Sie sind auf Seite 1von 28

ს ა რ ჩ ე ვ ი

1. მ ა რ ტ ე ლ ი
2. თ ე მ ი კ ა
3. მ ე ო ც ე ს ა უ კ უ ნ ი ს მ ი წ უ რ უ ლ ი
4. რ უ ს უ ლ ი დ ა რ ბ ა ზ ი
5. რ ა ს ა ც ა გ ა ს ც ე მ შ ე ნ ი ა
6. მ ა ნ ქ უ რ თ ი
7. ს ა ი გ ა კ ი
8. ს ი გ ა რ ე ტ ე ბ ი
9. მერეეეე
10. თამაშების და არა მარტო მათი, ზედაპირული მიმოხილვა
11. ი ნ ჟ ი ნ ე რ ი

მ ა რ ტ ე ლ ი

„ბიზნეს-კლუბში„ ცოტა გვიან მოგვიწია მისვლა - ყველა მაგიდა


დაკავებული აღმოჩნდა. მოსკოვის სეზონი, დანამდვილებით არ იყო, ამიტომაც
მივეცით თავს გვიან მისვლის უფლება, მაგრამ რათ გინდა რააა.
„პეპსი-კოლას„ გამოსაშვებ კონვეიერის შესაძენ, წინასწარ მოლაპარაკებაზე,
თამაზ ჯავახიშვილის თხოვნით, გუჯა და მე მოსკოვში წავყევით .
სტუმრებში გამოსაჩენებს ჩამოგავხართ, მგონი არ შემარცხვენთ, თან ორივე
შვებულებაში ხართ, მაინც საქმე არაფერი გაქვთო. თანმხლებებს რა დაულევდა,
უბრალოდ ჩვენთან ერთად უნდოდა ყოფნა.
დაგვასწრო მოლაპარაკებას, თან წინდაწინ ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა,
არასპეციალისტობაში რომ არ გაიყიდოთ , ხმას ნუ ამოიღებთ, მე ვილაპარაკებ,
თქვენ კი ყველაფერში დამეთანხმეთო. მოლაპარაკებამ, ჩვენთვის, ძალზედ
შინაარსიანად ჩაიარა. როიალზე დასადებ ჩინურ ფაიფურის თოჯინებივით,
თამაზის ყოველ ნათქვამზე თავს ვაქნევდით . ყველაზე გრძელი ჩვენი
გამონათქვამი იყო : ოქეი, ოქეი......ოღონ ორჯერ.
დადებითი რეზულტატის განსამტკიცებლად, საღამოს რესტორანში დაპატიჟა
ხუთივე. პირველმა პირმა, ბოდიში მოუხადა, ესენი სამ-ოთხ საათში ვენაში
მიფრინავენ, ბილეთები აღებული აქვთ, მე კი თქვენს განარგულებაში ვარო.
აუუჰ! შემოირტყა თავში ხელი თამაზიმ, საბანკეტოში მაგიდა, რვა კაცზე მაქვს
შეკვეთილი, ეხლა იძულებული ვარ რვამდე შევავსო ნაცნობებით. მოსკოვში,
რატომღაც, მარტო ქალებს ვიცნობ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით,
მანდილოსნებით დავაკომპლექტოო. ავსტრიელი, ჩვენი ხნის კაცი იყო, თვალები
გაუბრწყინდა, დედააა, ეს რა კარგ ფეხზე ავდექიო.
შეხვედრა, თამაზის უსაყვარლესი სასტუმროს რესტორან
„ბუდაპეშტთან„ დავთქვით.
არცერთს წამიც არ დაუგვიანია, მაგრამ უკვე გარკვეული გვქონდა, რომ
სიტუაცია, სულ მთლად არ შეესაბამებოდა ჩვენს განწყობილებას.
გუჯამ „ბიზნეს- კლუბში„ მივიდეთ, გაგვისწორდებაო. მაშინ დავრეკოთ, რვა
კაცზე მაგიდა შევუკვეთოთ, მაინც მოსკოვია-თქო. დარეკვა რათ უნდა, ვერ
ხედავთ, სეზონი რომ არ არის, რესტორანი აქაც კი, სანახევროდ ცარიელიაო.
დაველოდეთ სრულად დაკომპლექტებას და მივადექით „ბიზნეს-კლუბს„.
ადმინისტრატორი ჩვენთვის უცნობი აღმოჩნდა, მაგრამ პროფესიონალური
ალღოთი მიხვდა, სასურველ მომხმარებლებთან ჰქონდა საქმე, ცოტათი ადრე
დაგვკავშირებოდით, დაგიჯავშნიდით, ეხლა კი, სულ ყველა მაგიდა
დაკავებულია, არადა, გუშინ ასეთი ხალხმრავლობა არ იყო, დღეს არის
რატომღაც ასეო. თუ ორ საათს ამავე სართულზე, ჩვენს მეორე რესტორანში
ინებებთ შესვლას, გული მიგრძნობს, გამონთავისუფლდება მაგიდები და პირველ
რიგში თქვენ დაგაბინავებთო.
მოთავემ მომენტალურად შექმნა მითი, თუ როგორ დაუთმო თბილისელ
ახლადდაქორწინებულ ახლობლებს, მაყრიონიანად, რესტორან
„ბუდაპეშტში„ უკვე გაწყობილი მაგიდა.
„ბიზნეს-კლუბის„ ადმინისტრატორმა, მიგვაცილა გვერდზე რესტორანში,
დაგვაჯინა კაკლის ხით მოპირკეთებულ მყუდრო, მომცრო დარბაზში,
გაგვიმეორა რა თავისი შეპირება, დაგვტოვა.
იმდენად მიმზიდველი გარემო აღმოჩნდა, ყველამ ვთქვით, არსადაც არ
მივდივართ, აქ ვრჩებით, უკეთეს ადგილზე სად უნდა წავიდეთო. თითქოს
ჩვენს ნათქვამს ადასტურებსო, სამი შემსრულებლიდან შემდგარმა, მევიოლინეთა
მობილურმა პატარა ანსამბლმა, დაბალ ხმაზე, ჩაპლინის „დიდი ქალაქის
ჩირაღდნებიდან„ მელოდიის შესრულება დაიწყო.
ახალგაზრდა ოფიციანტი მოგვიახლოვდა, გაგვეცნო, მე მოგემსახურებით,
რას ინებებთო. თამაზი პირდაპირ საქმეზე გადავიდა, დასალევს რას
შემოგვთავაზებთო. „ქამიუ„ , „მარტელი„ , „ოქროს„ შამპანური....აღარ
გააგრძელებინა, საკმარისია, ოღონდ ის გამიგეთ, რომელი კონიაკი, რა ხნის არის
და რამდენი აქვთო. ოფიციანტმა ეგრევე უპასუხა, ულევი რაოდენობისო.
ზუსტად მასევე მიპასუხა „გარილკაზე„ ოფიციანტმა და შემდეგ
გასტრონომიდან მოუწია ამოტანა, ხრეშჩატიკზე, კიევში. მოსკოვი, კიევი არ
არის, ოფიციანტს ცოტა ქედმაღლურად გამოუვიდა. კარგი, კარგი, წადი და
გამიგე, რაც გითხარიო.
სანამ მობრუნდებოდა, გავარკვიეთ, ვის რა უნდოდა. ოთხიდან სამმა
მანდილოსანმა, შამპანური ინდომა, დარჩენილმა ხუთმა, კონიაკი ვამჯობინეთ.
ოფიციანტმა, „მარტელი„ , ოცი წლის დახანების არის,
„ნაპოლეონი„ ბევრად ნაკლების, ისე, თითო, სულ მცირე, ათ-ათი ბოთლი
გვაქვს, შამპანური კი რამდენიც გნებავთ, იმდენიო. სამი შამპანური და ორიც
„მარტელი„ მოგვიტანეთ, ოღონდ, შეთხელება თუ შეატყვე, ორი „მარტელი„ და
შამპანური კიდევ მოგვიტანეო.
შეკვეთა შესრულებულ იქნა, „მარტელი„ არც თუ ისე ცუდი კონიაკია,
მითუმეტეს ოცი წლის, გალაღდა ავსტრიელი და როცა ანსაბლმა, „სამველ მაი
ლავ„ წამოიწყო, ვეღარ გაუძლო ნორჩმა გულმა და თავისი კონიაკის პარტნიორი
მანდილოსანი გაიწვია საცეკვაოდ. ცეკვა მასე არ უნდაო, და მათ კიდევ ორი
წყვილი შეუერთდათ. ჩვენ ვიზე ნაკლები ვართ-თქო, მეოთხე წყვილმაც არ
დავიხიეთ უკან.
წრუპვა-წრუპვაში კონიაკი გაგვითავდა. ოფიციანტს ვთხოვეთ, ორი კიდევ
მოგვიტანე-თქო. მოვიდა ჩასვრილი ბავშვივით, ბოდიში უნდა მოგიხადოთ,
გათავებულა, თუ გნებავთ „ნაპოლეონს„ მოგიტანთო.
ეს ისეთი ქლიავი ჩანს, შამპანურიც გათავებული იქნებაო. შამპანურიც
გათავებულაო, გვახარა ოფიციანტმა, გვერდზე რესტორნიდან შემოტანა კი,
კატეგორიულად აკრძალული გვაქვსო.
მგონი დაგვცინის. არადა, ღირსი არ არის, ყველაფერი თავზე დაახურო,
მაგრამ ისევ ჩვენ გაგვამტყუნებენ, ქართველები არიან, ზედვე ნასვამიო.
ბედად, ადმინისტრატორი შემოვიდა, თუ ინებებთ, ერთი სუფრა უკვე
განთავისუფლდა, შეგვიძლია გავაწყოთო. მოთამაშეები ეჭვიანი ხალხი ვართ,
ამან ხომ არ ჩაგვიწყო, კლიენტების მოსაზიდათ-თქო, მაგრამ ბანკეტის
ოცკაციან მაგიდას გავხედეთ, გადაძეძგვილი იყო „მარტელებით„ და
„ოქროს„ შამპანურებით . ცოტათი დავწყნარდით.
ხუთ წუთში „ბიზნეს-კლუბის„ მაგიდას ვუსხედით. ესენი ისე აცა-ბაცად
იქცევიან, აქაც რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდესო, ჯავახიშვილმა, იმდენი
„მარტელი„ და „ოქროს„ შამპანური მოატანინა , ორ ჩვენდენს შედენიდა
გამოსაფხიზლებელში.

თ ე მ ი კ ა

გაცნობის შემდეგ, ხუთი-ექვსი წელი, თავს ვარიდებდი მასთან


ურთიერთობას, ის კი არა, რომ შევიტყობდი უნდა ეთამაშა, იმ ადგილს არც კი
ვეკარებოდი. ქალაქში, ერთერთი ყველაზე „უეჭველის„ მოთამაშის რეპუტაცია
ჰქონდა.
ხმებს ხომ არ უყრიან განაწყენებული კონკურენტები-თქო, ობიექტური აზრი
რომ შემქმნოდა, ჭორებს არ ავყოლილვარ, მე თვითონ დავაკვირდი და ერთი-
ორჯერ დავწმუნდი კიდეც მის „უნარებში„.
ისე, არც მალავდა, თუ შესაძლებლობა გაქვს, შემთხვევით რად უნდა
დაგასწროს სხვამ, არ ჯობია იმ ბრიყვის ფულები შენ ჯიბეში იდოსო.
ვინაიდან, პრინციპულად წინააღმდეგი ვარ თამაშში, ყოველგვარი
ხრიკების გამოყენების, ერთდაიმავე საკითხზე, ჩვენი შეხედულებების
ერთმანეთისაგან, რადიკალურად განსხვავების გამო , თითქოს შეხების
წერტილებიც არ უნდა გვქონოდა. მაგრამ, სათამაშო სამყარო იმდენად მცირეა,
ყველანაირი ადამიანი შეიძლება შეგხვდეს, ამიტომ, ორად-ორი
გზა გაქვს, ან სულ უნდა დაანებო თამაშს თავი, ან კეთილი უნდა ინებო და
იცოდე ( იცოდე, და, არა გამოიყენო) ყველა ის ილეთი, რაც, თუ არ იცი, ადრე
თუ გვიან, დანამდვილებით მოგაქცევს იმ „ბრიყვების„ რიცხვში.
მე მეორე გზა ვარჩიე.
ისე, თამაშზე, იმდენი დრო, ენერგია და გონება დავხარჯე, რომ დამეხარჯა
წყლის ნაყვაზე, დავნაყავდი და ნობელის პრემიას ავიღებდი.
როდესაც ვამბობ, სათამაშო სამყარო მცირეა-თქო, მართლა მცირეა.
არა თუ იმ ხანაში, უკვე დღეს, როცა მოთამაშეებს შეუქმნეს ედემის პირობები,
ან ბიზნესის გამო, ან უფრო ფინთი-ფინთი რამეები არ აკეთონო, და მათი
რიცხვი მსოფლიოში, უსაზღვროდ გაიზარდა, შესაძლოა მაინც დადგეს დრო,
ყველა მოთამაშე, ერთმანეთს სახეზე ცნობდეს. ( და არა მხოლოდ კაზინოს
მეპატრონეები ან მათი სამსახურები, როგორც დღეს არის).
იმ დროს კი, მცოდნე-არმცოდნე, იღბლიან- უიღბლო, წესიერ-ჩალიჩა,
გადამხდელ-არგადამხდელი, ცნობილ- უცნობი, დამწყებ-დიდსტაჟიანი,
არდამმალავ- მიწისქვეშელი, პროფესიონალ- მოყვარული მოთამაშეების გზები
და ბედი ისე გადაეფსკვნა ერთმანეთს, რომ სახალხო პოეტი, პროფესორ-
აკადემიკოსი, უცნობილესი სპორტსმენი, თანამდებობის პირი, უმუშევარი ,
უდიდესი მსახიობი, სრულიად გაძვალტყავებული, ძალზე შეძლებული,
ჩვეულებრივი პატიოსანი ადამიანი, ცუღლუტი, სუყველა ერთად
თამაშობდა და ეს არც არავის უკვირდა.
ეს ერთხელ კიდევ ამტკიცებს, სულ მცირე, ორ რაიმეს:
პირველი, რომ მოთამაშეობა, არა რაიმე პროფესიის ან სოციალური საფეხურის
მიმანიშნებელია, არამედ, ადამიანის ბუნების;
მეორეც, ნაწილობრივ აქედანაც გამომდინარე, რომ თამაში, ეჰეეე, იქიდან
მოდის.
ვინაიდან, ერთხელ უკვე ვითავხედე და თავს უფლება მივეცი, ადამიანის
ბუნებას შევხებოდი, აზრი აღარა აქვს პრანჭიაობას, ვაგრძელებ თავხედობას.
სულ მცირე, სამი რამ გაჩნდა ადამიანთან ერთად: სექსი, კორუფცია, თამაში.
ზოგი ახსენებს ერთ-ერთს, როგორც უძველეს პროფესიას და უკავშირებს
მატერიალურ ანაზღაურებას.
ზოგი ახსენებს ერთ-ერთს, როგორც მანკიერს და სასწრაფოდ,
შეუქცევლადად აღმოსაფხვრელს.
ზოგიც ერთ-ერთს, აშორიშორებს, აზარტულ და უმანკო
თამაშებად ჰყოფს.

მახსენდება ერთი რუსული გამოთქმა, რა შუბლში და რა შიგ შუბლში,


ორივე, ერთი და იგივეაო.
სადღაც კორუფციაზე ვწერდი, პირველყოფილ ადამიანების გამოქვაბულის
მთლათ უფროსი, კოცონთან ახლოს იმას აწვენდა, ვინც მეტ მამონტის ძვლებს
მიართმევდა-თქო. ერთმა ახლობელმა, მთელი სერიოზულობით მკითხა,
მამონტის ძვლები რაღა ჯანდაბად უნდოდაო. განვმარტავ: მამონტის ძვლებზე
ეთამაშებოდა, მეზობელი გამოქვაბულის არანაკლებად უფროსს, უმანკოდ,
მხოლოდ, სუუულ მცირე აზარტული განხრით.
შევუბერე. არადა მოგონება ეხება „უეჭველების „ ერთ-ერთ დიდოსტატს,
თეიმურაზ გულბაათის-ძე გამრეკელს, თემიკას, როგორც მას იცნობდა
თბილისი, საქართველო, და თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო საქართველო.
ჩვენი დაახლოვება, ერთ დღეში არ მომხდარა, მაგრამ მოხდა და საკმაოდ
საფუძვლიანადაც. ჯერ შევნიშნე, რომ საოცრად ენამახვილი ადამიანი იყო.
უფრო ხშირად რომ მოგვიწია ერთად ყოფნა, უკვე, მისმა გულუხვობამ მიიპყრო
ჩემი ყურადღება. ამავდროს ადამიანების, უშეცდომო დახასიათებამ. თავის
ნაკლოვან მხარეებს, ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღნიშნავდა. ამას
დაემატა უზომო კოლორიტულობა. დარჩა ცუღლუტობა. ამას კი მეორე
მხრიდანაც შევხედე.
სათამაშოდ ხომ იმიტომ ჯდები, რომ მომიგო და არა იმიტომ რომ წააგო.
სათამაშო მაგიდა, მინიატურული ომის სარბიელია, მხოლოდ ხოცვა-ჟლეტის
გარეშე. იმარჯვებს ძლიერი. თუკი საზომი ერთეულია- გამარჯვება , გამარჯვების
მისაღწევად ომში, ყველა ზომას ხმარობენ. სასაცილოა ომში, რაიმე აკრძალვები
დააწესო. სანამ გამარცხებს, მოწინააღმდეგე ჯენტლმენია, მაგრამ საკმარისია
შეატყოს, მარცხდება, რაც მოყვება ხელში, თავზე დაგაფშვნას.
დღემდე ყველგან ასე იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცნობია, ვინაიდან
გამარჯვებული ვინ უნდა გაასამართლოს ან რა მექანიზმით?
მოკლედ, მარტივი მსჯელობით, მის ცუღლუტობასაც მოვუნახე გამართლება.
შენ, საკუთარი კრედოდან გამომდინარე, არ უნდა მისცე შენ თავს ციგნობის
უფლება, თორემ, სათამაშო სამყაროში, სხვას მორალზე ლექციები უკითხოს,
ნამდვილად არავის აქვს უფლება.
1971 წლის ზაფხულის მიწურულს, უზომოდ ბევრი წავაგე. იმდენად ბევრი,
რომ, პირველად ცხოვრებაში, ნაწილ თანხაზე, გადავადება ვითხოვე.
როცა, მივლინებაში, რამოდენიმე დღით მყოფ, ჩემს მუდმივ პარტნიორს,
ახარეს აეროპორტშივე, შენმა პარტნიორმა ამდენი და ამდენი წააგოო, გაეცინა,
არ დაიჯერა, საიდან?, მაგდენი ფული სად ქონდაო.
დიდი მოგება-წაგება, ელვის სისწრაფით ვრცელდება მთელ ქალაქში, თუ
რასაკვირველია, დადგმული სცენარით არ არის განხორციელებული.
თემიკამ, როგორც კი შეიტყო, პირველმა შემომთავაზა დახმარება, ფინანსურად,
მორალურად და თავისი პირადი, ულევი „უნარებით„ . რომ გაიგო, უმეტესი
ნაწილი უკვე გადახდილი მქონდა, მკითხა:
-საიდან, ბანკი გაძარცვე, თუ მუთაქაში გედო? გადასახდელ თანხას მაინც,
ერთად მივხედოთ, შენ საერთოდ არ გამოგაჩენ, ისე ამოვაგდებთ.
-ვერა, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემ თავს ვეღარა ვცემ პატივს, არამედ,
თავის მიქარვაზე, ყველამ თვითონ უნდა აგოს პასუხი , რომ დაუსჯელობის
სინდრომი არ გამოუმუშავდეს.
-ვერ ვიგებ, უფრო სადომაზოხიზმს ჩამოგავს, საკუთარ თავზე ხომ არ უნდა
გამოსცადო, ყველა ბიბლიური სიბრძნე, მაგისათვის, ძამია, ერთი სიცოცხლე
არც გეყოფა. გაისინჯე გვერდები, ფრთები ხომ არ ამოგდის. კუდაბზიკობას,
შეეშვი, დამიჯერე რასაც გეუბნები. ცხოვრებაში, იმდენად უკან დაგხევს შენი
გუშინწინდელი წაგება, მასთან შედარებით, უეჭველზე დათანხმება-
არდათანხმება, მონაგონად მოგეჩვენება.
ვერ დამიყოლია. მეორე დღეს ვერის პარკთან, სადაც , იმ დროს, ყოველდღე
პირველ საათზე, იმართებოდა თბილისის მოთამაშეთა შეკრება, დამხვდა
თემიკა:
-არ იფიქრო, რას გადამეკიდა შესაცდენად ეს კაციო, უბრალოდ ორ
ნაბიჯზე გამომყევი, რაღაც უნდა გაჩვენო.
მივედით ასიოდე მეტრში მდებარე, ხელოსნების საამქროებში, რომლებიც
ეხლანდელ ფილარმონიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. რაღა არ იყო იქ,
ან რაღას არ აკეთებდნენ ფეხსაცმლიდან დაწყებული საკეტების ჩათვლით.
ერთ-ერთში იყო კარტი, საბჭოეთში წარმოებული , ყველანაირი
სახეობიდან, დამთავრებული, საზღვარგარეთულ, საკმაოდ სოლიდურ
ასორტიმენტამდე. მეორეში იყო კამათლები. საბჭოური იყო, ოთხმოცდაათ
კაპიკიანი, მანეთ და სამოც კაპიკიანი- ატლასურის სახელით ცნობილი და
ეგრეთწოდებული, სუვენირული, შედარებით მაღალხარისხოვანი კარტი,
კამათლები კი, სულ სხვადასხვა ზომის და შეფერილობის.იტყვით, რა მოხდა,
ძალიან ბევრ მაღაზიაში, ოფიციალურად, იყიდებოდა ერთიც და მეორეცო.
-ფუჭ ლაპარაკში, რომ არ ჩამითვალო, კარტებშიც და კამათლებშიც, ზოგი
არის სუფთა, ზოგიც უეჭველად წამგები. ვერ გაარჩევ, რომელი რომელია. ცოტას
გავარჯიშებ ცნობა რომ ისწავლო, მარტო მე და შენ გვეცოდინება, რომ იყენებ.
-ხომ გარკვევით გითხარი, არა-მეთქი, ისიც აგიხსენი, რატომ.
-მე ისევ ჩემსას ვაწვები, არ გეწყინოს და შენ სიჯიუტეს, ცხოვრებისეული
გამოცდილების არქონას მივაწერ. ვერც წარმოგიდგენია, რა შეიძლება მოჰყვეს
ყველაფერ ამას. ღმერთმა არ იცის, რაში წააგე ამხელა ფული, და რაღაც ჩემთვის
გაუგებარი მიზეზებით, კიდევ სხვებს უფრთხილდები? რა იცი, იქნებ ზიან და
შენ მიტანილს ინაწილებენ.
-რამდენიც არ უნდა მაღიზიანო მათ წინააღმდეგ, ვერ ამაგდებ.
- ეეჰ! იცი მაინც, რაში წააგე? დარწმუნებული ვარ, ნაწილი გქონდა,
ნაწილი ისესხე, ნაწილი პროცენტში აიღე, მეტი ვერ იშოვნე, თორემ იმასაც
გადაიხდიდი. რაც ვერ იშოვნე, როგორ გადაიხადო, არც კი იცი და ცოტა ხნით, არც
გინდა იფიქრო, რომ არ დაუსტვინო. გადახდის დრო, ზოგი ადრე, ზოგიც გვიან,
მაგრამ დანამდვილებით მოვა. დაიწყებ დამალობანას თამაშს ხალხთან,
რომელიც თვალდახუჭული გენდობოდა. ძალიან ბევრს დაიმდურებ. საკუთარ
ტყავზე მაქვს გამოცდილი, იმიტომაც გელაპარაკები ასე დარწმუნებით.
მოკლედ, აი კარტები, აი კამათლები, თუ ვერ მიხვდები განსხვავებებს,
რაში ეჭვიც არ მეპარება, იცოდე წინადადებაზე დამთანმხდები.
არც დაელოდა მომდევნო პასუხს, გაშალა მაგიდაზე, რაც იმ დროს
აზარტულ თამაშობათა საშუალებები იყო, ერთი ნარდის ქვებიღა აკლდა.
ყველა კარტი გახსნა და დაიწყო ცდა, უკვე გამარჯვებულის იერით , როდის
ჩავიჭრებოდი.
მართლაც ბედნიერია მცოდნე ადამიანი: მეპურე, ვინც საუკეთესო პურის
ცხობა იცის, დიასახლისი, ვინც უნაკლო სადილებს ამზადებს, სპორტსმენი,
რომელიც თავის შესაძლებლობაშია დარწმუნებული, ლექტორი, ვინაც თავის
საგანშია ღრმადჩახედული, მოწაფე, ვინც გაკვეთილი იცის, გამოსაცდელი,
რომელსაც ისეთ საკითხში უწყობენ გამოცდას, რაც კარგად იცის.
წვრილმანებით თავს არ შეგაწყენთ, პირველ რიგში გავაცალკცალკევე სუფთა
და ნაქიმანდრევი კარტები. მერე ჯგუფად დავალაგე, დანიშნული, და სხვადასხვა
დასტებიდან აკრებილი კარტები, რაც ზევიდანვე იკითხება. ეს უკანასკნელი,
ეხებოდა, მხოლოდ საბჭოური წარმოების კარტებს, თორემ უცხოურში, ვერ
ნახავდი განსხვავებას. რომ დავიწყე უშეცდომოდ ამოცნობა, თუ რა, რა იყო,
შემაქო. როდესაც დანიშნული უცხოური კარტები, ორი-სამი წუთი დაკვირვების
შემდეგ, ზევიდან წავიკითხე, მეორედ შემაქო. მესამე შექება დავიმსახურე,
ეგრეთწოდებული, ჩაქიმული კარტებისთვის.
ჯერი მიდგა მის საფირმო სიამაყე-კამათელზე. ნაეშმაკარი, ზოგი მაგნიტით,
ზოგი დაყოვნებით, ზოგიც ცნობილი სხვა მეთოდებით შევამოწმე. კამათლის,
მოწინააღმდეგის მიერ, შეცვლისაგან თავის დაზღვევის ზომებზე ვთქვი. როცა
ელექტრომაგნიტი ვახსენე, იყვირა, მე პატიოსან ადამიანად გიცნობ, ამდენი
მამაძაღლობა საიდან იციო.
- შრომამ ტყუილად რომ არ ჩაგიაროს, მეც გასწავლი რაღაცას, ცუდმა ბიჭებმა
„სმენკაში„ ფული რომ არ მოგიგონ.
და ვაჩვენე, ჩემი დამუშავებული მარტივი რამ, რაც ძალზე ხშირად
დამმხმარებია, როცა მოუნდომებიათ მოეგოთ მართლაც და ამ დამღუპველი ილეთით,
ხოლო შენთვის კი უცებ ნათელი ხდება ისიც, თუ ვინ არის ერთმანეთთან შეკრული.
- თუ ეს ყველაფერი იცი, შე დალოცვილო, ამდენი ფული როგორ წააგე?
-ტყუილად ნუ დადებს ნურავინ თავს, დაზღვეული ვარ , პირადად მე,
ყოველგვარი მოულოდნელობისგანო. ეშმაკს არ ძინავს. თუ კი შენ, კარგად
მოსვლა გაგათამამებს და ერთი ნაწილის ქნევას მიჰყოფ ხელს, აი მაშინ
გადაგიბრუნდება ტვინი. მერე კი ბევრს ნანობ შენს სისულელეზე, ეძებ ან იგონებ
თავის გასამართლებელ მიზეზებს, მაგრამ გვიანია. გაგიმეორებ, შეცდომა რომ
დამღუპველი არ აღმოჩდეს და ჩადენილმა ჭკუა გასწავლოს, შენ მიქარვაზე, შენვე უნდა
აგო პასუხი, რომ იგივე არ გაიმეორო და ხრამში არ გადაიჩეხო.
გავახსენე, მან და მისმა პარტნიორმა, სხვადასხვა ხერხების გამოყენებით, როგორ
გადაარჩინეს, სრულიად უმტკივნეულოდ,ძალზე დიდ თანხაზე, ანალოგიურ
სიტუაციაში ჩავარდნილი ჩემი ახლო ნაცნობი, რომელიც მის პარტნიორთან მუშაობდა.
არც იფიქრო, თქვენ გაბრალებდეთ, რაც მოხდა, ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა,
მაგრამ მოხდა ის რომ, ეტყობა მან ჩათვალა, რა ადვილი ყოფილა გამოძრომა, უიმედო
მდგომარეობიდანო, და სულ მოკლე ხანში, წინაპართა დანატოვარი, ორი აგარაკიც ზედ
მიაყოლა. სახელი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა, ყველაზე არაკორექტულმა
მოთამაშემ, ყველა ღონეს ვინც ხმარობს, თავისი კეთილდღეობისთვის.
მოკლედ, ვერ დამიყოლა. რაღა არ ხდება ხოლმე ამ ცხოვრებაში და ახალ წელს,
სრულიად უვალებოდ შევხვდი. ეტყობა, გამიმართლა, მომხდარიდან სულ რაღაც
ოთხ-ხუთ თვეში, საკუთარი ძალებით, ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე,
გავისტუმრე გადავადებულ- ნასესხებიანად, საკმაოდ სოლიდური თანხა.
30 დეკემბერს ვუპატაკე:
-შაური ვალი აღარა მაქვს, ამოვძვერი, ახალ წელს, ერთად შევხვდეთ ჩემთან,
სხვა რამესთან ერთად, ესეც აღვნიშნოთ.
– არ გამოვა, ტრადიციულად, ჩემი ძმა ოჯახით და მე, ახალ წელს დედაჩვენთან
ერთად ვხვდებით, თუ შენ მოხვალ, ძალიან გამახარებ.
- ვერც მე მოვალ, იგივე მიზეზით.
განგებამ ასე ინება, ბევრი ხნის შემდეგ, უზომოდ დიდი თანხის გასტუმრებაში,
დავეხმარე ჩემ ახლობელს. როდესაც ამ ორ ისტორიას ვადარებ ერთმანეთს, იმდენად
ემთხვევა დეტალები, მეც კი შესაძლოა ეჭვი გამიჩნდეს, ხომ არ ვალამაზებ რამეს, ხომ
არ ვიგონებ მფარველ ანგელოზს. დამთხვევაა თუ რაა, ორივე შემთხვევის
თვითმხილველი, რასაკვირველია ჩემს გარდა, ცოცხალია და ღმერთმა მრავალი წელი
აცოცხლოს.
თემიკას სიტყვები მახსენდება.
ცხოვრება საოცარი რამ არის: ხან შვილი ხარ, ხან მამა, ხან მდიდარი, ხან ღატაკი,
ხან მცემელი, ხან ნაცემი, ხან მაძღარი, ხან მშიერი, უტყუარია გიგოს აღმართ-
დაღმართის თეორია, ბუნებაში რამდენიც აღმართია, იმდენივეა დაღმართი.
ისე დავახლოვდით, ძალზედ ხშირად გვხედავდნენ ერთად. მე ბევრს
„უეჭველისტი„ ვეგონე . გამაცნო თავისი უახლოესი მეგობრები, რომელთა ყოლას
ბევრი, ოცნებაშიც ვერ შესძლებს. საოცარია, როგორ ახერხებდა ყველაფრის მოსწრებას.
ლხინი იყო თუ ჭირი, მათ გვერდზე იყო. არც-ერთი თარიღი არ გამორჩებოდა. არადა
დილიდან საღამომდე თამაშობდა. ცხოვრობდა ისეთი სრული დატვირთვით , თითქოს
სამი ადამიანის ენერგია აქვსო. ამჩატებული მთვრალი არ მინახია, ხშირად კი უწევდა
დალევა; ქალთა სქესი უზომოდ აფასებდა, საშური კაცობის გამო; მოწინააღმდეგეებიც
კი პატივს სცემდნენ, მიუხედავად არაორდინალური ხერხების გამოყენებისა.
ჰოდა, ამ ზედმეტმა გადატვირთვამ ჩაიყვანა უდროოდ სამარეშიო, იტყვის ვინმე
საქმეში ჩაუხედავი.
ორმოცდახუთი წლისას, როდესაც გარდაიცვალა, საავადმყოფოში დაუდგინეს, რომ
დაბადებიდანვე ჰქონდა ერთად-ერთი მომქმედი თირკმელი, მეორე კი სრულიად
უფუნქციო.

მ ე ო ც ე ს ა უ კ უ ნ ი ს ბ ო ლ ო ა თ წ ლ ე უ ლ ი
ოთხმოცდათორმეტი წლიდან მოყოლებული, ამოქმედდა ხალხის
გასაღატაკებელი და მათხოვრებად გადამქცევი, რამოდენიმე ერთდროულად
მოქმედი, ან დროში გაწერილი მექანიზმი:

1. მთელი საქართველოს ქონება, შეფასებულ იქნა 150 ( ასორმოცდაათ) მილიონ


დოლარად!!!!! ამ თანხის გამოშვებულ იქნა 30 (ოცდაათ) დოლარიანი 5 (ხუთი)
მილიონი ვაუჩერი, ანუ ერთ სულ მოსახლეზე 1 ცალი, რითაც უნდა მომხდარიყო
პრივატიზაცია.
შედარებისთვის: ლეოპოლდ ბაუსბეკის მიერ, მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან
წლებში, აშენებულ იქნა, სასტუმრო „მეტეხი-პალასი„ გუდაურის სასტუმრო და
საბაგირო, რაც ერთად დაახლოებით ამ თანხის ტოლია. ესე იგი, საქართველოს მთელი
ქონება ტოლია ორი სასტუმროს და საბაგიროს გზის ღირებულების. ყოჩაღ ედიკ!!
ხუთიანი ეკუთვნის შენ არითმეტიკის მასწავლებელს.

დაიწყეს გზების ხლართვა:


ეს მუნიციპალიტეტის, ეს სახელმწიფოს, ეს იმის, ეს ამის ქონებაო, მიზანი კი
ერთად-ერთი იყო, რაღაც კატეგორიას, მთელი ერის კუთვნილი ქონება ჩაეგდო ხელში
რ ა ც შ ე ი ძ ლ ე ბ ა მ უ ქ თ ა დ, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული.

2. ესეც არ იკმარეს, ვაუჩერი, რომლის საწყისი ღირებულება იყო 30 დოლარი,


წლის ბოლოს ხუთ-ექვს დოლარად ძლივს იყიდებოდა. ანუ საქართველოს
ქონება ფაქტიურად ყოფილა 30 მილიონი დოლარი. ბნელააა!? მამაძალი??
იურიდიულად ვერც შეედავები, შეგენახა ვაუჩერები, მიგეღო მონაწილეობა
აუქციონებში, შენი და შენი ოჯახის ვაუჩერებით შეგეძინა საწარმოს ნაწილი
და უზრუნველყოფილი გექნებოდა ცხოვრება. ამაზე მეტი ცინიზმი რაღა გინდა.
გინდაც 150-200 დოლარად, თურმე შესაძლებელია წარმოებაში შეიძინო რაღაც, რაც მერე
დივიდენდს მოგცემს.
ხალხს ისეთი პირობები შეექმნა, იმდენად გაუჭირდა, პირველად ვნახე სანაგვე
ყუთში საკვების საძებნად, როგორ იქექებოდა ა დ ა მ ი ა ნ ი .
ბაზრობებზე, ლიპა კი არა, ნამდვილი პროფესორ-აკადემიკოსები, ჯერ ჰყიდდენ
თავიანთ ტანსაცმელს , რომ აღარ დარჩათ, ზოგი თავის, ზოგიც თავისი დაღუპული
შვილის, უძვირფასეს რელიქვიათ, სათუთად შენახულ ნივთებს მიადგნენ და
თვალცრემლიანი სთავაზობდნენ გამვლელ-გამომვლელს, მართლაც და ჩალის ფასად,
ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს ერთი დღის საკვები რომ ჰქონოდა.
აზვიადებო იტყვით. არა და არა. არ ჩამოვთვლი სახელებს, მათ ნათელ ხსოვნას
არ მივაყენო შეურაცხყოფა. ძალზედ ბევრი ცოცხალიც აღარ არის. ისე ჩავიდნენ
სამარეში, თავის მართლაც და გაუსაძლის პირობებზე , რამაც მოუსწრაფა სიცოცხლე,
ერთხელაც არ დაუწუწუნიათ. ბევრი სწორედ შიმშილით დაიღუპა. მთელი ერი ვართ
დამნაშავე მათ წინაშე.

3. ინფლაციის დასაჩქარებლად , რაც ჰიპერინფლაციაში გადაიზარდა, ( რასაც


ედიკას ჩამობრძანებამ უზომოდ შეუწყო ხელი) 1992 წელსვე მთელი ძალით
ამოქმედდა ეგრეთწოდებული „კავკასიის ბირჟა„ , რომლის საწყისი დანიშნულება იყო
იყო ალბათ რუსული მანეთის და დოლარის ურთიერთკავშირი. (ზედაპირულად
ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა). ფაქტიურად კი, მან უდიდესი როლი შეასრულა
კუპონის გაუფასურებაში. თუ საწყისი კოეფიციენტი იყო ერთი კუპონი ერთ რუსულ
მანეთთან, იმავე თვის ბოლოს იყო უკვე სამი ერთთან.
პირველად თუ ვიღაც-ვიღაცეებს კუპონი ჯიბით მოჰქონდათ ბირჟაზე, ზოგს
რუსულ ფულზე, ზოგს დოლარზე გადასაცვლელად, ან ისეთი უსაქოლო ოპერაციის
ჩასატარებლად, რასაც ოდნავ საღად მოაზროვნე ადამიანი, ახლოსაც არ გაეკარებოდა,
ბოლოს იგივე მსყიდველუნარიანობის კუპონს, ერთი სატვირთო მანქანა სჭირდებოდა.
რომ აიწყვიტა, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი რომ ვერ დაიჭერს იმასავით, წლის ბოლოს
გახდა მილიონ სამასი ათასი კუპონი ერთთან, არა აქვს აზრი, მანეთთან თუ დოლართან
მიმართებაში. უმეტესობისთვის სულერთია, ათას სამასჯერ გაუფასურდება მისი
ფულადი დანაზოგი, თუ მილიონ სამასი ათასჯერ. წესიერმა ხალხმა, უპატიოსნესი
შრომით, მთელი ცხოვრება კაპიკ-კაპიკ აგროვა ფული, შეჰქონდათ შემნახველ
სალაროში, სამადლოდ დასამარხი არ გავხდეო, ხშირად მშიერიც დაწოლილან
დასაძინებლად, ი მ ხ უ თ- ე ქ ვ ს ა თ ა ს ს არ მოაკლდეს, რომლის უქონლობამაც,
ჩემი შვილები შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოსო.

4.ამოქმედდა არასახელმწიფო ბანკები, რომელთა პირველადი მოღვაწეობა


საგანგაშოს არაფერს მოასწავებდა. დაყრდნობილი ბიზნესის მარტივ
პრინციპებზე , რომ ფულმა ფული უნდა აკეთოს (ოღონდ მაქსიმალურად
შესაძლო პატიოსანი გზით) , მეანაბრეთა გადაგდება, პირამიდები და ასე
შემდეგ, ამ ბანკთა დამფუძვნებლების არც გეგმებში და არც ინტერესებში არ
შედიოდა. (რასაკვირველია, უმნიშვნელო, არაკეთილსინდისიერთა გარდა).
ის, რაც გამონაკლისის გარეშე, ყველა მათგანს დაემართა, უფრო
ერთსადაიმავე ადგილას შემუშავებულ გეგმას ჩამოგავს, ვიდრე
შემთხვევითობას. როგორც ადრე ეპიდემიები სპობდა განურჩევლად ყველას,
ასევე ეს ბანკები იზიარებდნენ , ტყუპისცალებივით მსგავს, ერთიდაიგივე
ხვედრს.
აი ტიპიური მაგალითი:
ა) საწესდებო კაპიტალის გარდა,ბანკმა რომ ფუნქციონირება იწყოს,
საჭიროა ფინანსები;
ბ) ფინანსების მოსაზიდად, ვინაიდან კარგა გვარიანი კონკურენციაა,
კლიენტებს უკეთესი პირობები უნდა შესთავაზო ( ლოგიკურის ფარგლებში)
ვიდრე სხვამ;
გ) იწყება ფინანსების ბრუნვა, მათთვის რენტაბელურ პირობებზე;
დ) ბანკი ძლიერდება, გასცემს პირველ დივიდენდს, საკმაოდ ცნობილი
ხდება და ავანსად ცოტა მეტის უფლებას აძლევს თავს, ვიდრე მის სტატუსს
შეეფერება.
აი აქ ეყრება საფუძველი დასასრულის დასაწყისს.
ე) ჯერ პრესტიჟულ, საკმაოდ ძვირადღირებულ (ხშირად ვალით ნაყიდ)
ავტომანქანას სტაცებდნენ დამფუძვნებელს, რომელსაც უბრუნებდნენ ან
დიდი გამოსასყიდის ფასად, ან საერთოდ არ უბრუნებდნენ;
ვ) რაღაც კატეგორია, აწერდა დიდ თანხას ბანკს, რომელიც უდაოდ
მეანაბრეთა საკუთრებიდან შედგებოდა;
ზ) გარკვეულ დროში, უაზროდ მაღალი ტარიფები და სხვადასხვა ჯურის
განაკვეთები, რაც იმ დროს იყო დაკანონებული, ძირითადად ალბათ ხალხის
გასაყვლეფად, ორივე ზარალის დაფარვის საშუალებას იძლეოდა;
თ) მაგრამ ყველაზე ამაზრზენი იყო ხალხის გატაცება, რაც ჯერ შერჩევით,
ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხოლო შემდეგ კი სპონტანურად ხდებოდა.
ინფორმაცია, გარდა იმისა, რისი მოპოვებაც შესაძლებელი იყო, კიდევ
ჟონავდა მათგან, ვისაც პროფესიით მასზე ხელი მიუწვდებოდა . პირველი
დარტყმა მიიღეს ბანკირებმა, რომლებსაც გატაცებული უახლოვესი ხალხის,
უმეტესწილად შვილების დაბრუნებაში, სრულიად არარეალურ თანხას
თხოვდნენ, ხოლო საბოლოოდ მეათედის გადახდის შემდეგ
უბრუნებდნენ.( უბრუნებდნენ უკეთეს შემთხვევაში) , მაგრამ ესეც იმდენად
დიდი რაოდენობა იყო, მოხვეტავდნენ დარჩენილ აქტივებს, თუ შეეძლოთ,
და დედაბუდიანათ გადაიკარგებოდნენ.

5. რაც შეეხება ბიზნესს და ბიზნესმენებს.

საკმარისი იყო, ერთი- ორი წლის წინ გაჩერებული საწარმოს საკვამლე


მილიდან ამოსულიყო ბოლი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ავად თუ კარგად
დაწყებულ იქნა მუშაობა, მყისვე ჩნდებოდნენ ვიღაც-ვიღაცეები,
სთავაზობდნენ საკმაოდ სოლიდური, რეგულარული გასამრჯელოს
საფასურად, ყოველგვარი არასასიამოვნო მოვლენებისაგან დაცვას.
არავითარი ახსნა-განმარტება არ ჭრიდა, რომ საწარმო მათი არ არის
და ძალზედ მაღალი არენდით არის აღებული, ორი დღეც არ არის რაც
მუშაობა დაიწყეს, მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია რენტაბელური იქნება
თუ არა, ისიც არ იციან, თავიანთი გარისკვით არის საქმე წამოწყებული,
პირველადი საბრუნავი თანხებიც კი ნასესხებია.
არა და არა, ყოველი თვის ამა და ამ რიცხვში, ამდენ და ამდენ თანხას
დასდებთ მაგიდაზე. ელემენტარულად, წილში უდგებოდნენ ყოველგვარი
ფინანსური მონაწილეობის გარეშე . თანაც არა მოგების, არამედ
გამოშვებული პროდუქციის წილში. ცხვირს არ ვყოფთ თქვენ შიდა საქმეებში,
არ ვერევით იმაში, რა რამდენი დაჯდა, გამოუშვებთ ას ცალს
ნაწარმს? თითოში გადაიხდით ამას და ამას.
აი კეთილშობილებაც ამას ჰქვია, მოქმედების სრულ თავისუფლებას
ანიჭებდნენ.
ვინც მიუღებლად თვლიდა და არ თანხმდებოდა მათ წინადადებას,
ეწყებოდა გაუთავებელი პრობლემები, ხანძრიდან დაწყებული,
ნედლეულის წაბილწვით, „ამოუცნობი„ პირების მიერ მისი და მისი
ახლობლების ფიზიკური შეურაცხყოფით, ანონიმური დასმენების
საფუძველზე შექმნილი კომისიების გაუთავებელი რევიზიებით.
მეწარმეს მეტი გამოსავალი არ ჰქონდა, სულ უნდა შეშვებოდა
საქმიანობას, ან მიეღო მათი პირობები, ან მოეძებნა უფრო მაღალი დონე,
რაც უმეტეს შემთხვევაში, ფინანსურად, თითქმის იგივე ჯდებოდა. ეს
ზედნადები ხარჯები, არაკონკურენტუნარიანს ხდიდა ნაწარმს, თუ უფრო
უარესს არა.
ყოველი საშუალება იქნა გამოყენებული, რომ ჩვენთან ნაწარმოები
პროდუქცია, იქნებოდა ეს ბუნებრივი წარმოშობის, სამრეწველო
ტრადიციული, თუ უკანასკნელ საუკუნეში დანერგილი, უკეთეს
შემთხვევაში ნედლეულად, ისიც ძალზედ იაფად ყოფილიყო
რეალიზებული. თითქმის ნოლზე დავიდა ქვეყნის ფერადი ლითონის,
ჯართის, მრავალი ათეული წლის წინ საბრენდედ, თუ შესანახად
დასაქონლებული სპირტის რაოდენობა, ბარბაროსულად ნადგურდებოდა
კაცობრიობის ფილტვებად შერაცხული მწვანე ნარგავები, უნიკალური
ჯიშების ხე-ტყე, მორებათ იყიდებოდა საზღვარგარეთ ყოველგვარი
დამუშავების გარეშე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფასი ჰქონოდა.
ფერადი ლითონის რაოდენობა როდესაც შემცირდა, წამოწყებულ იქნა
ბიზნესი, რომელსაც მგონი მსოფლიოში ანალოგი არა აქვს:
მასიურად იპარავდნენ ტროლეიბუსების, ელგადამცემი ხაზების
სადენებს, სკვერებში და პარკებში ქრებოდა ჩვენი საამაყო წინაპრების
ბრინჯაოს მონუმენტების ნაწილები, აგრეთვე უგზო-უკვლოდ იკარგებოდა
ჩვენი თანამედროვე, უნიჭიერესი სკულპტორების მიერ რუდუნებით
შექმნილი კომპოზიციების ფერადლითონშემცველი დეტალები, რა თქმა
უნდა რომელთა მოპარვასაც შესძლებდნენ.
საწყლები, მიმღები პუნქტების ან საბაჟოს მოხელეები ვერ
ხვდებოდნენ რომ ნაქურდალთან ჰქონდათ საქმე.

6. ამ ხნიდან დაწყებული, მილიონზე ბევრად მეტმა ადამიანმა დასტოვა სახლ-


კარი ლუკმაპურის შოვნის იმედით. მათში არ ვგულიხმობ იძულებით
ადგილნაცვალ პირებს, რომლებიც საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში
დროებით ცხოვრობენ ვიღაც-ვიღაცეების, ან ყოვლად ბრიყვული, ან კარგათ
გათვლილი მტრული პოლიტიკის გამო. იმ ხალხზე მაქვს საუბარი, ვინაც
ოჯახის რჩენის გამო, მეტი გამოსავალი რომ არ ჰქონდა, დასტოვა სამშობლო .
ბევრი ოჯახებიანათ გადასახლდა და მგონი დაბრუნებასაც აღარ აპირებენ.
ეს მაშინ, როდესაც ქართველობა ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე დამჯდარ
ერად.
მოყოლებული 1921 წლიდან, ემიგრაციაში გადახვეწილ ჩვენს დაჩაგრულ
თანამემამულეთა ჩათვლით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა
დაახლოებით ორასი ათასი ქართველი. არ მყავს ჩათვლილი ჩვენი სისხლი და
ხორცი, ვისაც ბედუკუღმართობის გამო, წინა საუკუნეებიდანვე, სხვა ქვეყნებში
უწევს სახლობა. ისე, მათი ოჯახის ბურჯებს, მათ მანდილოსნებს,
დამლაგებლებათ ან შინამოსამსახურებად მაინც არ მოუწიათ მუშაობა.
გამონაკლისის გარეშე, ჩვენსას ყველას ეს სამუშაო ხვდა წილად. ეს ის ჩვენი
მეუღლეები, დები და შვილებია, ვინც აქ ბუზსაც კი არ ისვავდნენ თავზე.
აფერუმ მათ ქალობას.
განვითარებულ ქვეყნებში, ბავშვების ან დავრდომილების მოვლაში, ჩვენ
ქალებს ეძლეოდათ ათასი დოლარი გასამრჯელო თვეში, რასაც უკლებლივ
აგზავნიდნენ აქ, თავის ოჯახში, ანუ წელიწადში თორმეტი ათას დოლარამდე.
მამაკაცებიც, იმავე ანაზღაურებით, ზოგი ჭურჭლის მრეცხაობით, ზოგი ნაგვის
გამტანობით, ან უკეთეს შემთხვევაში ბენზინის გასამართ სადგურებში
მუშაობით, ადიოდნენ იმავე თანხაზე, მაგრამ ვინაიდან კვებაში და ბინის ქირაში
ეხარჯებოდათ თითქმის ნახევარი, უგზავნიდნენ ოჯახის წევრებს ხუთ- ექვს
ათას დოლარამდე.
საფეხურით ნაკლები ანაზღაურების ქვეყნებში მოხვედრილი ჩვენი
თანამემამულეებიც , რასაკვირველია, ზოგნი ცოტათი უფრო მაღალი რანგის
ადგილებზე მუშაობით, რეგულარულად ამარაგებდნენ თავთავიანთ ოჯახებს
სასიცოცხლო საარსებო თანხებით.
აბა ესენი რომ არ ყოფილიყვენ, მერე გენახათ საყოველთაო შიმშილობა და
ბუნტი. მშიერ აჯანყებულზე საშიში არავინაა, არ დაგიდევს არც მაღალ
მატერიებს და არც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, განურჩევლად ერჩის
ყველას, დამნაშავეს და უდანაშაულოს, მტყუანსა და მართალს, ვიზედაც ეჭვი
ეპარება თავის ამ მდგომარეობაში ჩაგდებაში.
უმაღლესი მათემატიკის გამოყენება არ არის საჭირო მიახლოვებით იმის
დასაანგარიშებლად, რომ საქართველოში ყოველწლიურად, სხვადასხვა
დახმარების გარდა, შემოდიოდა ქეშად ოთხ მილიარდ დოლარამდე.( ყველაზე
პესიმისტური გათვლით).
კომუნისტების დროს, ოთხ მილიარდ წმინდა ფულს, სულ მცირე ოცდაათი
მილიარდის სამუშაოს შესრულება სჭირდებოდა. ვინაიდან დოლარზე მიდის
საუბარი, ვიოცნებებ, ოცდაათი მილიარდი დოლარი რომ დახარჯულიყო
ყოველწლიურად საქართველოზე, ეეეეჰ, მაშინ გენახათ.........
რის ბევერლი ჰილი, რა ნიცა ან ბადენ-ბადენი.
კაი ბატონო, გაუმაძღრობაში რომ არ ჩამეთვალოს, ერთჯერადად
მოხმარებოდა, თუ ყოველწლიურად არა.

მომიტევონ აქ მაცხოვრებელმა სხვა ერის შვილებმა, რომელთა სამშობლო


არის საქართველო, თითქოს მარტო ქართველებზე შემტკივა გული. არც მათ
ერგოთ დალხენილი ბედი, მაგრამ უცხოეთში წასულთა აბსოლუტური
უმრალესობა, არის ქართველი.
ისე, სამყაროს მერვე საოცრებაა საქართველო. ოთხმოცდათორმეტი წლიდან
მოყოლებული, უმუშევრობის დონემ ბევრად გადააჭარბა ყოველგვარი
დასაშვები მინიმუმის მინიმუმს, თითო ოჯახში სულ მცირე ორი
შრომისუნარიანი უმუშევარი იყო, ხოლო ძალზედ მცირერიცხოვან
დასაქმებულებზე, სახელმწიფოს მიერ გაცემული ხელფასები, ისევე როგორც
პენსიები, იყო წმინდა სიმბოლური. უფრო კონკრეტულად გამოვთქვამ აზრს-
შეურაცხმყოფელი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ხალხი მაინც სუნთქავს,
ცოცხლობს და ხანდახან იცინის კიდეც.

7. აი რეალური სურათი: ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა, მათი ლიკვიდაცია


ყოველგვარი გასამართლების გარეშე. ზოგის პოლიტიკური, ზოგის
მერკანტილური, ზოგის პირადი, ზოგის კი, არავინ უწყის რა მიზეზის გამო.
ერთი შემთხვევა მაინც იქნა გამოძიებული თუ რა?
რა კარგია. ვიღაც-ვიღაცეებისათვის თუ მიუღებელია აბსოლუტური
უმეტესობის ნება, ყველა მეთოდებით უნდა დისკრედიტირება გაუკეთო და
გარე ძალების მეშვეობით დაამხო არსებული ხელისუფლება, ჩაიგდო ხელში
თოფი, გააჩაღო ტერორი, დააშინო მოსახლეობა, ჩამოიშორო ყველა
მოწინააღმდეგე და ანგელოზის სახით დაიწყო მორალის კითხვა. ჰო, ერთი
გამომრჩა: რომ გაიმყარებ მდგომარეობას, პირწმინდად უნდა ალაგმო შავი
ძალები, ვის გარეშედაც ვერ ეღირსებოდი სანუკვარს.
რა უნდა დაეშავებინა გამსახურდიას იმის მეათედი, რაც საქართველოს
მიადგა მისი დამხობით? გინდა მატერიალურად, გინდა მორალურ-
ფსიქოლოგიურად? თაობებია საჭირო იმ განუკითხაობის შედეგების
აღმოსაფხვრელ-დასავიწყებლად, რაც ბოლო წლებში დაგვატყდა თავს.
დიდი იმედია, ყოველ ერში ძირ-ფესვიანად გამჯდარი ხალხური
სიბრძნე ამჯერადაც უპირატესობას აიღებს, დ რ ო ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს
მკურნალი ა ო. ჩვენი აფხაზი, ოსი თანამოძმეები და ჩვენ,
მოვიშუშებთ ღრმა იარებს, რაც ერთმანეთს მივაყენეთ, შევრიგდებით,
ვინაიდან, სხვა თუ არაფერი, მრავალი და მრავალი საუკუნეა გვერდი-
გვერდ ვცხოვრობთ, მტერიც ერთი გვყოლია და მოყვარეც, ერთის
ამაოხრებელს , მეორისთვის სიკეთე არასოდეს მოუტანია, სამივემ
კარგათ ვიცით, დედამიწის ზურგზე არ არსებობს სხვა ორი ერი,
რომელიც უმეტეს საკითხებს ისე ერთნაირად ხედავდეს და უდგებოდეს,
ნათესაური კავშირები იმ რაოდენობით ჰქონდეს, როგორც ჩვენ სამს.
განსხვავებები კი იმდენად უმნიშვნელო და დასაძლევია, მოევლება.
კაცობრიობა იქით წავიდა, საზღვრები სიმბოლური ხდება, ლამის
შესასვლელი კარებები ჩამოხსნან თავის საკეტებიანად და ფარდები
დაჰკიდონ მათ სანაცვლოდ, ჩვენ კი ეხლა უნდა ვაშენოთ
ურთიერთგამყოფი კედლები და ბარიერები?
ხოლო რაც შეეხება მეოცე საუკუნის უკანასკნელ ათწლეულს, იგი შევა
ჩვენს ისტორიაში განუკითხაობის, უსამართლობის, ხალხის გაძევების,
დამონების, ხოცვის, გატაცების, ქვეყნის გაპარტახების, ქონების მიტაცების,
ძარცვის, ყაჩაღობის, მორალური დეფორმირების სანიმუშო მაგალითად.

8. მემგონი ცალკე თემაა და ჯერ ადრეა სოროსის, უცხოური ბანკების,


უცხოელი მრჩეველების, გლობალიზაციის მომხრეების მოღვაწეობის
დადებით- უარყოფითი შედეგების გარჩევა-შეფასება. ამას დრო გვიჩვენებს.
ღმერთმა ინებოს, ეს ყველაფერი სასიკეთოდ წაგვადგეს.

რ უ ს უ ლ ი დ ა რ ბ ა ზ ი
ლაო-ძის ნააზრების შეფასება, ცოტა არ იყოს ამპარტავნობად მიმაჩნია, ყოველ
შემთხვევაში ჩემი დონისათვის.
უბრალოდ რაც მოგწონს, უსიტყვოდ უნდა გაიზიარო, შეისისლხორცო და
ეცადო ცხოვრებაში გაატარო, მიუხედავად ბევრი რაიმის თითქმის შეუძლებლობისა,
რაც არ მოგწონს, ან ვერ იგებ, ზოგს სირთულის, ზოგს არქაიზმის, ზოგს
დღესდღეობითი მიდგომის სხვა კუთხის გამო ( ბოლო-ბოლო ოცდახუთ საუკუნეზე
მეტი გავიდა, ეხლანდელი ცოდნით), მათზე ხელაღებით ვერდიქტის გამოტანის
უფლება არ გაქვს. ბევრი რამ, რაც ადრე ვერ გავიგე, ან საკამათოდ ჩავთვალე, დრომ
თავის ადგილზე დააყენა. არ გავთახედდები და ვიტყვი, ყველაფერი გავიგე-მეთქი,
მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე აღქმა, რადიკალურად შემეცვალა.
სიკეთის თესვას, შრომას, გონიერებას, თავმდაბლობას, ზომიერებას,
სიყვარულს, პატიოსნებას, სილამაზეს, სიდარბაისლეს, ბუნებრიობას, სწორ აღქმას,
ერთგულებას, მოქმედების ვადა არა აქვთ, რა დროც არ უნდა გავიდეს , ყავლი არ
ეკარგებათ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს წარმოადგენენ და ღრმად ვარ
დარწმუნებული, მოვა დრო, მხოლოდ ამით იხელმძყვანელებს ადამიანი.
მაღალ მატერიებში ავიჭერი, დავეშვები ქვევით და რამაც გამახსენა, მასზე
გავამახვილებ ყურადღებას.
ყველა ჭეშმარიტების არა, მაგრამ ამათგან რამოდენიმე მცნების შესრულებას,
უდაოდ მოითხოვს დღევანდელი მოგონება.
მოსწავლეთა არდადეგებებზე, ჩაავლეს შვილებს ჩვენმა მეუღლეებმა ხელი,
ბაკურიანში წაიყვანეს და დაგვტოვეს მამაკაცები უპატრონოდ.
ზედამხედველის გარეშე დარჩენილი ბავშვებივით, აღარ ვიცოდით რომელ
გასართობისთვის მიგვენიჭებინა უპირატესობა. პარასკევს რაღაცა წავიცუღლუტეთ,
შაბათს კი ნაცნობის დაბადების დღეზე აღმოვჩნდით თამაზი, გუჯა და მე.
იმ ხანათ, საოცრად გვათამამებდა სამივეს განგება, გავზულუქდით, ადამიანთა
უმეტესობაში ჩადებულმა სნობიზმმაც ეტყობა შეუწყო ხელი. ჩვენი მოსაწონი
აღარაფერი იყო. რატომღაც ღვინოც არ მოგვეწონა არცერთს და დროზე ადრე
დავტოვეთ იქაურობა.
მაშინ, გვიან ღამის საათებში, მხოლოდ „ივერიის„ „აჭარის„ „თბილისის„ „უშბას„
სასტუმროების ღამის ბარები იყო ღია. ფუნიკულიორზე ხომ არ ავიყვანდი ამ
პატიოსან ხალხს და ჩავიყვანე „ივერიის„ ღამის ბარში.
ჟაკო და თემური ჩვეული გულღიობით შეგვხვდნენ და არა იმიტომ, რომ იქ
აღარავინ იყო, არამედ ჩვენი მისვლა მუდამ ახარებდათ. ერთად-ერთმა რუდიკომ
შემოიხედა, ისიც დიდი ხნით არ დარჩა.
გულწრფელად ვაღიარებ ცოდვას, მაგრამ დანაშაულებრივი ქმედებების
ჩადენიდან იმდენი დროა გასული, იურიდიული ძალა აღარ გააჩნიათ, არც
ბარმენებისთვის და არც ჩვენთვის. ანგარიშსწორება მხოლოდ ვალუტაზე იყო
შესაძლებელი. ჩვენ კი დანახარჯს საბჭოთა მანეთებით ვისტუმრებდით, ბარმენთა
მიერ მაქსიმალურად შესაძლო მცირე, გადასაანგარიშებელი კოეფიციენტის მიყენებით.
გულიანად გვმასპინძლობდნენ, მაგრამ დროს თავისი გააქვს ყოველთვის. ოთხის
ნახევარზე ბოდიში მოგვიხადეს, უნდა დავკეტოთ, მეტის უფლება, ამჟამად არა გვაქვსო.
ვსხედვართ სამივენი მთავარი ფოსტის გრანიტის კიბეებზე, ისე, როგორც
მობუზული ბეღურები ელექტროსადენებზე. თამაზიმ, ეს რა უბედურებაა ჩვენს
თავს, მთელი პარასკევი პენსიონერ ქალებზე დამახარჯიეთ, შაბათს ძმარივით ღვინო
მასვით, კვირადღე თენდება და უპატრონო ბავშვებივით გამოგვაბუნძულეს, არა
ბატონო, არა და არა, ისევ მე უნდა ავიღო ინიციატივა ჩემ ხელში , წაგიყვანოთ ისეთ
ადგილზე, სადაც კაის გვაჭმევენ, კაის გვასმევენ, რამდენიც გვინდა იმდენ ხანს
ვიქნებით და ზედვე ნარჩევ-ნარჩევი მანდილოსნები მოგვხედავენო.
მიგვიყვანა აეროპორტში. ფრენები უამინდობის გამო შეფერხებული იყო. გუჯა
და მე ავბუზღუნდით, ხვალ სამუშაო დღეა, შენსავით გენერალურ დირექტორად
კი არ ვართ, უფროსები გვყავს-თქო. თქვე კაი ხალხო, სამუდამოთ კი არ
მიმყავხართ, შანიძე გვყავდეს ჯანმრთელად, ორშაბათს პირველი რეისით
გადმოგვაფრენს, მე დაგარიგებთ სამსახურებში , წუთსაც არ დაიგვიანებთ, ვითომ
არსადაც არ ყოფილხართ, ისე..... თქვენ თუ არ ჩამიშვით , ვერც ვერავინ გაიგებსო.
საღამოს 5 საათისთვის ჩავაღწიეთ მოსკოვში. 2 საათი მოგვინდა სრული
მოწესრიგებისთვის და მზადყოფნისთვის. რვისათვის
„კონტინენტალის„ რესტორან „ რუსულ დარბაზის„ მშვენივრად გაწყობილ
ექვსპერსონიან მაგიდას ვუსხედით. რატომ მაინცა და მაინც „რუსულ დარბაზში„ ?
თამაზიმ ბრძანა:
ბრწყინვალე რესტორანია, ბოშების ანსამბლი უკრავს, ისეთი გადასარევი
სიტუაციაა და ადგილი, წამოსვლა აღარ მოგინდებათო.
ახლოდან კი აღმოჩნდა, გუჯას მეტი, არც-ერთი არ ვიყავით აქ ადრე ნამყოფი.
საკმაოდ მალე გავშინაურდით, რაშიც ლომის წილი ბოშათა, მართლაც და
მაღალკვალიფიციურ ანსამბლს და გულშიჩამწვდომ ბოშურ ჰანგებს მიუძღვოდა.
თავს „რომენის„ საჩვენებელ კონცერტზე ვგრძნობდი. მოკლე-მოკლე ცეკვები
ოდითგან ჩვენთვის ნაცნობ მელოდიებზე, ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს,
უმალ ჩანდა დამდგმელის ნატიფგემოვნებიანი ხელი.
დარბაზი არც ისე დიდია, ყოველი მაგიდიდან ისიც კი მოჩანს, ვინ რას
მიირთმევს, მყუდროა და კარგი გუნება-განწყობილების შექმნას ყოველმხრივ
უწყობს ხელს. სიმპათიური ბალზაკის ასაკის ოფიციანტი ქალი გამოეცნაურა თამაზის:
- ძალიან კარგად გიცნობთ, ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს.
- ალბათ ვინმეს მიმამსგავსეთ, აქ პირველადა ვარ.
- არა, აქედან კი არა, ადრე „მეტროპოლში „ ვმუშაობდი, შემდეგ კი
„ბუდაპეშტში„ ვიყავი დიდი ხანი.
- სვეტა ძვირფასო!
- ვიკა.
- მაპატიე, რასაკვირველია ვიკა. ისევ იქ ცხოვრობ?
- სად იქ?
-საბაღე წრის მიდამოებში.

დაიწყო პატარა სპექტაკლი თემებზე: გახსოვს-არ-გახსოვს და „განშორების


სიიიიმძიმე, გულზედ მაწევს ლოდივით„.
-აკი ძალიან უწევდი რეკლამას, ასეთია და ისეთიო?
-ცუდ ადგილას ხომ არ მომიყვანიხართ? ისეთმა სანდო კაცმა მიქო, ნამდვილად
დაეჯერება.
დიდი სპექტაკლი შედგა მას მერე, როდესაც ბოშები ესტრადიდან დაეშვნენ,
ნახევარწრე შემოგვარტყეს და გააგრძელეს მინი წარმოდგენა, თითქოს ჩვენს მეტი
არავინ იყო. ეჟვან-ზინზილაკების ყოველი გაჟღარუნება თამაზის მიდამოებში,
თავდებოდა მისი პიჯაკიდან ბანკნოტების გარკვეული რაოდენობის ახალ
მფლობელობაში გადანაცვლებით. რაღაც ხნის მერე, ოფიციანტს შეეხმიანა, სამყოფი
დასალევი მოატანინა და წინდაწინ გადაიხადა დანახარჯი.
-მგონი უთავდება.
წამჩურჩულა გუჯამ.
მეყვავილე მოვიდა პატარა თაიგულებით. თამაზიმ ორ-ორი უბოძა სუფრის და
ამდენივე ესტრადაზე მყოფ მანდილოსნებს.

ცოტა ხანში მოგვადგა მშვენიერი გოგონა, რაღაც სუვენირებით. გუჯამ


შეხედა სულ სხვა მხარეს მომზირალ ურეაქციო თამაზის და ხმადაბლა, ოღონდ
სრულიად დარწმუნებულმა ჩამილაპარაკა:
-გაუთავდა.
ჩვენი წამოსვლის დროც დადგა. თამაზიმ უკან მოგვიტოვა ყველა ჩქარი ნაბიჯით
გუჯასთან ერთად, და ვესტიბიულის შორეულ კუთხეში გაჩერდნენ.
ნახევარი საათი, რაღაცას თხოვდა, გუჯა კი არ უსრულებდა.
ის თავდახრილი უსმენდა გუჯას. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. როდესაც
რეგლამენტი ზღვარს გადასცილდა, მივუახლოვდი, ბოლო სიტყვებსღა შევესწარი:
.....იმიტომ, რომ მაგალითი იყოს შენთვის, ზომიერებამ და თავმდაბლობამ აღარ
გიმტყუნოს, გონიერი ქცევა, ნასვამზეა დასაფასებელი, თორემ ფხიზელი ყველა
დინჯები ვართ.
უკითხავდა ნატაციებს, როგორც პატარა ბავშვს (არადა ხუთი-ექვსი წლით იყო
ჩვენზე უფროსი) , ისიც თავჩაქინდრული ხმას არ იღებდა, თითქოს ჩაწვდაო
თავის საქციელის გადამეტებას . მე რომ დამინახა, მხარდამჭერის სიახლოვე
იგრძნო, დამნაშავის ღიმილით ამიხსნა:
- 25 მანეთს ვთხოვ, მეტს ხომ არა, ტაქსისთვის მინდა, ჩემი შორსა მყავს
მისაყვანი, თან თქვენ საწინააღმდეგო მხარეს.
როგორც იქნა, გაიღო გუჯამ, თანაც ზუსტად 25 მანეთი.
- მოიცა, მოიცა, ხვალ აეროპორტში ფეხით წამოვიდე?
-ცოტა მომჭირნება ისწავლე, მთელ ფულს ერთად ნუ დახარჯავ, 10 იქამდე, 15
აეროპორტამდე, თვითმფრინავის ბილეთს, მეტი რა გზაა, მე აგიღებ.

რ ა ს ა ც ა გ ა ს ც ე მ შ ე ნ ი ა
მიუხედავად ჟანრთა აბსოლუტური სხვადასხვაობისა, როდესაც ოთხმოციან
წლების დასაწყისში დაო-დე-ძინი წავიკითხე, რატომღაც სურვილი აღმეძრა,
„ვეფხისტყაოსნისთვის„ შემედარებინა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა,
რუსთაველი ლაო-ძის უკვდავ ქმნილებას იცნობდა. არადა დაო, ევროპულ
ენებზე გუშინწინ ითარგმნა, ხოლო ჩინური ენა მან კი არა, მარკო პოლომაც არ
იცოდა.
არადა, რა ამით რუსთაველს მიადგა ჩრდილი?
როგორც მზის ბრწყინვალებას, რეალურად, ვერანაირი ძალა ვერ
დაჩრდილავს, ასევე რამოდენიმე ათეული დიდი პიროვნების დაკნინება
შეუძლებელია. ისინი წარმოადგენენ მთელი კაცობრიობის სიამაყეს,
ადამიანის უძირო შესაძლებლობათა დასტურს, ამავდროულად იმის
დამტკიცებას, რომ რაღაც ზღვარს ზევით, ისინი აზროვნებენ თითქმის
ერთნაირი ჰუმანისტური მიდგომებით საკითხებისადმი, რასაკვირველია
დროისა და მსოფლმხედველობის გათვალისწინებით.
ომარ ჰაიამმა გალექსა სოკრატეს უცნობილესი გამონათქვამი :
მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი.

ბევრი ცოდნა შევიძინე, ბევრი ვტეხე ღამე,


ბევრი სიბრძნე შევიცანი, ძლიერ ბევრი და მე
მოვიპოვე ამის გამო იმოდენა ცოდნა,
რომ მივუხვდი-- ქვეყანაზე არ მცოდნია რამე.

ჰაიამის ლექსი მოყვანილი მყავს ბატონ მაგალი თოდუას


ბრწყინვალთარგმანში. ისეთი ჟღერადობაა, თითქოს ქართულად არისო
შექმნილი.

დიდი ხნის წინ, ვთხოვე ჩემს ყოფილ კლასელს, ირანისტ გოგი


ათაბეგოვს, რომელიც სამოციანი წლების ბოლოს, ირანში მსახურობდა,
ეგება ეს ლექსი მოვნახოთ და სპარსულად მომასმენინო-თქო. მონახვა რად
მინდა, ზეპირად ვიციო. ძირითადი პროფესიით არამსახიობმა, მითუმეტეს
არადეკლამატორმა, გოგიმ იმდენად კარგად წაიკითხა, ჩავწვდი ენის
სილამაზეს, ლექსზე რომ აღარაფერი ვთქვა.
ამით რა, სოკრატეს დააკლდა რაიმე, თუ ჰაიამს?

სწორედაც რომ

რ ა ს ა ც ა გ ა ს ც ე მ შ ე ნ ი ა, რ ა ს ა რ ა, დ ა კ ა რ გ უ
ლ ი ა.
მ ა ნ ქ უ რ თ ი

მანქურთი წარმოგვიდგება, როგორც ადამიანი, რომელიც აქციეს მბრძანებლის ნების


უსიტყვოდ შემსრულებელ რობოტად. მას გაუწყვიტეს ყოველგვარი კავშირი
ჩამოყალიბებულ ჩვევებთან, ტრადიციებთან.
მბრძანებლად ზოგი აღითქვამდა რუსს, რომელიც თავისი მსოფლმხედველობის ,
ანუ არეალის, დამკვიდრებისთვის ყველა ღონეს ხმარობს.
სახელი ჟუან-ჟუანი, ჩინელის ასოციაციას იწვევს, ხუან-ხუანები რომ ერქვათ,
პირდაპირ ჩინელზე იფიქრებდი, ყოველგვარი ასოციაციების გარეშე და არა
ესპანელზე, მიუხედავად იმისა, რომ ჟღერადობით და შინაარსობრივადაც ბევრად
უფრო ახლოა ესპანურთან.
რაში დასჭირდა ამდენი კუკუ-დამალობანა ისეთ კონტექსტუალურ მწერალს,
როგორიც ჩინგიზ აიტმატოვია?
საქმე ეხება ადამიანური თვისებების სრულ დაკარგვას. ამით არის
სულისშემძვრელი მანქურთის ტრაგედია. რუსზე, ჩინელზე და ესპანელზე არც
გაუფიქრებია და მინიშნებაც კი არ გაუკეთებია. პრობლემა ბევრად უფრო
ზოგადსაკაცობრიოა, ღრმაა, ვიდრე ეს ეხება საკუთარი ინტერესების გამმტარებელ
ნებისმიერ, რაგინდ მრავალრიცხოვან ერს.
კაცობრიობის სიმბოლო არის ადამიანი, თავისი უნიკალური, ხშირად
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბუნება-შეხედულებებით და არა
მეხსიერებაწაშლილი ზომბი, რომელიც მბრძანებლის ნებისმიერ ნებასურვილს
უსიტყვოდ ასრულებს.
ცხენების რაოდენობის გამოსახატად შესაძლოა ერთეულებს გარდა რემებიც
გამოიყენო, ცხვრისა - ფარები, საქონლის - ჯოგები, მარცვლეულის - ცენტნერი,
ღვინის- დეკალიტრი, ფოლადისა - ტონა, მაგრამ დედამიწის მოსახლეობაზე მგონი
არც-ერთ ენაზე არ გამოითქმება: შედგება ექვსას მილიონ ათეულისგან, სამოც
მილიონ ასეულისგან, ანდა ექვს მილიონ ათასეულისგან.
დედამიწის მოსახლეობა შედგება ექვსი მილიარდ ხუთასი მილიონი ადამიანისაგან.

ს ა ი გ ა კ ი

პირველად რომ მოვხვდი კოჩუბეიში, დაღესტანზე ჩემი წარმოდგენა


იფარგლებოდა იმამ შამილით, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობით „იავნანამ რა
ქნა„ ლეკიანობით, პეტრე ბაგრატიონის ყიზლარის მამულით, სადღაც იიიქ
არენდირებული საძოვრებით, უნცუკულის და გოცატლის მოსევადებული ვერცხლის
დაღესტნური საოცარი ნაკეთობებით, რითაც დატვირთული ჩამოდიოდა
რეგულარულად აიშა, ჩვენი კარგი ნაცნობის მეზობლის, შორეული ნაცნობი.
შერმადინი და მე, თბილისიდან, დილის ექვს საათზე გავედით . წვიმდა და
საშუალო სიჩქარით ვმოძრაობდით. გადავიარეთ ჯვრის უღელტეხილი, ნაზრანში
წავიხემსეთ და ორი საათისათვის მივადექით ჩვენი უბნის საქმიან ეზოს.
ერთი ფინური კოტეჯი, რომელც სასტუმროს წარმოადგენდა, შერმადინის იქ
ყოფნის პერიოდში, მთლიანად მისი და მის თანმხლებთა განკარგულებაში იყო, ამ
შემთხვევაში, შერმადინის, მისი მძღოლის და ჩემი.
მოვშინაურდით. ფანჯრებზე მუშამბის ბადეები იყო გადაჭიმული, რაც ჰაერის
მოძრაობას ხელს უშლიდა. ყველანაირად ვცდილობდი გამჭოლი ნაკადის შექმნას,
რომ სიცხე ცოტა მაინც ასატანი გამეხადა.
შერმადინს ვკითხე, რა მოხდება, დროებით ავწიო სახლის მოპირდაპირე
ფანჯრებზე მუშამბა-მეთქი.
ისეთი არაფერი, არც მიწისძვრა, არც წყალდიდობა, უბრალოდ გარედან,
რაფაზე, ძინავს უამრავ ნამყენ კოღოს, ნახულობენ ტკბილ სიზმარს, რომ ვიღაც
ღვთისნიერმა, მოაშორა უაზრო დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის დატკბენ
ახალთ-ახალი სისხლით. მათ მომენტალურად გაეღვიძებათ, გაავსებენ აქაურობას
და იწყება კოღოების ქეიფი. სიცხე მონატრებად გადაგექცევა. ამათ მოსპობას ერთ
კვირაზე მეტი უნდა. ასე რომ, შეეშვი მაგ ფარდებს, მრავალი წლის მწარე
გამოცდილების გამო არის მანდ ჩამოფარებული.

მაგას ჯობია, მკითხო, ამ დაღესტნურ სოფელს, რად ჰქვია კოჩუბეი, რით არის
ღირსშესანიშნავი, სად არის კასპიის ზღვა? კარგი, ამჯერად მევე გაგცემ პასუხს,
შენი შეკითხვების გარეშე.
ამ ადგილს ადრე ეწოდებოდა შავი ბაზარი, სოფელიც კი არ იყო, პორტის
მაგივრობას ასრულებდა. კასპიის ზღვა აქამდე აღწევდა, ეს მერე და მერე დაიხია
უკან. შავი ბაზარი იმიტომ დაერქვა, რომ იმართებოდა ბაზრობა, გატაცებული
ხალხის , ძირითადათ კახეთიდან და ქართლიდან, სპარსეთში მონებად გასაყიდად.
დასავლეთ საქართველოდან გატაცებულები, შავი ზღვით, თურქეთში
გადაჰყავდათ. ნარჩევ-ნარჩევი, ჯან-ღონით სავსე, მწარმოებლების ასაკში მყოფი
გოგო-ბიჭები უცხო ქვეყნებში სამუდამოთ ხვდებოდნენ ორი-სამი საუკუნის
განმავლობაში. უხეშად რომ გადავიანგარიშე, თმები ყალყზე დამიდგა, ისეთი
კოლოსალური ციფრი გამოვიდა. არა და იმ დროის ერთი მწარმოებელი, სულ
მცირე დღევანდელი ხუთის ადამიანის ჯერადია. ყველა ერში ეს არითმეტიკაა,
რაღა ჩვენზე მოხდებოდა გამონაკლისით ძირითადი წესის განმტკიცება? აქაური
მიწის ყოველი გოჯი, ბედისაგან ჩაგრულთა ცრემლებით არის გაჯერებული.
ამ სულისშემძვრელი ისტორიის გადმოცემაში იყო, შემოვიდა ადგილობრივი
მძღოლი და მოკრძალებით დაჰპატიჟა კვირას საიგაკებზე სანადიროთ.
-ფილიპიჩ, ცნობილი მეთევზე და მონადირე ხარ, ნუთუ შენც საიგაკების
ხოცვა-ჟლეტას ნადირობად თვლი? უუუჩეეემოოდ. აი როცა მგელზე ან ტახზე
წახვალ, დამიძახე, შენთან ვიქნები.
საიგაკის არსებობა პირველად აქ შევიტყვე. ვერც მივხვდი რაზე იყო საუბარი,
ვიდრე შერმადინმა არ გამაცნობიერა.
-საიგაკი, ჯიხვის მსგავსი გარეული ცხოველია, ოღონდ ბარის. ცხვრის ძირითადი
კონკურენტია ბალახის ძოვაში, ამიტომაც მათი რაოდენობის შემცირება, ცხვრის
მესვეურთა მიერ, აღითქმება როგორც ზეჰუმანური აქტი. ახლა, რაც შეეხება
ნადირობას და რაში გამოიხატება იგი. მიადგებიან მანქანით საიგაკების ჯოგს.
ისინიც ფრთხებიან და გარბიან მაქსიმალურად სწრაფად. მანქანა უკან მისდევს
იმავე სიჩქარით. ოთხმოც კილომეტრს აღწევს საათში. მაგრამ საიგაკებს არ
შეუძლიათ ამ ტემპის გაძლება, ძალზედ მალე უსკდებათ გული, განწირულები ორ-
სამ ნაბიჯს ინერციით გააკეთებენ და უსულოდ ეცემიან მიწაზე. მეორე ეტაპია, ველზე
მიმოფანტული უსულო ნადირის აკრეფა, რაც ხშირად ორი სატვირთო მანქანის
ძარას სრულად ავსებს. ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც დასაწყისსაც ვერ
გავუძელი. ეგ კი არა, იმათი ცოდვით, ორი-სამი თვე სანადიროდაც აღარ
დავდიოდი.
პარასკევ- შაბათს თითქმის ყველაფერი მოესწრო. მესამე დღე კვირა იყო.
გამთენიისას მანქანის ხმამ გამომაფხიზლა. გავიხედე ფანჯრიდან და ბინდ-
ბუნდში ძლივს გავარჩიე ფილიპიჩის ზილ-157. სახელდახელოდ ამაღლებული
ბორტებიანი ავტომანქანის ძარა პირამდე სავსე იყო ტვირთით. დიდი შერლოკ
ჰოლმსობა არ იყო საჭირო მივმხვდარიყავი. საიგაკი.
ორშაბათს პირველ რადიოსეანსზე შერმადინს მეატყობინეს, საღამოს თათბირია,
მინისტრი გიბარებსო. მოვწესრიგდით და გამოვწიეთ თბილისისკენ. ყიზლარის
„ტეკთან„ შლაგბაუმით გადაკეტილ ავტოტრასაზე მოგვიახლოდა კოპწიად
გამოწყობილი ინსპექტორი, მოგვესალმა და მძღოლს საბუთები მოსთხოვა. მერე
საბარგულის გაღება მოსთხოვა. შერმადინმა მძღოლზე:
-აი რაცხა ჩასვრილი ბაღანასავით იქცევა, ბომბა არ ედოს ბაგაჟნიკში.
როდესაც მძღოლ-ინსპექტორის დუეტი ძალიან გაგრძელდა, შერმადინმა
ჩამოსწია კარის მინა და ინსპექტორს ჰკითხა:
-მაპატიეთ, რა დავაშავეთ, რაში გვადანაშაულებთ?
- თქვენ არაფერში, მაგრამ მძღოლმა უნდა იცოდეს, რომ კარანტინის დროს
საქონლის, ფრინველის და ასევე ხორცის გადატან-გადმოტანა კატეგორიულად
აკრძალულია.
ხელი გაიშვირა და დაგვანახა შლაგბაუმის ორთავე მხარეს ორმეტრიანი ზოლი,
ანტისეპტიკით გაჟღენთილი ნახერხით დაფარული.
-მერე, სად მაქვს ან ერთი, ან მეორე, ან მესამე?
მიამიტად იკითხა.
- საბარგულში.
- რამდენი?
- ორი საიგაკი.
არც უფიქრია, იულ ბრინერის რეაქციით ჩაუდო ხელში ოცდახუთმანეთიანი.
ამით უკვე ინსპექტორი დააბნია მაგრად. აღარ იცოდა, ხურდა უნდა
დაებრუნებია, თუ რა უნდა ექნა.
-ე ბიჯო, დაქოქე მანქანა.
ძრავის ხმა რომ გაიგო, ასწია შლაგბაუმი და გაგვატარა. სარკიდან ვხედავდი,
საკმაო ხანი უმოძრაოდ იდგა.
მერმადინი ჩემსკენ შემობრუნდა, ხელი კი მძღოლისკენ ჰქონდა გაშვერილი:
-მოკითხე ჭკუა ამ აბდალს, ორ ფსრიტიან თხაში არ მაშვლეპია ოცდახუთი მანათი,
ეთქვა მამაცხონებულს , ამ ფარად, ცოტას წავამატებდი და ფასანაურში კარგ
ბოჩოლას ვუყიდიდი.

ს ი გ ა რ ე ტ ი

გამთენიისას დედაჩემი მაღვიძებს, ტელეფონზე რეკავენ, აუცილებელი საქმე


მაქვს და თუ შეიძლება მალაპარაკეთო. მეტი რა გზა მქონდა, გავიღვიძე და ავიღე
ყურმილი. პირველივე ნოტებიდან ვიცანი იურა ვაჩნაძის ხმა. მიტომ გირეკავ ამ
დილაუთენია, მერე შეიძლება დაგვიანდეს, წაიღე რაც ფულიც გაქვს მთლიანად,
მიდი ჩემი სახელით ამა და ამ კაცთან, დიღმის ამა და ამ გასტრონომში გაღებამდე,
გასტრონომის დირექტორია და ამერიკულ სიგარეტს ბლოკს რვა მანეთად
გაყიდინებსო. თუ გინდა ახლობლებსაც გააგებინეო.
სამოციანი წლების ბოლოა, თუ სამოცდაათიანების დასაწყისი, მოსკოვშიც კი
ყველაზე დაბალი ფასი შვიდ მანეთამდე იყო ბლოკი „კენტი„ რითაც
ეგრეთწოდებულ სასაჩუქრე კრებულებს აკომპლექტებდნენ: ბოთლი სამარკო
კონიაკი, ბოთლი შამპანური, ბლოკი „კენტი„ ხიზილალა და ფილა შოკოლადი.
დღესაც ვერ გამიგია, რომელით რომელს ასაღებდნენ, თითოეული დეფიციტი იყო.
ხოლო თბილისში კი, ბლოკი ამერიკული სიგარეტი, გადამყიდველთან თვრამეტი
მანეთი ღირდა, თან ყოველთვის არც იშოვნებოდა.
სერიოზული პიროვნებაა, რასაკვირველია ვენდე და მივადექით მე და
ამერიკული სიგარეტების გიჟი, ჩემი ძმაკაცი მითითებულ გასტრონომს. ბოლომდე
მაინც არ მჯეროდა, იქნებ თვითონაც გათამაშების მსხვერპლია-თქო.
ცოტა ხანში მოვიდა ვიღაც, ეჭვის თვალით კი შემოგვხედა, მაგრამ მაინც
დაიწყო გასტრონომის კარის გახსნა. სპარტაკი თქვენ ბრძანდებით-მეთქი. დიახო.
ბატონმა იური ვაჩნაძემ გამოგვაგზავნა სიგარეტზე, გაშოვნინებთო. შევატყვე
საბოლოოდ დამშვიდდა, შემობრძანდით, რომელი გინდათო. აუუჰ, მგონი ჩვენი
გაშაყირება გრძელდება, მაინც ვუთხარი, ამერიკული-თქო. რა თქმა უნდა
ამერიკული, თორემ „პრიმა„ ხომ ყველგან არისო. სხვადასხვა საწყობში მიდევს,
რომელი გინდათ, „მალბორო„ „ვინსტონი„ „პელმელი„ თუ „ქემელიო„ . ჩემი
მეგობარი იმხანად „ვინსტონს„ ეწეოდა, მე „მალბოროს„ თუ პირიქით, აღარ
მახსოვს. ვიდრე საკმაოდ მოზრდილ სათავსოში არ შეგვიყვანა, რომელიც ჭერამდე
იყო სავსე „მალბოროს„ ყუთებით, მაინც ეჭვებში ვიყავი. ჯერ ორმოცი ბლოკი
დავაბინაოთ, „ვინსტონი„ გვერდზე საწყობში მაქვსო. ჩავაწყვეთ მანქანაში. ათ-ათ
ბლოკად გაზეთებში შეგვიხვია, არავინ დაინახოსო. თავი ტკბილ სიზმარში
მეგონა. მეორე რეისით, ერთი ორმოცდაათი ბლოკი კიდევ ვაყიდვინე ჩემ
ახლობლებს, მეტი ვერა, ზოგს არ სჯეროდა, ზოგს ფული არ ქონდა. სამივე
საწყობი სანახევროდ გაცლილი დამხვდა. გამახსენდა ანეგდოტი შამაიას
დამკარგავზე, ჩემ გადამყიდველს ვუთხარი, ნინა, აქა და აქ მიდი, ამა და ამ კაცის
სახელით, ბლომად მაყუთი წაიღე, რვა მანეთად, ბლოკ ამერიკულ სიგარეტს
იშოვნი-თქო. პირველად იმანაც არ დაიჯერა, ჰა და ჰა, ვ ლუჩშემ
სლუჩაე, მოპარული ექნებაო. გამოტყდა, თექვსმეტად მე ვიღებო. ისე ბევრი აქვს,
მაგდენს ვერ მოიპარავდა, ნუ კარგავ დროს, არ დაიგვიანო-მეთქი.( მერე გაირკვა,
ფოთთან კონტრაბანდული გემი დააკავეს და კონფისკაცია გაუკეთესო. რა ვიცი,
ასეთი ხმები კი დადიოდა ქალაქში). ამ სიგარეტმა, კარგა ხნით თორმეტ-ცამეტ
მანეთამდე დასწია ფასი გადამყიდველებთან.
კონტრაბანდისა რა მოგახსენოთ, ჩემმა ძმამ და მე კი გავტენეთ ტანსაცმლის
კარადის პატარა განყოფილება სამოც ბლოკ ამერიკული სიგარეტით ( სამოც
ბლოკამდე ავიდა ჩვენი აქტივი, მეტზე ერთი რამე არ გვეყო) და თითქმის
წელიწადი სიგარეტის პრობლემა დავივიწყეთ. მარაგმა კლება რომ იწყო, ლიმიტი
შემოვიღეთ, თითოეულზე მხოლოდ კოლოფი დღეში.
ჩვენი კი არა, სტალინის მარაგებიც კი გათავდა (ოღონ ოქროსი).
ერთ წელიწადში მივაკითხე ნინას, ისევ იმ საკითხზე. მეფერა და მეფერა,
მამაჩემ არტუშას არ უცია იმდენი პატივი, რაც შენ მეციო. თურმე ორი დიდი
სატვირთო მანქანით გამოზიდა სპარტაკადან მთელი სიგარეტი.
ისე კი გამიკვირდა. ორი დღის მერე , ზაჰესიდან ვბრუნდებოდი, სიგარეტი
გამითავდა, ვიფიქრე სპარტაკასთან შევივლი, ავიღებ-თქო. თავისი მომაწევინა,
გამითავდაო.
-ნოდარ-ჯან, შენგან ეგეთი დავალებული ვარ, ეგეთი რომ, აი სლავამი ნე სკაჟეშ.
უჩასტკოვის შემდეგ, მეორე ბლოკი პასტაიანნა შენი იქნება. (უბნის რწმუნებული,
მათთვის ყველაზე გავლენიანი პირი, ვის ხელშიც იყო მათი სული, ფული და
ბიზნესის უსაფრთხოება).
რას ერჩი, მეორე, საპატიო ადგილზე დამაყენა.
მ ე რ ე ე ე ........

არის ხალხის კატეგორია, რომელიც უცებ აღიქვამს სიტუაციას, არ სჭირდება


დეტალების ცოდნა, ამ დეტალებით მთელის შექმნა და ამით რეალური სურათის
დანახვა.
ალბათ ესეც განგების მიერ ნაბოძები, თანდაყოლილი ნიჭია, რაც შემდგომში
ცხოვრებისეული გამოცდილებით, რასაკვირველია უზადო მეხსიერებით,
დაკვირვების დიდი უნარით ღრმავდება და თითქმის უშეცდომო ავტომატიზმამდე
ადის. მათი რაოდენობა უამრავი არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდია. მე ჩამოვთვლი
ჩემს ახლობლებს, ვიზეც სრულად პასუხისმგებელი ვარ, თან უკვე იმ ქვეყნად
წასულთ, რომ ცოცხლებმა არ დამკორტნონ, მე რატომ არ მახსენეო.
პაატა გუგუშვილი, საბა საბახტარაშვილი, დათიკო ჟღენტი, თადეოზ გეგელია,
შოთა თორთლაძე, ხუხა გაბუნია, გიგლა ჩიჯავაძე, აჩიკო საჯაია, გია გეგელია, თემიკ
გამრეკელი, ბიძინა პეტრიაშვილი, დედაჩემი და რაღა თქმა უნდა, შერმადინ
სიხარულიძე.
უმეტესობა მეგობრების მამებია, ზოგი მეგობარია, ზოგი მოძღვარი, ზოგიც
სისხლით უახლოვესი. მათ ერთი რამ აერთიანებდათ: მომენტალური და უშეცდომო
აღქმა თუ რა ხდება.
შემინდონ მათ, ერთ ისტორიას გავიხსენებ, ცოტა უცენზურო სიტყვაა ნახმარი,
მაგრამ უიმისოდ არაფერი არ გამოვა.
ორშაბათია. შერმადინი, თავისთან გვაცნობს კვირის გეგმის მოკლე
მონახაზს. ჩვეულებისამებრ, მისადგმელი საკაბინეტო მაგიდის თავში ზის და
თვითეულს გვაძლევს დავალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ამ კვირას ეხება.
იღება კარები და შემოდის სულ ახლახან დანიშნული, მეცხოველეობის ერთ-ერთი
მეურნეობის ორმეტრიანი დირექტორი. უკან მოჰყვა ჩვენი მდივანი:
-შერმადინ სამსონიჩ, ვუთხარი, თათბირს ატარებს, როგორც კი მორჩ.......
- უფროსი რომელი ხართ.
იმდენად უაზრო კითხვა იყო, უცებ შევხედე ჩვენ უფროსს, თუ რა რეაქცია
ექნებოდა.
შე დალოცვილო, შედიხარ კაბინეტში, თავში ზის ასაკით და იერით ყველასაგან
განსხვავებული პიროვნება, რა დიდი ფილოსოფია უნდა მიხვედრას, რომელია?
შერმადინმა წამის მემილიარდედში გადაამუშავა მიწოდებული ინფორმაცია:
მოსულია არა იმიტომ, სამსახურის საქმეები აწუხებდეს და გული შეტკიოდეს,
არამედ იმის დასაფიქსირებლად, ამიერიდან მე ვარ აქ, კეთილი ინებეთ და
ჯეროვანი ყურადღება მოგვაქციეთ მ ე და ჩ ე მ ს მეურნეობასო.

-მე, ამა და ამ მეურნეობის დირექტორი ვარ.


-მერეეეეე
-დილიდან, წყალი არ მოდის.
-მერეეეე
-მთელი საქონელი დამეხოცება.
-მერეეეე
-პასუხს მე მომთხოვენ.
-მერეეეე
-წავალ და ცეკაში გიჩივლებ, იმისი ბრალია, ის არ მაძლევს წყალს-თქო.
-გაააავნო.

ყოველგვარი აღელვების და ემოციის გარეშე, მტკიცებით ფორმაში წარმოთქვა


ფაქტის დამადასტურებელ შეფასებად.
-შენ თვითონა ხააარ ეგეთი.
ეხლა კი წამოიმართა შერმადინი. პირველად მოვისმინე, როგორ აუწია ხმას:
-გამასწარი აქედან, თავი არ გამახეთქიო , შე მართლა ნაგავო შენა.
სასწრაფოდ დავატოვებინეთ იქაურობა ორმეტრიანს, არ აუსრულონ მუქარა-თქო.
ძუნძულ-ძუნძულით ჩაჯდა მანქანაში და მოუსვა, ეს რა ბანდიტებში მოვხვდიო.
იმის მერე, ახლოსაც არ გაგვკარებია, თუ რამე საქმე ქონდა, მოადგილეს აგზავნიდა.

შერმადინმა უბნის უფროსს დაავალა:


-ორიოდ საათი დაიცადე, ისეთი გამგებიანი ჩანს, არ ჩათვალოს ჩემი მისვლის
შეეშინდათო, გაარკვიე რაშია საქმე, მაგათ მეურნეობამდე, ორ-სამ კილომეტრში
რომ ხევია, ჰაერგამშვები ვანტუზი სადაცა გვაქვს დაყენებული, იქედან დაიწყე,
ვინმე სულელს ალბათ გახსნილი აქვს დატოვებული და მთელი წყალი ხევში
იღვრება, თუ რამე უფრო სერიოზულია, დროულად აღვადგინოთ.
საღამოს უბნის უფროსი დაბრუნდა, თქვენ როგორც ბრძანეთ, ზუსტად ისე
იყოო.

თამაშების და არა მარტო მათი, ზედაპირული მიმოხილვა

მანამდე, მართლაც არ შემიმჩნევია, მაგრამ სამოცდაათიანი წლების


დასაწყისიდან მოხდა სათამაშოთა დიდი აღრევა, უმნიშვნელოდ მცირედი
გამონაკლისის გარდა. პატარ-პატარა ტრადიციულმა სათამაშოებმა, ნელ-ნელა
დაჰკარგეს მუდმივი წევრები და მალე შეწყვიტეს კიდეც ფუნქციონირება.
მხოლოდ და მხოლოდ პრესტიჟულმა, ძლიერი პიროვნებების თავკაცობით
შექმნილმა, დახურულმა, სათამაშოებმა შეინარჩუნეს თავისი სახე, მაგრამ უნდა
ითქვას, მოხვედრა იქ , ბევრად გაიოლდა.
სათამაშოთა სრული ინტერნაციონალიზაცია მოხდა, რასაც ბევრად შეუწყო
ხელი კამათელმა.
კარტი და კამათელი, სხვადასხვა წრის ქალ-ვაჟივით, კეკლუცად
უახლოვდებოდნენ ერთმანეთს ბოლო ხუთი-ათი წლის განმავლობაში, მაგრამ, რომ
ებდღვნენ ერთმანეთს, მათი დაშორება, არც ისე ადვილი გახდა. თუ ქალ-ვაჟის
დაშორებას, მაინც სხვადასხვა მიზეზები შეიძლება დაედოს საფუძვლად,
ბიოლოგიურიდან დაწყებული სოციოლოგიურამდე, კარტი-კამათლის დაშორება
ვერაფერმა ვერ შეძლო, კაზინოების გარდა, ისიც ორივეს ამოძირკვის ფასად, რა თქმა
უნდა, საკუთარი ტერიტორიების მიღმა.
კაზინოთა მასიური დანერგვა, დაემთხვა დოლარის შემოჭრას საბჭოთა და
პოსტსაბჭოთა სივრცეში. (რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუკი
ისინი საერთოდ ერთი ოპერის პერსონაჟები არ იყვნენ).
დღეს-დღეობით კი ხდება ისე , რომ ინტერნეტ თამაშებმა იგივე როლი
შეიძლება შეასრულონ კაზინოებთან მიმართებაში, რაც ტელევიზიამ,
კინოთეატრებთან.

უმეტესობას, შეუდარებლად ნაკლებათ მოთამაშეებს, ტვინები დაეღრიცა.


უშრომველად, იოლად გამდიდრების იდეამ, უცებ გაიდგა ფესვები ნოყიერ ნიადაგში.
ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, საიდანღაც „გაჩნდენ„ შაქრის,
კარაქის, ფქვილის, სიგარეტის, საწვავის, ფინანსების, მფლობელები და აგრეთვე,
მთელი ოკეანე ფსევდომოთამაშეები.
არსებული ცხოვრებიდან აღმოცენებულ ანეგდოტს, ქართული ბიზნესის
შესახებ, იმდენი რეალური მიმდევარი გამოუჩნდა, გადაგდება ჩვეულებრივ
მოვლენად იქცა. სიტყვა ისე გაუფასურდა, მამა, შვილს აღარ ენდობოდა ( მგონი
დღესაც არ ენდობა), მტკიცე მატერიალური გარატიის გარეშე, ისიც ამ გარანტიის
რეალურად არსებობის რამოდენიმეჯერ გადამოწმების შემდეგ.
მრავალი ადამიანი მაგრად დაზარალდა, ვიდრე ყველა არ ჩაწვდა, უ ზ ნ ე ო ს
ნათქვამს, ფასი არა აქვს. კარგ დროს არისო, ბრძანებთ, მაგრამ არ გინდა
მიხვედრილიყავი, რომ უზნეოსთან გაქვს საქმე ? შენ ენდობი შენს ახლობელს,
რომლისაც დანამდვილებით გჯერა, მას კი სჯერა თავის ნათესავის, რომელსაც ან
ენდობა, ან არა.
მაგრამ ხალხური სიბრძნეა:
ს ჯ ო ბ ს გ ვ ი ა ნ, ვ ი დ რ ე ა რ ა ს დ რ ო ს.

ი ნ ჟ ი ნ ე რ ი

შერმადინმა, სამინისტროში მომავალი წლის საკონტროლო ციფრებია


გასაგზავნი, შარშანდელიდან გადმობულბულება არ გამოგადგებათ არცერთს,
მითუმეტეს შენ ნოდარი ბატონო (იმხანად ორ მოვალეობას ვასრულებდი, მთავარი
ენერგეტიკოსის და მთავარი მექანიკოსის. აბსოლუტურად ყველანაირი
ენერგოშემცველი: ელექტროენერგია, ბენზინი, დიზელის საწვავი, მაზუთი, ნავთი,
ნახშირი, საწვავი ხე-ტყე, ჩემ ფუნქციაში შედიოდა), ერთი სამად გვეზრდება
მექანიზმების რიცხვი, კეთილი ინებეთ, ორივემ ცოტა თავები გაანძრიეთ და
მიახლოებით მაინც, სწორედ იმარჩიელეთ, რა და რამდენი იქნება საჭირო.
მიტროფანე! (ჩვენი მთავარი ინჟინერი) ვიცი, შენ მაინც შარშანდელიდან
გადმოშუშავ, მერე კი ორზე გადაამრავლებ, როგორც კუზიანს სამარე ვერ
გაასწორებს, ისევე შენ ვერ გადაეჩვევი ორასი წლის წინანდელზე დაყრდნობას ,
ამიტომ ნოდარიას მიეხმარე, რამე სისულელე არ ბუთქოს. ისე, იცით უცებ რა
მომივიდა აზრად? ცალკ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იანგარიშეთ,
მე კი, რაც ჩვენს ინტერესებს უფრო შეეფერება, იმას წარვადგენ.
ა შენ მიტროფანე, ჩემი გამომთვლელი მანქანა (კალკულატორს მაშინ ასე
ერქვა),შენ შენი შემოიტანე, დასხედით აქ, ორ საათში წინ დამიდეთ თქვენ-თქვენი
ღრმად მეცნიერული პროგნოზები.
მე ჩემი, დიდი სატვირთო მანქანის აკუმულატორისხელა კალკულატორით,
ხოლო მთავარი ინჟინერი ლოგარითმული სახაზავით და პრიმიტიული საანგარიშო
„ჩოთქით„ აღვიჭურვეთ (კალკულატორს არ ენდობოდა, იტყუებაო. სულ ახალი
შემოსული იყო ხმარებაში. ჰქონდათ მხოლოდ სამხედროებს და სამინისტროების
დარგის უმაღლეს პირებს. ჩვენ კი ოთხი ცალი გვქონდა: უფროსს, მთავარ
ინჟინერს, მთავარ ბუხღალტერს და მე. პირველად რომ ვნახე, ერთ-ერთი ჩვენი
უბნის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ნაწილის უფროსის კაბინეტში,
ფეხსაცმლის ყუთისხელა რაღაც ელხელსაწყო, რაცია მეგონა და გავიფიქრე, სად
წავიდა ტექნიკა, ერთ მოცუცქნულ ყუთში რასაა რომ აღარ ატევენ-მეთქი).
დავსხედით ერთმანეთის მოპირდაპირედ, კარგი მოჭადრაკეებივით და
შევუდექით საქმეს. საბაზისო მონაცემებად გვქონდა, ტექნიკის საორიენტაციო
რაოდენობა და თვითეულზე საწვავის ხარჯი. ხუთ წუთში შეწყდა საანგარიშოს
ჩხაკუნი და ლოგარითმული სახაზავის წრიპინი . არც მიმიქცევია ყურადღება,
ბლომად საანგარიშო მქონდა. ცალკ-ცალკე გამოვითვალე ყოველ მექანიზმისთვის
საჭირო საწვავის რაოდენობა, დავაჯგუფე საწვავის ტიპის მიხედვით, დავაჯამე
ძველიან- ახლიანად, გამოვიყვანე საბოლოო მიღებული ციფრები და შერმადინს ერთ
საათში მოვახსენე, მოვრჩი-მეთქი. გადასდო გაზეთი და ციფრებით აჭრელებული
თაბახის ფურცლის გაცნობას შეუდგა.
-შენ, მიტროფანე?
არავინ გამოეხმაურა.
-ენდე ახლა ამას, არ ძინავს, კაცოოო?
შევხედე და მართლა არ ყვინთავს. ამასობაში გააღო თვალი.
-კაცო, რა დაგავალე მე შენ, ახლა ძილის დროა?
-ტყვილა ჯდომას, ტყვილა ძილი სჯობიაო, არ გაგიგიათ?
- მაგი თლათ მასთე არ უნდა იყოს. ძილი დაგავალე?
- თქვენი დავალება მოვრჩი, აღარ შეგაწუხეთ ისე იყავით გაზეთის
კითხვით დაკავებული და ეტყობა ჩამთვლიმა.
მიაწოდა პატარა ქაღალდის ფურცელზე დაწერილი ხუთი თუ ექვსი ციფრი.
შერმადინმა გვერდი-გვერდ დასდო და ერთმანეთს შეადარა ჩვენი ნაანგარიშები.
თითეულ სახეობაში განსხვავება არ აღემატებოდა ერთნახევარ-ორ პროცენტს,
ზოგს კლებისკენ, ზოგს ნამეტობისკენ.

Das könnte Ihnen auch gefallen