დაბანდებები იზრდება და
წარმოების განვითარება საზღვარგარეთ, ჯერ განვითარებულ, ხოლო
შემდეგ სხვა ქვეყნებშიც იწყება. ამ ეტაპის დასასრულს ზოგიერთი
კონკურენტი სარეალიზაციო ფასებს ამცირებს.
სიმწიფის ეტაპისათვის– დამახასიათებელია პროდუქციის
პირველმწარმოებელ ქვეყანაში ბაზრის გაჯერება, მოთხოვნის
სტაბილიზაცია, კონკურენციაში საფასო პოლიტიკის როლის
გაძლიერება, იაფი მუშახელისა და ბაზრის სიახლოვის გამო საბაზრო
სივრციდან პირველმწარმოებლის თანდათანობით შევიწროება–
გამოდევნება, წარმოების (მაგ., კომპიუტერების, სატელევიზიო
ტექნიკისა და სხვ.) საზღვარგარეთ, უპირატესად, ახალ ინდუსტრიულ
ქვეყნებში გატანა.
დაქვეითების ეტაპი. სიმწიფის ეტაპზე გამოვლენილი ფაქტორების
ზემოქმედება თანდათანობით ძლიერდება და წარმოება განვითარებულ
ქვეყანაში იზღუდება და იგი განვითარებად ქვეყნებში კონცენტრირდება,
ხოლო მცირე მოთხოვნა იმპორტით კმაყოფილდება. ამ ეტაპზე საქონლის
საქონლის რეალიზაციის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება,
მოწინავე ფირმები სპეციალურ ჯგუფებს ქმნიან, რომლებმაც უნდა
შეისწავლონ ვითარება და მიიღონ გადაწყვეტილება:
• დატოვონ საქონლის წარმოება უცვლელად ან,
• შეცვალონ მარკეტინგული სტრატეგია ან,
• მოხსნან საქონელი წარმოებიდან.

Das könnte Ihnen auch gefallen